• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „ბაია ფუდი“ 2023 წლიდან ნატურალურ ხილის სნექებს გამოუშვებს

by Georgia Today
February 27, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისის მხარდაჭერით  კომპანია „ბაია  ფუდი“ 2023 წლიდან ნატურალურ ხილის სნექებს გამოუშვებს

კომპანია „ბაია ფუდი“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ დაფქულ-გადამუშავებული და ნატურალური, მშრალი ხილით გამდიდრებული ფაფების მიმართულებით მომხმარებლის საყვარელ, უკონკურენტო ბრენდად რჩება.

წლების განმავლობაში ტექნოლოგია დაიხვეწა, თუმცა დევიზი – „ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი მომავალი“ – არ შეცვლილა. სწორედ ამ დევიზს ეფუძნება კომპანიის ყველა ახალი წამოწყება თუ პროდუქტი, მათ შორის, ხილის ფაფებიც, რომელთა ხაზიც „ბაია ფუდმა“ 2019 წლიდან დაამატა და შავი ქლიავის, ალუბლის, ვაშლის, ბანანისა თუ გარგალის ფაფებს უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შესძინა.

დაფქული წიწიბურას, ბრინჯის, შვრიის, ქერის, სიმინდის ფაფები თავიდან ბავშვთა კვების ხაზით იყო ჩაფიქრებული, თუმცა საწარმოს გაფართოებისა და ტექნოლოგიის დახვეწის შემდეგ „ბაია ფუდის“ ჯანსაღი, უჯრედისით მდიდარი ფაფები ყველა ასაკის მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი გახდა.

„ჩვენი პროდუქცია არ არის ქიმიურად დამუშავებული, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა თუ სტაბილიზატორებს. წიწიბურასა და ბრინჯის გარდა, ძირითადი ნედლეული – მარცვალ-ბურღულეული და ხილის ჩირებიც, რომლითაც ვამდიდრებთ ფაფებს, ქართული წარმოებისაა. მარცვალი ჩვენთან სპეციალური დანადგარებით, ეგრეთწოდებული რბილი დაფქვის მეთოდით იფქვება. ამ დროს ტემპერატურა 60 გრადუსს არ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტში ჯანსაღი ნივთიერებების შესანარჩუნებლად. დაფქული მარცვლეული კი გაცილებით მალე იხარშება, ვიდრე მთლიანი მარცვალი. ეს ყველაფერი ჩვენი ბრენდის ხარისხის და პოპულარობის საფუძველია. ჯანსაღი პროდუქტის წარმოება დაარსების დღიდან ჩვენი დევიზი და არჩევანია, რის გამოც ამ პროდუქციას ყველა ასაკის მომხმარებელი სიამოვნებით მიირთმევს“, – ამბობს „კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელი, ზვიად გრძელიძე.

სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტების დახმარებითა და საკუთარი ინვესტიციით, 50 კვ.მ იჯარით აღებულ ფართში ერთი სახეობის ფაფით დაწყებული საქმე დღეისათვის საკუთარ საწარმოს, 25 სახეობის პროდუქტს და 18 დასაქმებულს ითვლის, რომელთა რიცხვიც პერიოდულად იზრდება.

მომავალი წლიდან „ბაია ფუდი“ ახალი ხაზის – ხილის სნექების წარმოებასაც დაიწყებს. ადგილობრივი ხილისგან დამზადებული, შოკოლადით გამდიდრებული ტკბილეული უახლესი  ტექნოლიგიითა და ახალი დანადგარებით დამზადდება, რომლებიც „ბაია ფუდმა“ ინოვაციების სააგენტოს მიერ დაწესებული გრანტისა და  UNDP -ს პროექტის ფარგლებში შეიძინა.

თიბისის მხარდაჭერით უკვე დაწყებულია ხილის სნექებისთვის განკუთვნილი საწარმოს გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა. თიბისისავე დახმარებით, 2023 წლის დასაწყისში „ბაია ფუდი“ დანადგარების მონტაჟს დაასრულებს და გაზაფხულიდან ხილის სნექების პირველ რამდენიმე პროდუქტს გამოუშვებს.

2023 წელს განიხილება, ასევე, პროდუქციის გამრავალფეროვნება და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაც. ექსპორტამდე კი ხილისა და ბურღულ-მარცვლეულის ფაფებს „მიუსლიც“ დაემატება.

ShareShareTweet

Related Posts

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა
GEO

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა

June 27, 2025
Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
GEO

Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

June 26, 2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
GEO

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

June 26, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

2 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

8 opposition parties refuse to participate in local self-government elections

UK summons Georgian diplomat over crackdown on civil society and opposition

Zurabishvili: Georgia has rare number of political prisoners — A sign of our strength

“Falling Faster, Falling Deeper”: US Diplomat Warns Georgia Risks Strategic Irrelevance

Ukraine Latest: Heavy Fighting and Diplomatic Frictions

European Court of Human Rights begins consideration of Mzia Amaglobeli’s case

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today