• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა

by Georgia Today
May 8, 2026
in GEO
Reading Time: 1 min read
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა

ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), თიბისი კაპიტალისა და გალტ&თაგარტის ორგანიზებით ჩატარდა. 

შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ ვითარდება ენერგეტიკა რეგიონში და რა როლი აქვს ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების პარტნიორობას ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განახლებად ენერგიას – მონაწილეებმა განიხილეს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ისე საქართველოს ბაზრის გამოწვევები.

ღონისძიება პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს მოიცავდა: EBRD-მ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დღემდე 890 მილიონი ევროს განხორციელებულ ინვესტიციაზე, რომლის 61% კერძო სექტორზე მოდის. ბანკის მიმდინარე ენერგეტიკული პორტფელი საქართველოში დაახლოებით 600 მილიონ ევროს შეადგენს. ღონისძიებაზე თიბისი კაპიტალმა ქარის ენერგიასთან დაკავშირებული გლობალური და რეგიონალური განვითარებები წარადგინა, ხოლო გალტ&თაგარტმა კავკასიაში ენერგეტიკული ბაზრის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა. 

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები რეგიონიდან, მათ შორის: სელიმ გიუვენი – ACWA Power-ის გენერალური დირექტორი აზერბაიჯანსა და თურქეთში. ACWA Power მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, გლობალური პორტფელით დაახლოებით 80–95 გიგავატი. რეგიონში მას ეკუთვნის 240 მეგავატიანი ხიზი-აბშერონის ქარის ელექტროსადგური (აზერბაიჯანი) და თურქეთში 5 გიგავატიანი განახლებადი ენერგიის მზის პანელების პროექტი. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა ეპიტაციო მირანდა – Actis-ის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ვიცე-პრეზიდენტი. 

„უკვე სამ ათწლეულზე მეტია, EBRD საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და აფინანსებს განახლებადი ენერგიის პროექტებსა და გადამცემ ინფრასტრუქტურას, რათა სექტორი გახდეს მდგრადი, უსაფრთხო და სტაბილური. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს განახლებადი ენერგიის ღირებულებათა სრულ ჯაჭვს – დაწყებული დიდი და მცირე ჰიდროელექტროსადგურებით, გაგრძელებული საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის დაფინანსებით. ახლა კი ვაფინანსებთ ყველაზე დიდ, 206 მეგავატიან, რუისის ქარის ელექტროსადგურს. ასევე ვგეგმავთ სხვა მსხვილი მოცულობის ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსებას უახლოეს წლებში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი როლი ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში, მათ შორის, მნიშვნელოვანი გადამცემი ხაზების პროექტების მეშვეობით, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოს ინტეგრაციას ელექტროენერგიის რეგიონულ ბაზრებთან, გააუმჯობესა მიწოდების საიმედოობა და გახსნა კერძო ინვესტიციების გზა განახლებადი ენერგიის სფეროში. ლოკალურ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლავ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ  კერძო სექტორს ენერგეტიკული სისტემის უფრო მწვანე, მდგრად და კონკურენტუნარიანად გარდაქმნაში“, – ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი. 

“ენერგეტიკული ბაზარი და საინვესტიციო გარემო რეგიონში სწრაფად იცვლება. თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, ამ პროცესების შესახებ მუდმივად აწვდის ინფორმაციას საკუთარ პარტნიორებს, შედეგად, მათ ბიზნეს პროცესებს უმარტივებს.  დღეს ბაზარზე აქცენტი განახლებად ენერგიასა და მდგრად ინვესტიციებზე კეთდება, რაც თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამან განაპირობა, რომ 55%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ განახლებადი ენერგიის დაფინანსებაში. ჯამში, თიბისის ენერგეტიკული პორტფელი მილიარდ ლარს აღწევს და დაახლოებით 2 100 მეგავატს მოიცავს – ეს ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების 45%-ია. ამ დროისთვის 800 მგვტ-ის პროექტებს ვამუშავებთ, რომელთა დიდი ნაწილი ქარსა და მზის ენერგიაზე მოდის. პარალელურად ვაგრძელებთ ჰიდროენერგეტიკის მხარდაჭერას, სადაც ქვეყნის პოტენციალი სრულად ათვისებული ჯერ კიდევ არ არის”,- მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.

“ენერგეტიკა ქვეყნისთვის სტრატეგიული და სწრაფადმზარდი მიმართულებაა და საქართველოს ბანკი ამ დარგის დაფინანსების ლიდერია. ბოლო მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის ჯამური საკრედიტო პორტფელიდან, რომელიც 3.05 მილიარდ ლარს შეადგენს, 1.42 მილიარდი ლარი, სწორედ საქართველოს ბანკზე მოდის.  ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია განახლებადი ენერგია, რაც ჩვენს საინვესტიციო დინამიკაშიც ჩანს. 2025 წელს, 2022 წელთან შედარებით, ამ მიმართულებით ჩვენი საკრედიტო პორტფელი 3.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო, ზოგადად, ენერგეტიკის პორტფელის წლიურმა ზრდამ 2025 წელს 42.7% შეადგინა. მხოლოდ 2025 წელს, ბანკის კორპორაციული მიმართულების მხარდაჭერით, 10-ზე მეტი სისტემური მნიშვნელობის ახალი პროექტი დაკონტრაქტდა, მათ შორის აღსანიშნავია კერძო სექტორის ინვესტიციით განხორციელებული პირველი ქარის ელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. ვფიქრობთ, რომ განახლებადი ენერგეტიკა უახლოეს წლებში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო სფერო იქნება. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ სექტორის აქტიურ მხარდაჭერას როგორც ფინანსური რესურსებით, ისე ცოდნის გაზიარებითა და პარტნიორობის გაღრმავებით” – ზურაბ ქოქოსაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

Tags: EBRDTBC
ShareShareTweet

Related Posts

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
GEO

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

May 11, 2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
GEO

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

May 11, 2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია 
GEO

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია 

May 9, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Georgia Pension Fund assets exceed GEL 9.1 billion

Expanded church council opens at Holy Trinity Cathedral to elect Georgia’s new Catholicos-Patriarch

Herczyński: EU hopes Georgia joins European family, speaks at Europe Day in Tbilisi

Romanian DAN AIR to launch Tbilisi flights from July 1

Tbilisi Art Fair 2026 to open at Expo Georgia on May 21-24

Parliament reviews new rules for adoptive families

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today