• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ვიდრე დოლარი არ განაგრძობს დასუსტებას, როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია

by Georgia Today
December 13, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ვიდრე დოლარი არ განაგრძობს დასუსტებას, როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია

გასულ კვირაში ლარმა გამყარება განაგრძო, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ლარი დოლართან გამყარდა და ამავდროულად, ევროსთან გაუფასურდა. ასევე, დაახლოებით იმავე დონეზეა ლარის საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით. მაშინ, როდესაც ყველაზე დაკვირვებადი დოლარი/ლარის წყვილია, ანალიტიკური თვალსაზრისით სწორედ საშუალო კურსი და დოლართან შედარებით ევროს მიმართ დინამიკა უფრო ინფორმატიულია. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ლარის საშუალო კურსის ფაქტობრივი მაჩვენებელი, მის გრძელვადიან შეფასებასთან შედარებით ახლოა ან შესაძლოა მცირედით უფრო გამყარებულია, რაც ლარის დამატებით გაძლიერებას უფრო ნაკლებალბათურს ხდის. ამასთან, სხვა ვალუტების გაცვლით კურსებთან ერთად, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა იქნება ევრო/დოლარის ნიშნული.

ლარის პრობლემები 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც სუსტი დოლარის პერიოდი დასრულდა. სადღეისოდ კი, ბაზრის კონსენსუსია, რომ უკვე ძლიერი დოლარის პერიოდი ეტაპობრივად სრულდება, თუმცა ეს შეფასება უფრო საშუალოვადიან ინდიკატორებს ეყრდნობა და ამდენად, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო წლებში საბაზო სცენარი უფრო ძლიერი ევროა, რაც განსაკუთრებით საქართველოში სამიზნესთან ახლო ინფლაციის პირობებში, ლარის დოლართან სადღეისოსთან შედარებით დამატებით გამყარების მოლოდინებს საკმაოდ რეალისტურს ხდის. ახლო პერსპექტივაში კი, ვიდრე დოლარი არ განაგრძობს დასუსტებას, როგორც ჩანს ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია.

გამყარების მიზეზებიდან, ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტს მე-3 კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლი დამატებით ამყარებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში სებ-მა სავალუტო ბაზარზე 100 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ნოემბრისა და დეკემბრის სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, თუმცა სავარაუდოა, რომ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი ინტერვენციები კვლავ გრძელდება.

სამომავლოდ, თიბისი კაპიტალის აზრით, წმინდა სავალუტო შემოდინებები შესაძლოა გარკვეულწილად დანორმალიზდეს, თუმცა ეს ფაქტორი მაინც ლარის მხარდამჭერი ან სულ მცირე ნეიტრალური იქნება. უფრო დეტალურ განხილვას, თიბისი კაპიტალი მკითხველს შემდგომ პუბლიკაციებში შესთავაზებს, სადაც მიგრანტების შესაძლო გასვლის სცენარიც იქნება განხილული. აღსანიშნავია, რომ არსებული შეფასებით, ასეთ უფრო დაბალ ალბათურ განვითარებაშიც, საკმაოდ ბევრი დამაბალანსებელი ფაქტორი იკვეთება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

ShareShareTweet

Related Posts

„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
GEO

„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა

May 23, 2026
 საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
GEO

 საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე

May 22, 2026
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
GEO

თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება

May 22, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Afgan Sadigov says Azerbaijan bans him from leaving country

Baku-Tbilisi rail service resumes

Geostat: domestic visitor spending rises 13% in first quarter

Opposition Alliance to hold protest rally on Georgia’s Independence Day

King Charles III congratulates Mikheil Kavelashvili on Georgia’s Independence Day

Georgia marks independence day with nationwide ceremonies

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today