• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია

by Georgia Today
July 31, 2026
in GEO
Reading Time: 2 mins read

ივნისში მიღწეული ჩარჩო შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით ერთთვიანი პაუზის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ გამწვავდა, თუმცა ვითარება არაერთგვაროვანი და სწრაფად ცვალებადია. როგორც თიბისი კაპიტალი ივნისშიმიუთითებდა, ბაზრებმა დეესკალაციის ნიშნები, შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტურად შეაფასა, რასაც სასაქონლო ფასების მკვეთრი მერყეობა მოჰყვა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ  ესკალაციის ძირითადი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკისკონტექსტში ინფლაციაზე მოდის და არა ეკონომიკურ ზრდაზე – რეალურ დროში ხელმისაწვდომი მონაცემებით, ივლისში აქტივობის შენელება არ ფიქსირდება.

ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, წლის პირველი ნახევრის საშუალო მაჩვენებელმა კი – 7.9%, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალი 2026 წელს ეკონომიკური ზრდის 7.4%-იან საბაზო სცენარს უცვლელად ინარჩუნებს. ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლა გააქტიურდა, ხოლო როგორც მთლიანი, ასევე არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ძლიერ დინამიკაზე მიუთითებს. დეტალური მონაცემების მხრივ, აღსანიშნავია, რომპირველ კვარტალში ზრდის ძირითადი კომპონენტი კვლავ მოხმარება იყო. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის ექსპორტის ზრდის ფონზე, დადებითი წვლილი შეიტანა წმინდა ექსპორტმაც.

პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მშპ-ის 0.1% შეადგინა (სეზონურად შესწორებამდე მშპ-ის 3.2%-ის დეფიციტი). 2025 წლის მეორე კვარტლიდან ესბალანსი, ზედიზედ ოთხი კვარტალია, დადებითია და ამ პერიოდში მშპ-ის 1%-ს შეადგენს, რაც ისტორიული მონაცემების ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო დანარჩენი მსოფლიოსმიმართ წმინდა კრედიტორი იყო. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ძირითადად ICT სექტორის ექსპორტმა უზრუნველყო. ძლიერი სასაქონლო ექსპორტისა და შედარებით სუსტი იმპორტის ფონზე, წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდასავაჭრო დეფიციტიც, რაც მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის შემდგომ გაუმჯობესებაზე მიუთითებს. როგორც თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, საერთაშორისო ფასების ზრდა, ერთი მხრივ, ინფლაციურ წნეხს აძლიერებს, თუმცა, მეორე მხრივ, საექსპორტო შემოსავლების ზრდასაც განაპირობებს.

მარტსა და აპრილში რეგიონულმა დაძაბულობამ ტურიზმზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა ბოლო თვეებში აღდგენა შეინიშნება. მეორე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით შემცირდა. კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებზე მოდიოდა, რასაც ნაწილობრივ აბალანსებდა ევროკავშირიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან შემოსავლების ზრდა. მაისსა და ივნისში, ჩვენი შეფასებით, შემოსავლებმა უკვეგასული წლის დონეს გადააჭარბა. თავის მხრივ, ივლისის ოპერატიული მონაცემებით, კონფლიქტის გამწვავების მიუხედავად, გაზაფხულის მსგავსი შენელება არ იკვეთება.

ივნისში წმინდა სავალუტო შემოდინებები დამატებით გაიზარდა, რასაც ძირითადად კვლავ სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი განაპირობებდა. სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბის ფონზე, წლის პირველ ნახევარში სებ-ის სავალუტო შესყიდვებმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ივნისის ბოლოს წმინდა რეზერვების შეფასებამ 4.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. მცირედით გამყარდა ლარიც, თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ჯერ კიდევ წონასწორულ ნიშნულზე სუსტი რჩება – როგორცმოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ჭრილში. ამ ეტაპზე, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერილარის სცენარისკენ იხრება.

გლობალურ ბაზრებზე ინფლაციური წნეხის კვლავ გაძლიერების ფონზე, 2026 წლის ბოლოს თიბისი კაპიტალის ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან კვლავ 6%-მდე იზრდება. შესაბამისად, პროგნოზი, ფაქტობრივად, უბრუნდება წინა სცენარს, რომელიცკონფლიქტის შედარებით ხანგრძლივ დონეზე შენარჩუნებისა და დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებებს ეყრდნობოდა. რადგან აღნიშნული წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობისგარკვეულწილად გაიაფებას მოიაზრებს, იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს.

ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა,  რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი საწვავისა და საკვების ფასების, ასევე ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ შეიტანა. ინფლაციის უფრო ხისტი მაჩვენებლები სამომხმარებლო ფასებზე მეტწილად ზომიერწნეხზე მიუთითებს. ივლისში მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასები, ბოლო დღეებში მცირედით ნორმალიზების მიუხედავად, მკვეთრად გაიზარდა. შედეგად, ბენზინი, რომელიც თვის დასაწყისში მცირედით გაიაფდა, 20 ივლისიდანმსხვილ ქსელებში უკვე ისევ გაძვირდა.

29 ივლისის სხდომაზე სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარად წლის ბოლომდე განაკვეთის უცვლელად დატოვება რჩება, თუმცა, საერთაშორისობაზრებზე ინფლაციური წნეხის გაძლიერების შემთხვევაში, გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007622-macro-update-georgia

Tags: TBCTBC capital
ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

July 30, 2026
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა
GEO

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა

July 29, 2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით,  დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
GEO

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით,  დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

July 28, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Health minister: Georgia to purchase Duchenne drug Givinostat

Geostat: Georgia’s economy grows 8.6% in June, 7.9% in first half of 2026

Georgian foreign minister meets acting US ambassador to discuss bilateral ties

Amy Diaz becomes US Chargé d’Affaires in Georgia

Nauru confirms withdrawal of recognition of Abkhazia, Tskhinvali region

Georgian Dream, public agencies spent over $280,000 on Meta ads

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today