• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

არქი  შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

by Georgia Today
May 20, 2026
in GEO
Reading Time: 1 min read
არქი  შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

„არქი“, #1 დეველოპერული კომპანია საქართველოში, შუა აზიის უდიდეს  დეველოპერ  — BI Group-თან – სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებს.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის პროექტების ერთობლივად განხორციელებას. ყაზახეთში დაფუძნებული BI Group-ი დღეს ოპერირებს უზბეკეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი) და აღმოსავლეთ ევროპაში. 30 წლის წინ დაარსებულ კომპანიას დღეისათვის 9 მილიონ კვ.მ-მდე საცხოვრებელი უძრავი ქონება აქვს ჩაბარებული და 600,000-ზე მეტ მობინადრეს აერთიანებს. კომპანიაში დასაქმებულია 8,000 მეტი თანამშრომელი.

მხოლოდ 2025 წელს კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Veritas-მა BI Group-ი მსოფლიოს უმსხვილეს დეველოპერებს შორის დაასახელა პირველ ადგილზე საცხოვრებელი ფართების ჩაბარების მოცულობით (2025 წელს 2.4 მილიონი კვ.მ) ყაზახურმა დეველოპერმა გადაასწრო ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორიცაა EMAAR (არაბთა გაერთიანებული საამიროები, 1.84 მილიონი კვ.მ.). კომპანიის მიმდინარე პორტფოლიო მოიცავს 250-ზე მეტ საცხოვრებელ, სამრეწველო, სამოქალაქო და სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტს.

წამყვან დეველოპერებს შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოს უძრავი ქონების სექტორისთვის ახალ ეტაპს წარმოადგენს. პარტნიორობა მიმართულია ერთობლივი პროექტების განვითარებისა და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისკენ. თანამშრომლობის ფარგლებში BI Group-ი მოწინავე სამშენებლო პრაქტიკებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს დანერგავს. მხარეები უახლოეს პერიოდში ერთობლივ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსაც დააანონსებენ.

„საქართველოს საინვესტიციო გარემოს ძლიერი საერთაშორისო შეფასებები, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და განვითარების ტემპი ქმნის მყარ საფუძველს მასშტაბური პარტნიორობისთვის. ვამაყობთ, რომ BI Group-ი საქართველოს ბაზარზე სწორედ „არქისთან“ თანამშრომლობით შემოდის. Eagle Hills-ის შემდეგ, ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიციის დასაწყისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“ — აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

„მოხარულები ვართ „არქისთან“ თანამშრომლობით. ჩვენი მიზანი საქართველოში გამორჩეული პროექტების განვითარებაში ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებისა და ინოვაციური ბიზნესპრაქტიკების შეტანაა. ვფიქრობთ, რომ პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში ვითარდება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი მეგაპოლისების ურბანული განვითარების ტენდენციებს ასახავს. არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი მოთამაშეების რეგიონში შემოსვლა საქართველოს ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. დღეს ეკონომიკური წინსვლითა და შედეგებით საქართველო სრულად პასუხობს გლობალური ინვესტორების მოლოდინებს,“ — აცხადებს BI Development International-ის აღმასრულებელი დირექტორი და აქციონერი ამანგელდი ომაროვი.

აღსანიშნავია, რომ  სულ ცოტა ხნის წინ „არქი ჯგუფმა“ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის — Trump Tower Tbilisi-ის — განხორციელება დაანონსა, რომელსაც ადგილობრივ და საერთაშოსისო პარტნიორებთან ერთად გეგმავს. პროექტი ისტორიულ მოვლენად და უდიდესი შესაძლებლობების დასაწყისად შეფასდა. ეს რეგიონში პირველი პროექტია ტრამპის ბრენდის ქვეშ.

ყველა ამ ინიციატივის მასშტაბი და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით პრემიუმ და ლუქს კლასის უძრავი ქონების მიმართულებით.

BI Group-ის შესახებ

BI Group-ის აქციონერები და კომპანიები რამდენიმე ქვეყანაში მსხვილი პროექტების მშენებლობაში ახორციელებენ ინვესტიციებს. ჰოლდინგი წარმოდგენილია AIX-ისა და KASE-ის საფონდო ბირჟებზე და ყოველწლიურ აუდიტს „დიდი ოთხეულის“ წევრი კომპანია KPMG ატარებს. 

2025 წელს BI Group-მა რეკორდული 2.4 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ჩააბარა. 30-წლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ ააშენა 145,000 ბინა, 9 მილიონი კვადრატული მეტრი კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონება, ათეულობით ინოვაციური სკოლა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ეროვნული მაგისტრალები, ხიდები, სამრეწველო საწარმოები და ენერგეტიკული ობიექტები. კომპანია ყაზახეთის სამშენებლო სექტორში ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელია.

BI Group განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას. კომპანიის აქციონერები, მენეჯმენტი და თანამშრომლები შემოსავლის ნაწილს რეგულარულად რიცხავენ კორპორატიულ საქველმოქმედო ფონდ BI-Juldyzai-ში, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს ეხმარება. ფონდის მხარდაჭერით ბავშვებს წამყვანი უცხოელი ქირურგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციებს უტარებენ. გარდა ამისა, კომპანია მხარს უჭერს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, განათლებას, ქალაქების გამწვანებასა და სპორტის განვითარებას.

არქის შესახებ

„არქი“ #1 დეველოპერული კომპანიაა საქართველოში და ბაზრის  დაახლოებით 20% ფლობს. კომპანია პირველია ქვეყანაში, რომელმაც მსხვილმასშტაბიანი უბნების (Master Development) განვითარება დაიწყო. კომპანია 2006 წელს ილია წულაიამ და მისმა პარტნიორებმა დააფუძნეს. დღეისათვის „არქის“ დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი, აერთიანებს 70,000-ზე მეტ მაცხოვრებელს და ინვესტორს 30 ქვეყნიდან. ბოლო წლებში კომპანიამ საერთაშორისო გაფართოებაც დაიწყო და პროექტები ისეთ გლობალურ ბაზრებზე განავითარა, როგორიცაა ფლორიდა (აშშ). „არქის“ მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ძლიერი საერთაშორისო ნდობა და გრძელვადიანი განვითარების ხედვა.

Tags: ArchiBI GroupCushman & Wakefield Veritas
ShareShareTweet

Related Posts

TBC Strengthens Its Management Team with International Banking Experience
GEO

თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს

May 19, 2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
GEO

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

May 14, 2026
Tbilisi’s Whisky Festival 2026: პრემიუმ სეგმენტის პლატფორმა, რომელიც კულტურას და ბიზნესს აერთიანებს
GEO

Tbilisi’s Whisky Festival 2026: პრემიუმ სეგმენტის პლატფორმა, რომელიც კულტურას და ბიზნესს აერთიანებს

May 13, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Patriarchate to mediate between Duchenne families, government

China Southern Airlines to resume Beijing–Tbilisi flights

Georgia’s imports down 4.9% as car purchases fall

Saarbrücken to end Tbilisi friendship over political situation

Kobakhidze on Duchenne medication funding: Decisions must be guided by responsibility toward taxpayers

Gurjaani Municipality under quarantine after rabies case confirmed

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today