• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

by Georgia Today
July 10, 2026
in GEO
Reading Time: 1 min read
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

„ასკანგელ ალიანსი“ საქართველოში ბენტონიტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ადგილობრივ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ყიდის. კომპანიის საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარეობს და აერთიანებს ბენტონიტისა და ცხოველების ჰიგიენური მოვლის შემავსებლების წარმოებას. ბენტონიტი მრავალფუნქციური ბუნებრივი მასალაა, რომლის მთავარი უპირატესობა მაღალი შთანთქმის უნარია, რაც მას სხვადასხვა ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან ნედლეულად აქცევს. შესაბამისად, ბენტონიტი აქტიურად გამოიყენება მეტალურგიაში, სამშენებლო და გარემოსდაცვით პროექტებში, ღვინის ფილტრაციასა და შინაური ცხოველების მოვლის პროდუქტების წარმოებაში.

პროექტში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 14 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, საიდანაც 2,5 მილიონ აშშ დოლარამდე თიბისის დაფინანსებაა.

გურიაში მოპოვებული ბენტონიტი, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ეს აძლევს კომპანიას შესაძლებლობას, კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო მწარმოებლებს და პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანოს. „ასკანგელ ალიანსის“ პროდუქცია იყიდება პოლონეთში, გერმანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.

„ასკანგელ ალიანსის“ ისტორია გურიაში 2016 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიამ ბენტონიტის გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო ააშენა. ქარხანა გერმანული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სხვადასხვა დანიშნულების ბენტონიტურ პროდუქტს აწარმოებს.

ბოლო პერიოდში კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კატის საპირფარეშოს შემავსებლების წარმოება გახდა. ბენტონიტის უნარი, შეიწოვოს დიდი რაოდენობით სითხე და წარმოქმნას მყარი გრანულები, მას ამ პროდუქტის წარმოებისთვის იდეალურ ნედლეულად აქცევს. სწორედ ამიტომ, 2025 წელს კომპანიამ ახალი საწარმო აამოქმედა და ბაზარზე საკუთარი ბრენდი — AskanaBent — წარადგინა.

„ასკანგელ ალიანსი“ წარმოების განვითარებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს – კომპანიაში 133 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივია.

თიბისი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორია და „ასკანგელ ალიანსთან“ დაარსების დღიდან თანამშრომლობს. სწორედ თიბისიმ დააფინანსა 2025 წელს საწარმოს რეაბილიტაცია, რომელიც გურიაში მოსული ძლიერი თოვლის შედეგად დაზიანდა. ბანკმა თანხა ახალი შენობისა და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად გამოყო.

საქართველოში წარმოების მხარდაჭერა თიბისისთვის პრიორიტეტულია. მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობით ბანკი ხელს უწყობს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და ექსპორტის გაძლიერებას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
GEO

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

July 10, 2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
GEO

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

July 9, 2026
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
GEO

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

July 9, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

UNFPA: Georgia’s young people want families, but financial barriers delay parenthood

Silver coin of Byzantine emperor Justinian I discovered at Gonio-Apsaros

British war veteran faces up to 12 years in Georgian prison over painkillers, lawyers say

Ukraine Latest: Russia Presses Summer Offensive as Kyiv Expands Strikes on Fuel Infrastructure

EU launches European Cine Tour in Batumi

Human Rights Watch urges sanctions over crackdown on Georgian civil society

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today