• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

The Economist: ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ მისი მთავრობა ყოყმანობს

by Erekle Poladishvili
April 27, 2022
in Analysis, GEO
Reading Time: 1min read
The Economist: ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ მისი მთავრობა ყოყმანობს

თუ ვინმე გრძნობს უკრაინის ტკივილს, უპირველესად – ქართველები. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში და ჩააყენა ჯარები თვით-გამოცხადებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამით მან ქვეყნის მეხუთედი დე-ფაქტო რუსული ოკუპაციის ქვეშ მოაქცია. თებერვალში, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში სოლიდარობის გამოსახატად. ბევრი შიშობს, რომ, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა ქართველები ხელახლა ამოიღოს მიზანში, რათა უკრაინაში განცდილი სირცხვილი ჩამოირეცხოს, ან “რათა გააგრძელოს ის ექსპანსია, რომელიც უკრაინაში დაიწყო, თუმცა ეს ომის შედეგებზეა დამოკიდებული” – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

გამოკითხვებმა ცხადჰყო, რომ მოსახლოების 60%-ს სურს, რომ ხელისუფლებამ მეტი გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად. ქართველებმა ათასობით უკრაინელი ლტოლვილი სიხარულით მიიღეს, ხოლო პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსებისადმი მეტად უხეში პოზიცია გამოავლინეს. ეროვნული ბანკი ავალდებულებს რუსებს, რომ საბანკო ანგარიშის გახსნის შემთხვევაში მოაწერონ ხელი განცხადებას, რომელიც გმობს “რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში”.

ამის მიუხედავად, ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები მეტად მდუმარეა. ქვეყანა არ შეუერთდა დასავლურ სანქციებს; პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებს დააზიანებდა. საქართველომ საზღვარზე არ შემოუშვა გავლენიანი რუსი ოპოზიციური ლიდერები და საკუთარი მოქალაქეების ნაწილს არ მისცა საშუალება, გამგზავრებულიყვნენ უკრაინაში საომრად. რუსეთისადმი ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება შეუმჩნეველი არ დარჩენილა მეორე მხარეს – უკრაინამ გაიწვია ელჩი. ამასობაში საქართველო არ მოხვედრილა რუსეთისთვის “არამეგობრული ქვეყნების სიაში”.

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” თავის გადაწყვეტილებებს სტრატეგიული სიფრთხილით ხსნის. ხელისუფლებაში მათი მოსვლიდან, 2012 წლიდან მოყოლებული ისინი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობენ. შემსუბუქდა შეზღუდვები მგზავრობაზე და გაიზარდა ვაჭრობის წილი. ამის შედეგია, რომ დღეს რუსეთი საქართველოს, რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია. როგორც “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, სანქციები რუსეთს მინიმალურ ზარალს მოუტანს, საქართველოს კი კატასტროფულად დააზიანებს და, მეტიც, შეიძლება ამან სამომავლო აგრესიისთვის ნიადაგიც მოამზადოს.

მაგრამ ამ ყველაფერს მაინც შეიძლება ნაწილობრივი ახსნა მოეძებნოს. ბიძინა ივანიშვილი, ჩრდილსუკან მდგომი ოლიგარქი, რომელმაც დააფუძნა “ქართული ოცნება” და მისი პირველი პრემიერ-მინისტრი იყო, წარმატებას რუსეთში მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა ფორმალური როლიც კი აღარ აქვს ამ პარტიაში და უარყოფს რუსულ გავლენებს, ეჭვები მაინც გამოითქმის. “ის რუსი ოლიგარქია, ის რუსეთიდან მოვიდა” – ამბობს კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. საკითხს კიდევ უფრო ართულებს “ქართული ოცნების” მიერ უკრაინის პოლიტიკაში გაძლიერებული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღიად გაცხადებული მტრობა. “ისინი სააკაშვილთან არსებულ პირად დაპირისპირებას საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში ურევენ”, ამბობს ბატონი კაკაჩია. ბატონი სააკაშვილი გასულ წელს, საქართველოში დაბრუნებისას დაიჭირეს.

ქალბატონი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და რომელსაც უმსახურია ფრანგ დიპლომატად, განსაკუთრებულად უჭერს მხარს უკრაინას. ამან ის, გარკვეულწილად, დააპირისპირა “ქართულ ოცნებას”, პარტიას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისას მის კანდიდატურას უჭერდა მხარს. ქალბატონი სალომე იმყოფებოდა ევროპაში, რათა კიდევ ერთხელ დაერწმუნებინა დასავლელი ლიდერები საქართველოს პრო-ევროპულ ორიენტაციაში. “ქართულმა ოცნებამ” კი ის პრეზიდენტის უფლებამოსილებათა გადაჭარბებაში დაადანაშაულა. პარტია პრეზიდენტს დამოუკიდებელი დიპლომატიური საქმიანობის წარმართვას ედავება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ პრეზიდენტის ვიზიტებმა შეუწყო ხელი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებას მოლდოვასთან ერთად, მარტის თვეში. “ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობათა ახალ ფანჯარას” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

უკრაინის საკითხზე ხელისუფლების სიფრთხილემ შესაძლოა საკითხები მეტად გაართულოს. დასავლურ მთავრობებს სწორედ საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ქმედებები აფიქრებთ – ამბობს ბატონი კაკაჩია. პასუხად, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის წარმომადგენელი ოლესია ვართანიანი აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე დიდ რისკსაც შეიცავს. თუ რუსეთი სამხედრო მოქმედებებს თავის საზღვრებზე გამართავს, საქართველოს დასავლეთისგან იარაღი და მხარდაჭერა დასჭირდება. “დავიტოვოთ იმედი, რომ ასეთ დროს არ გაჩდნება კითხვა, ვის მხარეს იქნება საქართველო”.

სტატია თარგმნა ერეკლე ფოლადიშვილმა

The Economist-ის ექსკლუზიური ლიცენზიანტი საქართველოში Georgia Today Group.
მალე!
“The World Ahead 2022” – The Economist-ის ყოველწლიური გამოცემა ქართულად. ინფორმაციისთვის მოგვწერეთ marketing@georgiatoday.ge

ShareShareTweet

Related Posts

თიბისიმ ფორუმს „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“ უმასპინძლა
GEO

თიბისიმ ფორუმს „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“ უმასპინძლა

July 1, 2022
A militant of the self-proclaimed Donetsk People's Republic (DNR) watches from a frontline position. By Alexander Ermochenko/ REUTERS
Newspaper

The Coming Storm or Losing Steam?

June 23, 2022
Image source: cryptopumpnews.com
Newspaper

For Abkhazia and South Ossetia, Security with Russia Equals Economic Troubles

June 23, 2022

Recommended

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 months ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 months ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 months ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Georgia, Ukraine and European Security in the Spotlight at the NATO Madrid Summit

PM: Our Government is Mobilized to Meet All Conditions Set by EU in a Timely Manner

Businessman Shalva Breus to Build Museum of Contemporary Art in Tbilisi

Ambassadors Respond to Tbilisi Pride Events, Urging Support for Freedom of Expression

Joint Statement by 3 Former GD MPs: We Must Equip Society with the Truth

Degnan: Work Done to Promote EU Candidacy will also Benefit Georgia’s NATO Membership

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today