• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

სიახლე  თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში  – სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის!

by Georgia Today
November 1, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
სიახლე  თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში  – სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის!

ბიზნესის პოპულარიზაციისთვისა და ბიზნესსექტორის განვითარების მიზნით 2016 წელს დაარსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. 2016 წლიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა 3000 კომპანიამ მიიღო. ორგანიზატორებმა კი ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და პროექტი რამდენიმე ახალი, მნიშვნელოვანი კომპონენტით გაამრავალფეროვნეს.

ერთ-ერთი განსაკუთრებული სიახლე წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილე კომპანიებისთვის იქნება ახალი, სპეციალური ჯილდო – გენდერული თანასწორობისთვის, რომელიც თიბისიმ პროექტის ერთ-ერთ პარტნიორთან – გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) ერთად დააწესა.

ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობისთვის თიბისი წლებია, აქტიურად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში დასაქმებულთა 70%-ზე მეტი ქალია. თიბისი ყოველწლიურად ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს  ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, პროფესიულ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, თუ გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

2021 წელს ავსტრიის განვითარების ბანკმა (OeEB) თიბისი საქართველოში ქალთა გაძლიერების მიმართულებით სამაგალითო კომპანიად დაასახელა.

იმავე წელს,  თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა.

2022 წელს თიბისი პირველი კერძო კომპანია გახდა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.თიბისი წლებია, აქტიურად თანამშრომლობს კომპანიებთან, რომელთა მიზანია ქალთა გაძლიერება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კი ტექნოლოგიებში. ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორიცაა:

პროგრამა 500 ქალი ტექნოლოგიებში, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო, Women Techmakers Georgia-ს მიერ ორგანიზებული კამპანია #ProgressNotPerfection.

წელს კი, თიბისისა და  UN Women-ის ერთობლივი გადაწყვეტილებისა და ძალისხმევის შედეგად, ქალთა გაძლიერების მიმართულება ბიზნესდაჯილდოების პროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლედ იქცა!

„გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გენდერული თანასწორობის მისაღწევად საქართველოში კერძო კომპანიების მობილიზება 2016 წლიდან დაიწყო. ქალთა გაძლიერების პრინციპები ის საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს ბიზნესებთან  და დღეისათვის მხოლოდ საქართველოში, ჯამში 151 კომპანია ამ პრინციპების ხელმომწერია. ამ კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების არსებობა, რომლებიც მათ მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს წაახალისებს და თანამშრომლებს მოტივაციას აუმაღლებს. თიბისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ასეთ მასშტაბურ პროექტს – ბიზნესდაჯილდოებას, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებითაც ვითანამშრომლოთ მათთან და ერთად დავგეგმეთ ახალი ინიციატივა – სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის. ეს ჯილდო გადაეცემა ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილე და გამარჯვებულ იმ კომპანიას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თანამშრომელი ქალების, ან ზოგადად – ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ – ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი, ელენე გაბელაია.

„ყველა კომპანიას, რომელიც მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, შეუძლია შემოიტანოს განაცხადი ბიზნესდაჯილდოების პროექტში, მონიშნოს აპლიკაციაში ეს კატეგორია და აღწეროს, რა აქვს გაკეთებული ამ მიმართულებით. განიხილება როგორც შიდა ორგანიზაციული, ასევე ზოგადად საზოგადოებაზე ორიენტირებული ინიციატივები, რომელთა მიზანიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. კრიტერიუმები გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად შევიმუშავეთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნესიდეისა თუ პროექტის მასშტაბურობა, პროგრესი და, რა თქმა უნდა, ბიზნესის მდგრადობა. მნიშვნელოვანია, ასევე, პროექტის ბენეფიციარების ჩართულობა იდეის განხორციელების პროცესში და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება თუ დანერგვა. ზოგადად კი, აუცილებელია, კომპანიებს გააზრებული ჰქონდეთ, რა მნიშვნელობა აქვს ქალთა გაძლიერებას, რა კონკრეტული ქმედებებია ამისთვის საჭირო, რა ბარიერები არსებობს და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ქალთა გაძლიერების პროცესს, რადგან კვლევებით დასტურდება ქალების აქტივობის როლი არა მხოლოდ ზოგადად საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით, არამედ ბიზნესში და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაშიც“ – ამბობს თიბისი ბანკის გარემოს დაცვის სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი.

ShareShareTweet

Related Posts

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადი იწყება
GEO

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადი იწყება

January 18, 2023
თიბისი Tech Meetups – წლის პირველი ტესტირების ავტომატიზაციის ჰაკათონი
GEO

თიბისი Tech Meetups – წლის პირველი ტესტირების ავტომატიზაციის ჰაკათონი

January 18, 2023
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინი
GEO

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინი

January 18, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

10 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

11 months ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

11 months ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

11 months ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Administration: President’s Words Being Systematically Distorted, Misleading Public

Eight Countries Join Tightened EU Sanctions against Russia

Kharkiv Mayor, Lviv Governor Send Thank-you Letter to Georgian FM

Carl Bildt: Refusal of Regime to Allow Saakashvili Proper Treatment Abroad Truly Shameful

Two Injured in Sagarejo Shooting Now Stable

Georgian President: I Don’t Welcome the Restoration of Flights to Russia!

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today