• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

კაპიტალიზმის მოდერნიზაციისთვის

by Georgia Today
February 10, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
კაპიტალიზმის მოდერნიზაციისთვის

გასული ორი საუკუნის განმავლობაში სულ უფრო მტკიცდებოდა კონსენსუსი იმის შესახებ, რომ თავისუფალი ბაზრები ახალისებენ ინოვაციას და ეკონომიკის განვითარების კატალიზატორის როლს ასრულებენ. მართალია, კვლავაც გრძელდება ჯანსაღი კამათი იმაზე, თუ როგორ უნდა რეგულირდებოდებოდეს თავისუფალი ბაზრები და როგორ შეიძლება მათი მოდიფიცირება, მაგრამ ეკონომიკის მზიდი სტრუქტურა მუდმივად ადასტურებს, რომ ქმნის ზრდას და აუმჯობესებს მონაწილე მოქალაქეთა ცხოვრების დონეს.

ამავე დროს, როცა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა 2008 წელს ეკონომიკის საყრდენები შეარყია, ვითარება სწრაფად შეიცვალა. „დაიკავე უოლ სტრიტი“ მალევე გადაიქცა გლობალურ მოვლენად და დროთა განმავლობაში მარგინალური მოძრაობიდან მეინსტრიმში გადაინაცვლა. ეს ტენდენცია კიდევ უფრო დაამძიმა კრიზისიდან არათანაბარი ტემპით გამოსვლამ, რამაც, თავის მხრივ, გააუარესა ვითარება სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით და ტექნოლოგიურმა ძვრებმა, რომლებიც მომავალში დასაქმებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.

2020 წელს კაპიტალიზმის საწინააღმდეგო განწყობილება გაძლიერდება. დებატები თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკის მომავლის შესახებ უკვე ხმაურიანი პოპულიზმის ეპოქაში წარიმართება. ბრექსიტის, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისა და გლობალური პოლიტიკური სტრუქტურების პოლარიზაციის ფონზე, 2020 სწორედ ის წელი იქნება, რომლის შემდგომი პერიოდიც განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად მტკიცენი არიან ბაზრები, გაუძლონ დროის გამოცდას.

ჩემი აზრით, ისინი მტკიცენი არიან. საკუთარი კარიერის უმეტესი ნაწილი საფონდო ბირჟებზე გავატარე და ამით ის სარგებელი მივიღე, რომ ჩემი თვალით ვიხილე, თუ როგორ შთააგონებენ კარგად სტრუქტურირებული, გონივრულად რეგულირებული ბაზრები ყველაზე ნიჭიერ ადამიანებს, ხელი შეუწყონ ინკლუზიურ ზრდას.

ბიზნესის საწინააღმდეგო სენტიმენტის გამწვავების პირობებში, თავისუფალი ბაზრების მომავალზე ჯანსაღი კამათის გასამართად უმთავრესი საერთო პლატფორმის მოძიება იქნება. ეს ადვილი არ არის იმ დროს, როცა პოლიტიკური დებატები უმეტესად ექსტრემისტული პოზიციებიდან იმართება. იქნებ ბიზნესის კიცხვა კარგი პოლიტიკაა, მაგრამ მას არ მივყავართ იმ გადაწყვეტილებამდე, რომელსაც საზოგადოების ცხოვრების თანმიმდევრული გაუმჯობესება შეუძლია.

კაპიტალიზმი მიზნით 

კარგი სიახლე ისაა, რომ ბიზნესის ლიდერები ღიად იბრძვიან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად. 2019 წლის აგვისტოში ჩემს 180 კოლეგას შევუერთდი Business Roundtable-ის ინიცირებულ ღონისძიებაში. კრიტიკულად შევაფასეთ დებულება, რომ ჩვენი ვალდებულება, დაგვეცვა და გაგვეზარდა აქციონერთა კაპიტალი, ყველა სხვა ვალდებულებაზე მაღლა იდგა. აღმასრულებელ დირექტორებს ახლა უფრო დიდი შანსი გაუჩნდათ აჩვენონ, რომ შესაძლებელია კომპანიები პასუხისმგებლიანი მოქალაქენიც იყვნენ და მესაკუთრეთათვის გრძელვადიანი სიმდიდრის შექმნაზეც იზრუნონ.

წლების განმავლობაში მსხვილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები თავიანთ პოზიციას საზოგადო სიკეთისათვის ბრძოლის გზის გასაკვალად იყენებდნენ. 2020 წელს ამას უფრო ხშირად ვნახავთ. მაშინ, როცა აშშ-სა და ევროპაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები კორპორაციებისადმი ნდობის ვარდნას აჩვენებს, ასეთი ქმედება პრობლემების გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება.

