• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ალტე უნივერსიტეტსა და ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Lineate-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

by Georgia Today
February 6, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
ალტე უნივერსიტეტსა და ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Lineate-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარების, განათლებისა და მეცნიერული კვლევის, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და ცვალებად გარემო პირობებთან სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ადაპტირების პროცესის ხელშესაწყობად, ალტე უნივერსიტეტი და ამერიკული კომპანია Lineate გაერთიანდნენ. მათ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მოიაზრებს ტექნოლოგიური პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი პროექტებისა და თემატური ღონისძიებიებების (კონფერენციები, საჯარო ლექციები, სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები) ორგანიზებასა და სხვადასხვა ტექნოლოგიური კვლევის ჩატარებას.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლის სტუდენტებს ექნებათ Lineate Dev School-ის 3 თვიანი გადამზადების უფასო კურსის გავლის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს მათ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებას, მსოფლიოს წამყვან კომპანიებში.

„დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება განაპირობებს ჩვენი ცხოვრების არაერთი მიმართულებით ცვლილებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ თითოეულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, არამედ ჩვენ ირგვლივ არსებულმა კომპანიებმა თუ ორგანიზაციებმაც კარგად გაიაზრონ მისი გამოწვევები და შესაძლებლობები. სფეროს წარმატებული წარმომადგენლებისა და კომპანიების შეკრება ყოველთვის ქმნის საინტერესო და სასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ალტე უნივერსიტეტისა და Lineate-ს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია, რომელიც კიდევ უფრო მეტ უნიკალურ შესაძლებლობას შექმნის როგორც ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, ასევე Lineate-სთვის, კვალიფიციური კადრების შეძენის მიმართულებით“. – აღნიშნავს რამაზ კუკულაძე, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

„გვაქვს საჭიროება, მეტ ადამიანს ვასაქმებდეთ საქართველოში, თუმცა გვესმის რეალობა – საკმაოდ რთულია ათობით და ასობით ისეთი პროფესიონალის მოძიება, ვისაც აქვს პროექტზე მუშაობისთვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მაინც ვფიქრობთ, რომ 2023 წელს შევძლებთ კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების რიცხვის გაორმაგებას. ეს იმას ნიშნავს, რომ, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, გვჭირდება გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც პირველივე დღიდან უნდა მივამაგროთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა მეორეს მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დავასაქმებთ მათაც, ვინც ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ შემდგომი 100 დასაქმებულიდან, უმეტესობა იქნება დამწყები პროფესიონალი და ჩვენ მზად ვართ ჩვენი ინვესტიცია სწორედ ახალგაზრდებში ჩავდოთ, ვასწავლოთ მათ, თუ როგორ მართონ პროექტები და როგორ გახდნენ პროფესიონალები პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით“.- აღნიშნავს Lineate-ის რეგიონული დირექტორი, გიორგი ციკოლია.

ალტე უნივერსიტეტი 20 წლიანი გამოცდილებისა და ისტორიის სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა და ამჟამად 15 ქვეყნის 2100 სტუდენტს აერთიანებს 5 სკოლაში, ესენია: საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT), ბიზნესის, მედიცინის, სამართლისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლები. უნივერსიტეტის მისიაა სტუდენტებისთვის სრულფასოვანი ცოდნისა და ყველა საჭირო უნარის მიცემა, იმისათვის, რომ შექმნან დამატებითი, გრძელვადიანი ღირებულება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

„Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი, მთავარი ოფისით ქ. ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. Lineate ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას ამ სფეროში წარმატებით მოღვაწეობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, 200 წლიდან, აშშ-სა და ევროპაში, 920-მდე განხორციელებული პროექტით.

Lineate-ის ძირითადი მიმართულებებია AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია თანამშრომლობს The New York Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU Hospitals, 33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და მსოფლიოს წამყვან სხვა საერთაშორისო კომპანიებთან.

ShareShareTweet

Related Posts

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი
GEO

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი

March 13, 2023
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება
GEO

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება

March 13, 2023
თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო
GEO

თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

March 13, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

5 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

11 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

MEP Kubilius: Georgian people have a strong desire to join the EU, the gov’t is the main obstacle

Lawyer: Mikheil Saakashvili’s weight has dropped to 60 kg

Vashadze: We are discussing with MEPs how not to punish Georgia & what to do with the Gov’t

MEP Fotyga: Oligarch Plahotniuc was removed from political scene in Moldova, the same will happen to Ivanishvili

MEP Cramon: All masks are off, the gov’t is sabotaging Georgia’s European future

Russian fighter jet forces down US drone over Black Sea

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today