• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

by Georgia Today
June 16, 2026
in GEO
Reading Time: 1 min read
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა AI ტალანტები უკვე ცნობილია და ისინი საქართველოს სახელით ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) აგვისტოში ყაზახეთში იასპარეზებენ. 

ეროვნული ნაკრების წევრები და ოლიმპიადის გამარჯვებულები 12 ივნისს, თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებაზე ოფიციალურად დაჯილდოვდნენ. ეროვნული AI ოლიმპიადის და საქართველოს ნაკრების მთავარი მხარდამჭერია თიბისი. 

ასტანაში, 103 ქვეყნის მონაწილეებს შორის გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან  საქართველოს ნაკრების წევრები: ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეები –  მათე რეხვიაშვილი, ნიკოლოზ გეგენავა, გიორგი მაისურაძე, ლუკა ბერიკელაშვილი, ანტონი ინგოროყვა, გიორგი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ კილაძე – გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლე და ნიკოლოზ ყიფშიძე 136-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.

„თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის გაღრმავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში ეხმარება. გვიხარია, რომ ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდაჭერით ახალი თაობის განვითარებაში შეგვაქვს წვლილი. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდები განსაზღვრავენ მომავლის ტექნოლოგიურ პროგრესს და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით წარმოაჩენენ საქართველოს“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

საქართველომ საერთაშორისო AI ოლიმპიადაში პირველად 2025 წელს მიიღო მონაწილეობა და პირველივე წელს ქვეყნისთვის პირველი მედალი მოიპოვა. ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით შეიქმნა. ტექ ოლიმპიადების ჰაბი ტექნოლოგიური განათლების განვითარებასა და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა-გაძლიერებას ემსახურება. ჰაბი უზრუნველყოფს მოსწავლეების მომზადებას, ეროვნული ნაკრებების შერჩევასა და მათ მონაწილეობას ინფორმატიკისა და AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადებში, რითაც ხელს უწყობს ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების განვითარებას და აძლიერებს საქართველოს წარმომადგენლობას საერთაშორისო ასპარეზზე

„ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის და ახალ თაობაში ციფრული უნარების გაძლიერებისთვის, ტექ ოლიმპიადების ჰაბი უპრეცედენტო მნიშვნელობის ინიციატივაა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჰაბის დაფუძნება ერთის მხრივ წარმოაჩენს საქართველოს ეროვნული ნაკრებების დიდ საოლიმპიადო შედეგებს, მეორეს მხრივ კი მიზნად ისახავს უფრო მეტი ახალგაზრდას ჩართვას, მომზადება და გადამზადების პროგრამების და ბანაკების უზრუნველყოფას, სხვადასხვა რეგიონების დაფარვას და მოსწავლეთა საუკეთესო პოტენციალის დემონსტრირებას, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტექ ოლიმპიადებში“ – ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი.

მონაწილეების ოლიმპიადისთვის მომზადებასა და სპეციალური კურსის შექმნაზე საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) იზრუნა. ინტენსიური, რვათვიანი მომზადების პროცესმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, არა მხოლოდ AI-ის საფუძვლებს დაუფლებოდნენ, არამედ საერთაშორისო ასპარეზისთვის საჭირო უნარებიც განევითარებინათ.

„AI ოლიმპიადა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში ახალი თაობის პროფესიონალების განვითარებისთვისაა. კურსის და ეროვნული ოლიმპიადის მონაწილეები და ნაკრების წევრები არამხოლოდ საფუძვლიან ცოდნას იძენენ, არამედ ხედავენ, რამდენად ბევრი შესაძლებლობა მოჰყვება AI-ის განვითარებას. მათ კი შეუძლიათ, განვითარების ნაწილი და შემქმნელებიც იყვნენ.
ჩვენი პარტნიორობა თიბისისთან სწორედ ამ შესაძლებლობების და ჩვენი მოსწავლეების პოტენციალის საერთო ხედვას ეფუძნება. ქართველ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ, მსოფლიო დონის AI პროფესიონალები გახდნენ და თავისი წვლილი შეიტანონ ტექნოლოგიის განვითარებაში“- გიგი გიორგაძე, GAIA-ს დირექტორი.  

დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი საკუთარი თავის რწმენაა – რწმენა იმის, რომ შეგიძლია. თიბისის განათლების პროგრამები კი სწორედ იმ შესაძლებლობებს ქმნის, რომლებიც ადამიანებს ეხმარება, თავიანთი ამბიციები და მისწრაფებები რეალობად აქციონ, განვითარდნენ და საკუთარი პოტენციალი საერთაშორისო ასპარეზზეც წარმოაჩინონ.

Tags: GAIATBC
ShareShareTweet

Related Posts

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო 
GEO

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო 

June 15, 2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება
GEO

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება

June 15, 2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით 
GEO

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით 

June 12, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Geostat: average salary rises 8.9% to 2,363.8 GEL in Q1 2026

Geostat: agriculture share in economy falls to 5.9% in 2025

Georgia government to regulate pesticide prices under new draft law

Zghuderi church demolition sparks cultural heritage concerns in Georgia

Government allocates 53,000 GEL for discounted products website

Russian airline Red Wings expands Georgia flight network for summer season

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today