• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

„შატო კვირიკე“ – “International Property Award”კონკურსის გამარჯვებულია და ევროპის საუკეთესო სასტუმროების სიაში კუთვნილი ადგილი მოიპოვა

by Georgia Today
April 14, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
„შატო კვირიკე“ – “International Property Award”კონკურსის გამარჯვებულია და ევროპის საუკეთესო სასტუმროების სიაში კუთვნილი ადგილი მოიპოვა

სასტუმრო კომპლექსმა „შატო კვირიკე“  უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში “International Property Award”  გამარჯვება მოიპოვა, ნომინაციაში საუკეთესო სასტუმრო და ინფრასტრუქტურა.  

კონკურსისა და ჟიურის შესახებ

„International Property Awards“ – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის დარგში, რომელიც უკვე 27 წელია იმართება.  კონკურსი გამოავლენს გამარჯვებულებს 5 სხვადასხვა სექტორში: უძრავი ქონება, დეველოფმენთი, ინტერიერის დიზაინი, არქიტექტურა და სტუმართ-მასპინძლობის  ბიზნესი. მთავარ პროფესიულ პარამეტრებთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა პროექტების  კრეატიულობას, ერგონომიურობას, უსაფრთხოებისა და  ცხოვრების უმაღლესი სტანდარტების დაცვას. კონკურსში მონაწილეები ფასდებიან დარგის ექსპერთტა ჯგუფის მიერ, გადიან უმკაცრესი შემოწმების რამდენიმე ეტაპს. კონკურსის ჟიური აერთიანებს პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან. აპლიკანტების შემოწმება ხდება მსაჯთა პანელის მიერ რომელიც 90 დარგის  საუკეთესო ექსპერტისაგან შედგება. 

International Property Awards კონკურსში გამარჯვება დიდი წარმატება და საერთაშორისო მასშტაბით ხარისხის ნიშანია. 

„შატო კვირიკე“ – მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი ქობულეთში

დეველოპერული კომპანია „თაუერ გრუპის“ ინიციატივით ქობულეთში, სოფელი კვირიკეს მისადგომებთან გაიხსნა  ახალი ტურისტული ლოკაცია  – სასტუმრო კომპლექსი „შატო კვირიკე“. 

„შატო კვირიკე“ უნიკალური კომპლექსია თავისი კონცეფციით აჭარის რეგიონისთვის, რადგან იგი აერთიანებს ვენახებისა და ღვინის თემატიკას ზღვასთან.  ეს არის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც უამრავ საინტერესო სივრცეს და ატრაქციას იტევს – მარანს, აუზს, რესტორნებს, ისტორიულ ნაგებობაში განთავსებულ პატარა მუზეუმს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, უნიკალურ რეკრეაციულ გარემოს – ასწლოვანი ევკალიპტებით, ვენახებით, თხილისა და კივის ხეივნებით. 

შატო, ზღვა და ღვინო

ზღვიდან 500 მეტრში 2 ჰექტარზე გაშენდა დასავლეთისათვის ავთენტური ყურძნის ჯიშები: ციცკა, ცოლიკაური, კრახუნა, ძელშავი, ჩხავერი, ოჯალეში და სხვა. კომპლექსის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მარანი, სადაც ქვევრებში ხდება ადგილობრივი ყურძნისგან მიღებული ღვინოების დავარგება. მთისა  და ზღვის კლიმატი ღვინოს განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს სძენს. 

მარანში განთავსებულია ვინოთეკა, სადაც სტუმარს ჩვენი ღვინის გადრა დახვდება ასევე სხვა სამარკო ღვინოების ნაირსახეობა და რაც მთავარია გამოცდილი სომელიე, რომელიც ინდივიდუალურად შეურჩევს სტუმარს მისთვის სასურველი ღვინის ტიპს.  

სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ სხვადასხვა ჯიშის  ქართული ღვინოები და წაიხემსონ როგორც ღია, ასევე სპეციალურად დეგუსტაციისათვის განკუთვნილ დახურულ სივრცეებში, სპეციალურად მათთვის შეფის მიერ მომზადებული გემრიელი კერძებით. 

საქართველოს მუზეუმი ღია ცის ქვეშ

დასვენების პარალელურად „შატო კვირიკეში“ ტურისტი შეძლებს გაეცნოს საქართველოს კულტურულ თავისებურებებს. კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში აუზის ირგვლივ განთავსებულია ინდივიდუალური კოტეჯის ტიპის სახლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების დასახელებით – აფხაზეთი, იმერეთი, გურია, აჭარა, ქართლი და ა.შ. რაც უცხოელ ტურისტებში საქართველოს ცნობადობას და მისი კულტურის აღქმას კიდევ უფრო აღრმავებს. თითოეულ კოტეჯს აქვს პირდაპირი გასასვლელი ღია აუზზე. 

