• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

EBRD-მა თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

by Georgia Today
July 5, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
EBRD-მა თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეშვიდედ მიიღო. თიბისი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.

აღნიშნული დაჯილდოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაჭრობის დაფინანსების მნიშვნელობას, რომელმაც პანდემიის პირობებში, გადამწყვეტი როლი შეასრულა რეგიონული ვაჭრობის შენარჩუნებაში. პროგრამამ 2020 წელს რეკორდულ წლიურ მოცულობას მიაღწია და 3,3 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

„ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 52%-ია. კრიზისული წლის მიუხედავად, 2019 წელთან შედარებით, თიბისის პორტფელი 23%-ით გაიზარდა და დღეს ის 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე პერიოდში, პარტნიორ კომპანიებს დავეხმარეთ, რომ ახალ რეალობას ეფექტურად მორგებოდნენ – გავუზარდეთ ტრანზაქციების ვადები. ასევე, ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებზე სესხებთან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს. სწორედ ამიტომ, კომპანიები შედარებით ნაკლები დანაკარგით გაუმკლავდნენ გამოწვევებით სავსე პერიოდს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

“გამარჯვებული ბანკები ფინანსური სფეროს სამაგალითო წარმომადგენლები არიან. ისინი ამოძრავებენ საერთაშორისო ვაჭრობას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისათვის. ვიცი, გლობალური პანდემიის დაწყების შემდეგ, როგორი ძალისხმევით მოუწიათ მათ მუშაობა და ისიც ვიცი, რომ ჩვენ ერთად დავძლევთ ამ კრიზისს“, – EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენოდ-ბასო

“ვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ საკვანძო როლი შეასრულა მცირე და საშუალო საწარმოების ზრდაში, რაც ასე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ასევე საზოგადოებებში თანაბარი შესაძლებლობების განვითარებისათვის. ჩვენი ჯილდოს მფლობელი ბანკები წარმატებით იყენებენ EBRD-ის დაფინანსებასა და სასწავლო პროგრამებს. მათი წარმატება ჩვენთვის ძალიან საამაყოა”, – EBRD-ის მმართველი დირექტორი უკრაინაში, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ფრანსის მალიჟე.

ღონისძიებაზე დიდი ყურადღება დაეთმო EBRD-ის მიერ კრიზისზე რეაგირებას. გასულ წელს EBRD-მა, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, განსაკუთრებულად დაუჭირა მხარი ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ბუნებრივი ენერგია, საკვები და სამედიცინო პროდუქტები.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა კრიზისის დროს ციფრული პლატფორმების მნიშვნელობაც იყო, ვინაიდან პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ციფრული შესაძლებლობებისა და გადაწყვეტების საჭიროებას. EBRD ხელს უწყობს პარტნიორ ბანკებს არ დარჩნენ ციფრული ტრანსფორმაციის მიღმა.

ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, EBRD-მა დღემდე მხარი 27 000-მდე სავაჭრო ტრანზაქციას დაუჭირა. ჯამში, ტრანზაქციების რაოდენობამ 22 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

ShareShareTweet

Related Posts

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
GEO

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

June 16, 2026
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
GEO

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

June 16, 2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო 
GEO

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო 

June 15, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Traffic restrictions at Gori tunnels scheduled for June 17–25

Eurosport: Ilia Topuria discharged from hospital after UFC title fight, surgery not required

Former Georgian Railway chief among 8 charged in corruption probe

NBG raises foreign currency loan threshold to 1 million GEL

UK imposes 70 new sanctions targeting Russia’s shadow fleet, military supply chains and finance networks

Geostat: average salary rises 8.9% to 2,363.8 GEL in Q1 2026

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today