• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისიმ და EBRD-იმ “თბილღვინოს” საქვევრე მეურნეობა, მაღალტექნოლოგიური ჩამოსასხმელი ხაზი და ვენახების გაშენება დაუფინანსეს

by Georgia Today
December 28, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისიმ და EBRD-იმ “თბილღვინოს” საქვევრე მეურნეობა, მაღალტექნოლოგიური ჩამოსასხმელი ხაზი და ვენახების გაშენება დაუფინანსეს

თიბისიმ  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, „თბილღვინო“ 12 მილიონით ლარით დააფინანსეს, რომლის დახმარებითაც, კომპანია საქვევრე მეურნეობას ააშენებს, მაღალტექნოლოგიურ ჩამოსასხმელ ხაზს შეიძენს და ყურძნის უნიკალური ქართული ჯიშების ვენახებს გააშენებს. დაფინანსების ფარგლებში, დამატებით, „თბილღვინო“ EBRD-ისგან 800 000 ლარის ოდენობის გრანტს და საკონსულტაციო მომსახურებას მიიღებს.

„თბილღვინოს“ გადაწვეტილებით, აპრილიდან კომპანიამ რუსეთში გადატვირთვები შეაჩერა. ამის საპირწონედ კი, მაქსიმალური რესურსი ჩადო სტრატეგიულ ბაზრებზე განვითარებასა და ახალი ქვეყნების ათვისებაში. აღნიშნული მხარდაჭერა კომპანიას და მის პროდუქტს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მეთოდით აშენებული უნიკალური არქიტექტურის საქვევრე მეურნეობა EBRD-ის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან თავსებადობას, ეკოლოგიაზე ზრუნვასა და მდგრად განვითარებას გააერთიანებს. მეურნეობის ქვევრებში სხვადასხვა ქართული ჯიშის ქვევრის ღვინო დამზადდება. აქვე განთავსდება სტუმრების მისაღები დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება.

მაღალტექნოლოგიური ჩამოსასხმელი ხაზი გაზრდილ წარმადობას და ენერგო ეფექტურობას უზრუნველყოფს. „თბილღვინოს“ საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საწარმოო აღჭურვილობა, საექსპორტო პოტენციალის ზრდის წინაპირობა იქნება.

„დღესდღეობით „თბილღვინო“ წარმოების სრულ ჯაჭვს აკონტროლებს და მართავს – ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან დაწყებული, პროდუქციის დისტრიბუციამდე, რაც საბოლოოდ, მაღალ ხარისხს განაპირობებს. პირველი ვენახების გაშენება 2013 წელს დავიწყეთ და ახლა 405 ჰექტრით ქინძმარაულის, მუკუზნისა და წინანდლის მიკროზონებში ვართ წარმოდგენილები. ბოლო ათწლეულია განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქართულ უიშვიათეს ენდემურ ჯიშებს. 2022 წელს შევქმენით ქვევრის მცვივანი, 2023-ში კი ისეთი საინტერესო ღვინოების  წარმოებას ვაპირებთ, როგორებიცაა ვარდისფერი რქაწითელი და ბუდეშური საფერავი. ეს „თბილღვინოსთვის“ უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან. 2011 და 2013 წლებში,  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გაცემული ფინანსური რესურსით მხარი დაუჭირა და ხელი შეუწყო „თბილღვინოს“ კაპიტალის ზრდასა და კომპანიის განვითარებას“, – ზურაბ მარგველაშვილი, „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

„გვეამაყება, რომ უკვე 22 წელია “თბილღვინოს“ წარმატების ისტორიის თანამონაწილეები ვართ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ქართულ ღვინოს ქმნის და საქართველოს სახელს ასე წარმატებით ამკვიდრებს დივერსიფიცირებულ ბაზრებზე. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, „თბილღვინომ“ მსხვილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის განვითარებას და კაპიტალის ზრდას. ჩვენი მიზანია, რომ ქართველი მეღვინეები თანამედროვე ტექნიკითა და დანადგარებით იყვნენ აღჭურვილნი და საბოლოოდ, მსოფლიო ბაზრისთვის კონკურენტული პროდუქცია შექმნან. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მეღვინეებს მთელი პროცესის განმავლობაში ვუჭერთ მხარს – ვენახის მოვლიდან დაწყებული, პროდუქტის ექსპორტზე გატანით დამთავრებული“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„მოხარული ვარ, რომ მხარს ვუჭერთ ქართულ ბიზნესს, რომელიც ტრადიციული მეღვინეობის და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით ამ დარგს საერთაშორისო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. EBRD წელს საქართველოში ოპერირების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ქართული კერძო სექტორის მდგრადი განვითარება და მეტი ინოვაციების მეშვეობით, მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდაა. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღევანდელი შეთანხმება ბიზნესის განვითარებასთან ერთად, გარემოსდაცვით ასპექტებსაც მოიცავს – თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, „თბილღვინო“ შეძლებს წარმადობის ენერგო-ეფექტურად გაზრდას”, – კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.

ShareShareTweet

Related Posts

Visa: Georgia Ranks 1st in Contactless Payments Penetration Globally
GEO

Visa: საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით

February 1, 2023
Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ
GEO

Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ

February 1, 2023
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადი იწყება
GEO

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადი იწყება

January 18, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

10 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

11 months ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

11 months ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

11 months ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine Latest: Kyiv Signals Reforms ahead of EU Summit

NDI: 69% of Respondents Believe that Georgia should Introduce Visa Regime for Russians

Zelensky: I urge the world to help save Mikheil Saakashvili’s life and prevent his execution

‘Vivamedi’ Denies Reports about Transfer of Saakashvili to Intensive Care

EC Says Future of Ukraine, Moldova, Georgia Lies within EU

Levan Khabeishvili: Misha, We Won’t Stop until Your Life and Health Are Secured

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today