• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

by Georgia Today
August 13, 2026
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

განათლება გამარჯვებაა – გამარჯვება, რომელიც ცოდნით, შესაძლებლობებითა და საკუთარი ძალების რწმენით იწყება. სწორედ ამ ხედვით თიბისი, როგორც ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორებთან ერთად ქმნის გარემოს, სადაც მთელი საქართველოდან, მოტივირებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ ტექნოლოგიური უნარები და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იასპარეზონ.

თიბისის მხარდაჭერით,  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ერთად შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებაა. წელს საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაში ინფორმატიკაში 3000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო, რაც ტექნოლოგიური განათლების მიმართ ახალგაზრდების მზარდ ინტერესს აჩვენებს.

„განათლება გამარჯვებაა! ეს ჩვენთვის მხოლოდ გზავნილი არ არის; ეს არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა ქვეყნის მომავლის მხარდაჭერას ნიშნავს. გვინდა, თითოეულ მოტივირებულ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლება, გამოსცადოს საკუთარი ძალები და გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოში მიღებული ცოდნით მოიპოვოს“ – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდი.

ჰაბის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები ევროპის და მსოფლიოს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. ევროპის გოგონათა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI) საქართველოს ნაკრებმა 1 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვა, ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI) კი 2 ბრინჯაოს მედალი.

განსაკუთრებული შედეგით დასრულდა საქართველოს მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOAI 2026). ქართველმა მონაწილეებმა 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA)  მიერ მომზადებული სპეციალური საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, საქართველოს AI ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება ტექ ოლიმპიადების ჰაბში გაიარა.

ტექ ოლიმპიადების ჰაბი ასევე მოიცავს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას (IOI), რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტექნოლოგიების კონკურსია. 

STEM მიმართულებებით ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თიბისი მხარს უჭერს არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინიციატივასაც. მათ შორისაა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის რობოტიკის კლუბი და მისი გუნდის მონაწილეობა ფიბონაჩის რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობა ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ოლიმპიადა PLANCKS-ზე და ქართველი მოსწავლეების მხარდაჭერა GENIUS ოლიმპიადაზე. წელს, თიბისის ხელშეწყობით GENIUS ოლიმპიადაზე საქართველოს სამი წარმომადგენელი გაემგზავრა, მათგან ორმა კი საერთაშორისო ასპარეზი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

Aliyev – Azerbaijan wants to export electricity to Europe via Georgia and Türkiye
Business & Economy

Aliyev – Azerbaijan wants to export electricity to Europe via Georgia and Türkiye

August 12, 2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
GEO

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

August 12, 2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
GEO

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

August 11, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

For Georgia demands answers over fuel supplies to occupied Abkhazia

Nino Sukhishvili – I will never go to Russia on behalf of a state ensemble because 20% of my country is occupied

Gomi Mountain crash leaves 17 Belarusian tourists injured, 4 dead

Explosions reported at Gazprom, Wildberries facilities in Russia’s Bashkortostan

Excavation uncovers hidden underground levels beneath Tbilisi’s iconic Melik-Azaryants building

The Independent: Ukraine destroys missile system protecting Putin’s $1bn Black Sea palace

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today