კომპლექსის ტერიტორიაზე დამსვენებელი ცოცხლად იხილავს ძველად საქართველოში მცხოვრები გლეხის ყოფით ყოველდღიურობას  – ასწლოვან ნალიას – სადაც ინახება ბურღულეული, წყლის წისქვილს – რომელიც მოქმედია და იქვე დაათვალიერებს სიმინდის დაფქვის პროცესს, ჩვენი ხაბაზები კი თონეში გამომხცვარი პურით გაუმასპინძლდებიან, აჩვენებენ ცნობილი აჭარული ხაჭაპურის გამოცხობის ტექნოლოგიას, ჭაჭის გამოხდას და ა.შ. 

მთელ ტერიტორიაზე გაცოცხლებულია ფიროსმანის სხვადასხვა ექსპოზიციები – მეეზოვე, მეთევზე, ასევე ქართული ლიტერატურის პერსონაჟები.  

საღამოები მე-18 საუკუნის ბუხრებიან ნაგებობაში 

კომპლექსის ნამდვილი განძია ისტორიული ნაგებობა 5 ბუხრით. 

ნაგებობა აშენებულია მე-18 საუკუნეში. შენობას რესტავრაციის შემდეგ შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. დარბაზი უნიკალურია იმით, რომ კედლების გაყოლებაზე განთავსებულია 5 განსხვავებული აზიური სტილის ბუხარი, რომლებიც მოქმედია და გრილ საღამოებში მათი აგიზგიზება განსაკუთრებულ მისტიურ გარემოს ქმნის. ბუხრებიანი სახლი მთლიანად ინარჩუნებს ისტორიულ სტილისტიკას და იტევს მე-19 – მე-20 საუკუნის დასაწყისში აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელ ნივთებს. ნაგებობაში შესაძლებელია საღამოების გატარება ღვინის, ადგილობრივი ჭაჭის, ვისკის დაგემოვნება ან სულაც ვახშმობა. 

მუშაობა და დასვენება სასიამოვნო გარემოში

კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს დიდი ღია აუზი, რესტორანი, ბარები, საბანკეტო და საკონფერენციო სივრცეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ელფერს სძენს განსხვავებული რეკრეაციული გარემო – ევკალიპტები, თხილისა და კივის ხეივნები, ვენახები – სადაც შესალებელია სასიამოვნო საღამოების გატარება და ელექტრომობილებით გასეირნება. 

ტერიტორიაზე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი სრული აღჭურვილობით, საბანკეტო და მოსაცდელი სივრცეებით. დამსვენებლებს შეუძლიათ დაესწრონ საინტერესო ტრენინგებს, ლექციებს და ამავდროულად გაატარონ ლამაზი საღამოები შატო კვირიკეში. 

კომპლექსის განმასხვავებელი ნაგებობაა დიდი საბანკეტო დარბაზი, რომელიც თავისი სიდიდით უპრეცედენტოა და 700 დან 1000 ვიზიტორს იტევს, საბანკეტო სივრცეს ემსახურება თავისი ღია საბანკეტო ზონა, რაც კიდევ უფრო ლამაზს ხდის ნებისმიერ სანახაობას. 

განსაკუთრებული სანახაობაა „შატო კვირიკე“-ს ავტო პარკი – რეტრო სტილის მანქანები, რომლებიც მოქმედია და შესაძლებელია გასეირნება ტერიტორიაზე და  ფოტოსესია – რაც აქ დასვენების დღეებს განსაკუთრებულს და დაუვიწყარს გახდის. 

 

„შატო კვირიკე“ იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის. ტერიტორიაზე განთავსებულია საბავშვო გასართობი სივრცეები – საქანელები, უკონტაქტო ზოოპარკი, ელექტრომობილები რაც სასიამოვნოს ხდის დასვენების პროცესს როგორც მშობლების, ასევე ბავშვებისათვის.

კომპლექსის მახლობლად მდებარეობს მდინარეზე სპეციალურად მოწყობილი სანაპირო და კაკლების ხეივანი, სადამდეც ელექტრომობილებით შესაძლებელია მისვლა. კომპლექსიდან 12 კილომეტრში მდებარეობს მეორე ტურისტული ლოკაცია „ შალე კვირიკე“ საიდანაც იშლება საოცარი ხედები. კომპლექსი მდებარეობს ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. 

„შატო კვირიკე“  – ადგილი სადაც შეძლებთ სასიმოვნოდ გაატაროთ დაუვიწყარი დღეები აჭარაში. 

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

June 20, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
GEO

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

June 20, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

June 20, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

2 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Zurab Japaridze sentenced to 7 months, banned from public office for 2 years

Trump declares US airstrikes “obliterated” Iran’s key nuclear facilities

EU Delegation urges end to attacks on media and democracy

CoE: Six Georgian journalists facing fines over social media posts

Ukraine Latest: Massive Russian Attack Kills 28, Injures 134 in Kyiv

Georgian NGOs Decry ‘Russian-Style’ Data Demands from Gov’t

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today