აუცილებელია მთავრობებმაც გამოიჩინონ ინიციატივა. ამერიკასა და ევროპაში ზედამხედველობის სისტემამ ფეხი ვერ აუწყო ბაზრებისა და ბიზნესის გარდაქმნის ტემპს. ახლა არეულ-დარეული რეგულაციების ნაგლეჯებიღა შემოგვრჩა, რაც დამაბნეველი, ხარჯიანი და არაპროდუქტიულია. ბაზრები ნაკლებად ლიკვიდურია, როგორც ეს 2019 წლის რეპო-ოპერაციების ლიკვიდურობასთან დაკავშირებულ პრობლემებშიც აისახა, ვინაიდან ბანკებს უჭირთ თავიანთი ძირითადი ფუნქციების ნაწილის შესრულება კაპიტალის განთავსებასთან დაკავშირებით რეგულაციებისა და კაპიტალზე მოთხოვნების გადახლართული შრეებით შექმნილი გაურკვევლობის გამო.

უამრავი სწრაფად მზარდი კომპანია საფონდო ბირჟისგან თავის შორს დაჭერას ამჯობინებს, რათა მოერიდოს რეგულაციების ტვირთს, მედიის ნეგატიურ დამოკიდებულებას და ფრივოლურ სასამართლო დავებს, რაც აუცილებლად მოჰყვება ხოლმე კომპანიების საჯარო ფინანსების სფეროში გასვლას. ამასთანავე, კანონმდებლები, მარეგულირებლები და მედია უფრო დიდ სურათს ვერ ხედავენ. როცა კომპანიების აქციები ბირჟებზე თავსდება და ის ზრდას განაგრძობს, ხდება მათი აქტივების დემოკრატიზაცია და იგი ასეულობით მილიონ ინვესტორზე ნაწილდება, რომლებსაც საფონდო ბაზრებზე აქვთ წვდომა. მარეგულირებლის „საბელიდან თავის დაღწევით“ მათ მხოლოდ და მხოლოდ უშუალოდ ბიზნესის ირგვლივ თავმოყრილი ვენჩურული კაპიტალის ელიტისა და კერძო კაპიტალის ფონდების იმედი რჩებათ. თუ გლობალური ბაზრები კომპანიებისა და ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველი გახდება, გაიზრდება სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებიც.

მარეგულირებელი სფეროს დომხალის დალაგება, ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩვენი ბაზრების დარღვეული ქსოვილის შეწებება, ზედამხედველობის გაუქმებას სულაც არ ნიშნავს. ეს ზედამხედველობის გამარტივებაა. ეს პარტიული საკითხები არ არის და საქმე ეხება ბაზრების მართვის არსებული წესების მოდერნიზაციასა და დაბალანსებას. ეს ნამდვილად ისაა, რის თაობაზეც ყველას შეთანხმება შესაძლებელია.

ჩვენი გლობალური პოლიტიკისა და ეკონომიკის დღევანდელი წინააღმდეგობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ადვილი წარმოსადგენია, რომ საქმე კიდევ უფრო გაფუჭდება. მე ვფიქრობ, ისტორია და ადამიანის ბუნება სხვა რამეს მიგვითითებს. მართალია, კონფლიქტის შექმნის ჩვევაც განვითარებული გვაქვს, მაგრამ სირთულეების გადაჭრა და ტკივილების დაამებაც შეგვიძლია. თუ არ ვცდები, 2020 წელს საერთო ხედვის მოძიების მზადყოფნით დავამთავრებთ. შემდეგ მზად ვიქნებით ვიმუშაოთ ერთად ჩვენი მომავალი ეკონომიკის განსაზღვრისათვის, ისეთი სისტემის შესამუშავებლად, რომელსაც შეეძლება ზრდა და ამავე დროს, ყველასთვის სამართლიანი იქნება.

ადენა ფრიდმანი, Nasdaq-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

June 20, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
GEO

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

June 20, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

June 20, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

2 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

EU Spokesperson: Arrests of opposition leaders go against basic democratic values

Strategy Builder leader Giorgi Vashadze arrested following court verdict

PM appoints new economy minister, Davitashvili becomes advisor

MIA says poet Zviad Ratiani was arrested for assaulting a police officer

Lelo leaders detained following court verdicts

Costa Coffee Expands in Georgia: Elene Jgerenaia on Strategy, Standards, and What It Means to Grow the Right Way

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today