• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით თბილისში „ბასკინ რობინსი“ გაიხსნა

by Georgia Today
May 19, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით თბილისში „ბასკინ რობინსი“ გაიხსნა

თბილისში „ბასკინ რობინსის“ ორი ფილიალი გაიხსნა – ჭავჭავაძის გამზირზე #17-ში და სითი მოლში.  30 წლის შემდეგ, ყველასთვის ცნობილი ბრენდი „ბასკინ რობინსი“ საქართველოში 4 ახალი ობიექტით ბრუნდება. თბილისის მასშტაბით, მხოლოდ მაისის თვეში, „ბასკინ რობინსის“ კიდევ ორი ფილიალი გაიხსნება – თბილისი გალერიასა და ისთ ფოინთში. სამომავლოდ, კომპანიის გუნდი მინიმუმ 20 ობიექტის გახსნას გეგმავს თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში, რაც ნიშნავს 200-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და მომხმარებლისთვის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას.

„დღეიდან, ჩვენს მომხმარებლებს სითი მოლის ფილიალშიც შეუძლიათ ესტუმრონ და დააგემოვნონ საყვარელი პროდუქტი.  გვიხარია, რომ საქართველოში საერთაშორისო ბრენდის დაბრუნების შესაძლებლობა მოგვეცა. ზოგადად ნებისმიერი ბიზნეს წამოწყება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა  ვფიქრობ, საერთაშორისო ბრენდების საქართველოში შემოსვლა ორმაგად სასიხარულოა, რადგან ეს დადებითად მოქმედებს როგორც ეკონომიკაზე, ასევე ქვეყნის იმიჯზე,“ – ნოდარ ყანჩაველი, „ბასკინ რობინს“ საქართველოს თანადამფუძნებელი.

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, „ბასკინ რობინსმა“ საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები, კერძოდ, სპეციალური მაცივრები შეიძინა. ინვესტიციამ 100 000 ლარი შეადგინა.

„მოხარულები ვართ, რომ ხელს ვუწყობთ ასეთი ხარისხიანი და წარმატებული ბრენდის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში. ამით აღნიშნული პროექტი ჩვენი კომპანიის მრავალრიცხოვანი და წარმატებული სტარტაპ პროექტების სიაში ჩაეწერება. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა პანდემიის პერიოდში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და  მზად ვართ, მომავალშიც მხარი დავუჭიროთ ასეთ წამოწყებებს,“ – გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი” 1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. ნაყინების ინდუსტრიაში ის მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს და დღეისათვის, მსოფლიო მასშტაბით, 8000 კაფეს მოიცავს. ბრენდი ოპერირებს 50 ქვეყანაში, მათ შორის, უკვე საქართველოში.

თავდაპირველად „ბასკინ რობინსი“ 31 სახეობის ნაყინს სთავაზობდა მომხმარებელს, რაც მათ ლოგოშიც აისახებოდა. რიცხვი „31“ აღნიშნავდა შესაძლებლობას, მომხმარებელს თვის განმავლობაში, ყოველ დღე, ახალი გემო გაესინჯა.

დღეს კომპანიაში უკვე 1300-მდე სახეობის ნაყინი იწარმოება, მათ შორის ვეგანური. აღსანიშნავია, რომ „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტენს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.

ShareShareTweet

Related Posts

ადამიანების მენეჯმენტი | 360° – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის
GEO

ადამიანების მენეჯმენტი | 360° – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის

May 24, 2023
სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო
GEO

სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო

May 24, 2023
თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია
GEO

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია

May 24, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

8 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

1 year ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Gov’t report: The US positively evaluates Georgia’s compliance with the sanctions regime

3 activists detained near parliament on June 2 released

US Embassy: Lack of tolerance for dissent is inconsistent with the values of the Euro-Atlantic family

June 5 – World Environment Day

Zelensky: What’s happening in Belarus and Georgia is a big problem

Charles Michel: Future of Georgia is with EU family, but it’s up to authorities to take right decisions

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today