• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ალტე უნივერსიტეტში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ფორუმი – „კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა

by Georgia Today
October 12, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
ალტე უნივერსიტეტში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ფორუმი – „კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა

3 ოქტომბერს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ინიციატივითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ღონისძიება – კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები: ევროპული დისკურსი და მისი მნიშვნელობა საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირებისათვის – გაიმართა.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოში კაპიტალის ბაზრის სამართლის, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგის განვითარების პერსპექტივებს. კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა და მასტიმულირებელი ღონისძიება ხორციელდება, თუმცა მისი, როგორც სამართლის დარგის დოგმატურ-პრაქტიკული და, ამასთანავე, მეთოდოლოგიური საფუძვლები დამუშავებული არ არის.

ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი, გიორგი მელიქიძე. ფორუმს მოდერატორობას უწევდა პროფ. დოქ. ირაკლი ბურდული.

ღონისძიებაში მონაწილე ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის სამართლის ცნებაზე, შინაარსზე, რეგულირების საგანზე, ევროპული კაპიტალის ბაზრების სუპრანაციონალური რეგულირების მოდელის, ბაზრის ფუნქციაუნარიანობასა და პროდუქტების სახეობებზე და ამ კონტექსტში იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოში სამართლის ამ ახალი დარგის განვითარებისთვის. ამასთან, ღონისძიების შედეგად, დაიწყო მომზადება სასწავლო კურსისა – „შესავალი კაპიტალის ბაზრის სამართალში“, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებაში შეიძლება პირველად იქნეს შეთავაზებული.

კაპიტალის ბაზრის სამართლის თაობაზე, აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა, თუმცა ჯერ კიდევ 2019 წელს, ალტე უნივერსიტეტსა და თსუ-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე, ასევე, ჩატარდა პირველი მსგავსი ღონისძიება, რომელსაც მხოლოდ ქართული კონტექსტი ჰქონდა.

ამჟამად, ფორუმი საერთაშორისო სახეს ატარებდა, რომლის ფარგლებში ასევე მოწვეულნი იყვნენ ამ დარგის ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეული პროფესორები: გერმანელი იურისტი – პროფ. დოქ. ქრისტიან ქერნი (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საკორპორაციო, საბანკო, კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი და საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის დირექტორი) და პროფ. დოქ. იან ლიდერი (ფრაიბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო, საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის სპეციალისტი). ორივე მათგანს ასევე აშშ-ში დასრულებული აქვს LL.M-ის პროგრამა სწორედ ამ (საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის) მიმართულებით.

ShareShareTweet

Related Posts

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
GEO

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

May 30, 2025
თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია
GEO

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია

May 30, 2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
GEO

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

May 30, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

3 weeks ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

MIA: Nika Melia detained on administrative charges

Ukraine Latest: Drones, Drills, and Diplomacy

British Journalist Barred from Georgia after Investigating Links to Sanctioned Russian Oligarch

The Blooming Electric Now: How DOCA Film Club’s ‘New Georgian Films’ Program Captures a Nation Mid-Transformation

ZEG Festival returns to Tbilisi with future-focused storytelling

Giorgi Bachiashvili: Ivanishvili’s orders led to my kidnapping and 2 days blindfolded

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today