ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის უნიკალური შესაძლებლობა იქმნება შექმნან ტექნოლოგიური პროდუქტი ან სერვისი აშშ-ს ბაზრისთვის და ამისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დაფინანსება მიიღონ.
პროექტი ქართული ვენჩურული ფონდის და აქსელერატორის FUTURELAB-ის მიერ ხორციელდება, რომელიც ირაკლი ქაშიბაძის მიერ დაფუძნებული. ირაკლი ქაშიბაძემ 2014 წელს დააინიციირა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნა, ასევე მისი ინიციატივით გაეშვა სტარტაპების GITA-ს დაფინანსების საგრანტო პროგრამა სილიკონის ველის სპეციალისტების ჩართულობით.
ამჟამად კი კერძო სექტორიდან FUTURELAB-ი 50 ქართულ გუნდს აშშ ბაზრისთვის განკუთვილი ინოვაციური სტარტაპის იდეის ტესტირებაში და პირველადი პროტოტიპის დასამზადებაში დაეხმარება. ვენჩურული ფონდი და აქსელერატორი www.futurelab.ge თითო გუნდს ამ პროცესისთვის 10.000 ლარს გამოუყოფს შერჩევის შემთხვევაში.
დაფინანსების გარდა გუნდები შეძლებენ 3 თვიანი აქსელერაციის პროგრამის გავლას სპეციალისტებთან სილიკონის ველიდან, UC Berkeley-დან, Stanfod/StartX, სხვა.
გარდა დაფინანსებისა და საგანმანათლებლო პროგრამისა, გუნდები მიიღებენ წვდომას რეგიონალურ და გლობალურ ვენჩურულ ფონდებთან, ინდუსტრიულ პარტნიორებთან და კვლევით რესურსებთან.