• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ახალციხეში, თიბისის მხარდაჭერით, პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – „ახალციხე ინნ“ გაიხსნა

by Georgia Today
November 23, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
ახალციხეში, თიბისის მხარდაჭერით, პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – „ახალციხე ინნ“ გაიხსნა

ახალციხეში, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო „ახალციხე ინნ“ გაიხსნა. „ინნ ჰოსფითალითის“ ქსელში შემავალი მორიგი სასტუმრო მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. მისი კონცეფცია აერთიანებს მესხეთის კულტურას, ისტორიას და ერწყმის თანამედროვეობას, რაც ასახულია შენობის ინტერიერის დიზაინში.

პროექტი „აწარმოე საქართველოსა“ და თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 7,6 მილიონი ლარია.

,,ახალციხის პოლიფონია” და ,,რუსთაველის მსოფლიო” – ამ საკითხების შესახებ დღის მთავარი სპიკერი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ღონისძიების სტუმრებს ესაუბრა. აუდიტორიის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის ანსამბლები წარსდგნენ.

„ახალციხე ინნ“ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახალციხის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ოთხსართულიანი კომპლექსის ინტერიერი და ექსტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და დამსვენებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოს სთავაზობს.

სასტუმრო 115 ინდივიდუალური ნომრისგან შედგება. თითოეულ ოთახს აქვს ფრანგული სტილის  აივანი. კომპლექსის პირველ სართულზე ბარისა და რესტორნის რამდენიმე სივრცეს შეხვდებით, სადაც ადგილობრივ მესხურ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. „ახალციხე ინნ“-ში განთავსებულია სპა, აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნები.

სასტუმროში 2 სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს შეხვდებით. პირველ დარბაზში 60 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი, მეორე დარბაზი კი 100 სტუმარს იტევს. საკონფერენციო სივრცეების გამოყენება სეზონის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. სტუმრები ერთობლივი სამუშაო და გასართობი სივრცეებითაც ისარგებლებენ. სასტუმროში გათვალისწინებულია პარკირების ზონაც.

„სასტუმროს აქვს ყველანაირი პოტენციალი იყოს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი ბაზარზე. ამ ეტაპზე სასტუმრო ასაქმებს 70 ადამიანს. სრულად დატვირთვის შემთხვევაში, ობიექტი 100 ადამიანზე მეტს დაასაქმებს. ჩვენი პრიორიტეტია, დავასაქმოთ ადგილობრივები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გაძლიერდება კერძო სექტორი და რეგიონში ასეთი სასტუმროს არსებობა დადებითად აისახება ეკონომიკაზე“, – ნინა გაჩეჩილაძე, „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალციხეში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ჩვენი მხარდაჭერით გაიხსნა. ეს თიბისისა და „ინნ ჰოსფითალითის“ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული მორიგი პროექტია. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შედეგად, ჰორეკა სექტორში 48%-იანი წილით, სექტორის ლიდერები ვართ“, – გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„ინნ ჰოსფითალითის“ მორიგი სასტუმრო „ახალციხე ინნ“ ამ ეტაპზე რეგიონში 70-მდე ადამიანს ასაქმებს. სასტუმროს მიზანია, საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრების მოზიდვა, როგორიცაა ევროპის ქვეყნები. „ახალციხე ინნ“ ხელს შეუწყობს დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, რეგიონს გახდის ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს, რაც დადებითად აისახება კერძო სექტორისა და ბიზნეს გარემოს განვითარებაზე.

ShareShareTweet

Related Posts

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
GEO

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

February 6, 2026
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ   
GEO

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ  

February 5, 2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
GEO

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

February 4, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

9 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Iran and US to hold talks in Oman

Life in Tehran under Fear: A Firsthand Account of Surveillance, Violence, and Resistance

Ukraine Latest: Winter Fighting, Small Gains, Big Civilian Costs

Georgian Leaders Criticize OSCE Moscow Mechanism Activation, Tensions Rise with Sweden and the West

Steve Witkoff: Russia and Ukraine agree on exchange of 314 prisoners

Georgian model Matilda Gvarliani becomes new face for Dolce & Gabbana

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today