• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ახლო აღმოსავლეთის შეთანხმება: გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

by Georgia Today
June 16, 2026
in GEO
Reading Time: 3 mins read

რამდენიმეკვირიანი სპეკულაციების შემდეგ, აშშ და ირანი სამხედრო ოპერაციების ფორმალურად დასრულებაზე, ნაღმებისგან გაწმენდის შემდეგ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნაზეშეთანხმდნენ. ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, შვეიცარიაში გაიმართება.

თუმცა, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება. მაგალითად, მემორანდუმი არ მოიცავს შეთანხმებას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და სანაცვლოდ ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებებისთვისდამატებით 60-დღიან პერიოდს ითვალისწინებს. გაურკვეველია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადაში შეთანხმების მიუღწევლობას. ასევე ბუნდოვანია, როდის და რა პირობებით აღდგება საზღვაო გადაზიდვები, მოიხსნება თუ არა სანქციები და როგორ აისახება ეს შეთანხმება უფრო ფართო კონფლიქტზე, მათ შორის ლიბანთან დაკავშირებულ ვითარებაზე.

ჯერჯერობით, ბაზრების რეაქცია შეთანხმებაზე მოლოდინების შესაბამისი იყო: შემცირდა ნავთობის ფასი, საფონდო ბირჟის მერყეობა, აშშ-ის ობლიგაციების შემოსავლიანობა და დოლარის კურსი, ხოლო აქციებისა და ოქროსფასები გაიზარდა. დიახ, დეესკალაციის ფონზე ოქროს გაძვირება ახლა უკვე „პროგნოზირებადი“ რეაქციაა, რადგან უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ინფლაციასთანდაკავშირებულმა მღელვარებამ გადაფარა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები მოსალოდნელი იყო, მათი მასშტაბი გარკვეულ კითხვებს ბადებს. მაგალითად, ნავთობი, რომლის ფასზეც მიმდინარე მოვლენებსყველაზე მკვეთრი გავლენა აქვს, სამშაბათს დილისთვის დაახლოებით 4.5%-ითაა გაიაფებული, რაც წინა ეპიზოდებთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული ცვლილებაა. ჩვენი შეფასებით, ეს ორი ფაქტორით აიხსნება:

ა) კონფლიქტის დასრულება გლობალური ბაზრების მოლოდინებში დიდწილად უკვე ასახული იყო – მაგალითისათვის, მარტი-აპრილის პიკურ დონესთან შედარებით, ნავთობის ფასები ისედაც შემცირებული იყო. ინვესტორებისთვის გაურკვეველი მხოლოდ შეთანხმების დრო რჩებოდა. შესაბამისად, ბაზრების შედარებით ზომიერი რეაქცია ლოგიკურია, რადგან მოულოდნელი იყო არა შედეგი, არამედ მისი ზუსტი ვადა.

ბ) ბაზარი კვლავ ფრთხილად უყურებს იმ საკითხებს, რომლებიც მოუგვარებელი დარჩა. საბოლოო ჯამში, ეს არ არის საბოლოო შეთანხმება, არამედ შეთანხმება საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ესმნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ჯერ კიდევ გასარკვევია, დასრულდა თუ არა კონფლიქტი საბოლოოდ და შესრულდება თუ არა აღებული ვალდებულებები, მათ შორის გაიხსნება თუ არა ჰორმუზის სრუტე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინა პერიოდებში შეთანხმებები საკმაოდ მყიფე გამოდგა.

მსგავსი მიდგომა ვრცელდება ჩვენს პროგნოზებზეც. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, რომელიც 2026 წელს 7.4%-იან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, შედარებით ხანმოკლე კონფლიქტსა და დამატებითიმნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების არარსებობას მოიაზრებდა. შესაბამისად, თუ შეთანხმებული პირობები შენარჩუნდება და სხვა მიმართულებებითაც პროგრესი დაფიქსირდება, პროგნოზები არსებითად უცვლელი რჩება.

  • პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მთავარი კომპონენტი, სავარაუდოდ, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი იყო – ამას ესკალაციის შემდეგ ფასების გლობალურად ზრდამ შეუწყო ხელი, რაც საქონლის ექსპორტისადა ბიზნესსექტორის გამოშვების მონაცემებითაც დასტურდება. ამ მხრივ, კონფლიქტის მოგვარება სასაქონლო ფასებისთვის უარყოფითი ფაქტორია, თუმცა ამ დანაკლისს, დიდი ალბათობით, ტურიზმიდანშემოსავლების აღდგენა დააბალანსებს, ისევე როგორც გასულ თვეებში დააკომპენსირა ტურიზმის დანაკლისი სასაქონლო ექსპორტმა. მსგავსი დინამიკა უკვე შეინიშნება მაისში, როდესაც სტუმარმასპინძლობისსექტორში ზრდამ, წინა თვესთან შედარებით, შემცირებული საქონლის ექსპორტი დააბალანსა. ამავდროულად, უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, ივნისში ტურისტული შემოსავლების მხრივ, მაისთან შედარებით, ჯერჯერობით გარკვეული შენელება იკვეთება. ასევე საყურადღებო იქნება მიგრაციასთან დაკავშირებული პოტენციური შემოდინებები.
  • ჩვენი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც წლის ბოლოს ინფლაცია 6%-ს მიაღწევს, დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასს 80-85 აშშ დოლარის დიაპაზონში მოიაზრებს. ამჟამად ბრენტი დაახლოებით 82 დოლარადივაჭრება. თუ ფასი ესკალაციამდე არსებულ 72-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდება, ეს ინფლაციის პროგნოზის გარკვეულწილად შემცირების არგუმენტია. თუმცა, მოსალოდნელია, რომ სასუქების, ლითონების, სურსათისადა სხვა სასაქონლო ფასები, მიწოდების ფაქტორების გამო, თებერვლის დონეზე მაღლა დარჩება. ამასთან, მაშინაც კი, თუ წარმოების დანახარჯები შემცირდება, სამომხმარებლო ფასების სიხისტის გათვალისწინებით, ინფლაციაზე გავლენა მყისიერი არ იქნება.
  • ამ ეტაპზე კონფლიქტის მოსალოდნელი დასრულების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე შენარჩუნების ალბათობა იზრდება. აღსანიშნავია, რომ მაისში სეზონურადშესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყო. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია სასაქონლო პროდუქციის ფასების შესაძლო სიხისტე და ინფლაციურიმოლოდინები, რაც განაკვეთის 8.5%-მდე ზრდასაც არ გამორიცხავს.
  • ჩვენი შეფასებით, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბე ივნისშიც შენარჩუნდა, ხოლო ლარზე გამყარების კუთხით მოქმედი ფაქტორები უფრო გამოკვეთილი ხდება. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, წლისბოლოს აშშ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.60-2.65-ის ფარგლებში იქნება, რაც უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებებისა და რეზერვების დაგროვების შედარებით ნორმალიზებასაც ითვალისწინებს.

აშშ დოლარის კუთხით, უცვლელია მოსაზრება, რომ დოლარის გამყარების მხარდამჭერი ფაქტორები მეტწილად დროებითია, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სტრუქტურული გამოწვევები დომინირებს.დოლარის პოზიციების გლობალურ გამყარებას აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი მატება და საპროცენტო დიფერენციალის გაფართოება უწყობდა ხელს, რაც, თავის მხრივ, ინფლაციური მოლოდინების ზრდასადა ეკონომიკის სიძლიერის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების კუთხით მეტ მოქნილობას უკავშირდება. თუ ირანთან შეთანხმების ფონზე ეს მოლოდინები გადაიხედება, ესკალაციის შემდგომ დოლარისგამყარებული პოზიციებიც, სავარაუდოდ, შესუსტდება. აღსანიშნავია, რომ, 15 ივნისის მდგომარეობით, ბაზარი წლის ბოლოსთვის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთის უკვე უცვლელად შენარჩუნებას ელის, მაშინროდესაც, გასული კვირის ბოლოს, განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდას მცირედით მაღალი ალბათობა ჰქონდა.

აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ევრო კვლავ გამყარდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დოლართან მიმართებით ჯერ კიდევ წონასწარულზე სუსტი რჩება. რას ნიშნავს ესოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის კუთხით? შედარებით მეტი სესხის აღებას დოლარში, თუმცა მოკლევადიანი პოზიციების მიმართ კვლავ სიფრთხილის შენარჩუნებით: საბოლოო შეთანხმება ჯერ გაფორმებული არ არის დარიგ გეოპოლიტიკურ სცენარებში დოლარის მნიშვნელოვანი გამყარება კვლავ შესაძლებელია. კონკრეტულად რამდენად მეტი უნდა ვისესხოთ დოლარში? ინდივიდუალური, კომპანიაზე მორგებული შეფასება, რასაკვირველია, ყველაზე ზუსტია, თუმცა ორიენტირად მარტის „ერთგვერდიანი შეჯამება“ და მაისის „მკითხველის კომენტარებზე პასუხები“ გამოდგება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007554-macro-update-georgia

Tags: TBCTBC capital
ShareShareTweet

Related Posts

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
GEO

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

July 10, 2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
GEO

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

July 10, 2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
GEO

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

July 9, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

UNFPA: Georgia’s young people want families, but financial barriers delay parenthood

Silver coin of Byzantine emperor Justinian I discovered at Gonio-Apsaros

British war veteran faces up to 12 years in Georgian prison over painkillers, lawyers say

Ukraine Latest: Russia Presses Summer Offensive as Kyiv Expands Strikes on Fuel Infrastructure

EU launches European Cine Tour in Batumi

Human Rights Watch urges sanctions over crackdown on Georgian civil society

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today