• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

„კრისტალი“ და IFC უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბიზნესსაქმიანობის მხარდასაჭერად ახალ თანამშრომლობას იწყებენ

by mariam.mtivlishvili
April 15, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read
„კრისტალი“ და IFC უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბიზნესსაქმიანობის მხარდასაჭერად ახალ თანამშრომლობას იწყებენ

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოში მუდმივად ან ხანგრძლივად მცხოვრები უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირების ბიზნესსაქმიანობის მხარდასაჭერად ახალ თანამშრომლობას იწყებენ.

თანამშრომლობა უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების, ასევე, საკონსულტაციო და ბიზნესის მხარდამჭერი მომსახურებების შეთავაზებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს.

IFC-ის ექსპერტებმა „კრისტალის“ გუნდთან ერთად თბილისსა და ბათუმში უკრაინელ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები და ფოკუს-ჯგუფებთან დისკუსიები გამართეს, რაც მათი საჭიროებების შესწავლას, დაკრედიტების პროცესში არსებული ბარიერების იდენტიფიცირებას, აღმოფხვრასა და პროცესის გამარტივებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ პრაქტიკული გზით შეგროვებულ მიგნებებს დაეყრდნობა ის ინიციატივები, რომლებსაც მხარეები უკრაინელ იძულებით გადაადგილებულ პირებს ბიზნესის განვითარებისთვის შესთავაზებენ.

„კრისტალის დამფუძნებლებმა და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა,  აფხაზეთის ომის შემდეგ გავიარეთ ის გზა, რომლის გავლაც ბევრ უკრაინელს მოუწია. ძალიან კარგად გვესმის, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და რა როლს თამაშობს ის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში. სწორედ ეს იყო მთავარი მოტივაცია, რამაც გადაგვაწყვეტინა უკრაინელი მეწარმეებისთვის მხარი დაგვეჭირა და ამგვარი სერვისები შეგვეთავაზებინა,”- აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.

„მცირე ბიზნესის დაწყება უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის თვითდასაქმების და სხვებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობაა. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მათთვის სწორად შერჩეული პროდუქტები და სერვისები უმნიშვნელოვანესია მეწარმეობის ხელშეწყობისა და მასპინძელ ქვეყნებში მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ამიტომაც IFC „კრისტალის“ გუნდს ფინანსური ჩართულობის საკითხებში თავის გლობალურ გამოცდილებას უზიარებს,“ განაცხადა IFC-ის რეგიონალურმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.

აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ იძულებით გადაადგილებულ პირებს ბიზნეს და სტარტაპ სესხები შესთავაზა. პროდუქტები უკრაინის მოქალაქეებს ახალი საქმიანობის დაწყებასა და გაფართოება-განვითარებაში მხარდაჭერას ემსახურება. ამასთან, მათ ალტერნატიული ფინანსური პროდუქტით, ლიზინგით სარგებლობაც შეუძლიათ, რაც სხვადასხვა პროდუქტზე გამარტივებულ წვდომას მოიაზრებს. უკრაინიდან ლტოლვილ ქალებს კრისტალ კონსალტინგის“ სერვისების  — ბიზნესკონსულტაციებისა და მენტორობის მიღების საშუალებაც აქვთ.

სწორედ უკვე არსებულ გამოცდილებას დაეყრდნო IFC-სთან ახალი თანამშრომლობაც. პარტნიორობის ფარგლებში, უკვე არსებული პროდუქტებიც გაანალიზდება და უკრაინელი მომხმარებლების უკუკავშირისა და რეკომენდაციების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებებიც

განხორციელდება. შედეგად, ისინი კიდევ უფრო მეტი მსურველისთვის გახდება მიმზიდველი და ხელმისაწვდომი. სამომავლოდ კი საკონსულტაციო მიმართულების ოპტიმიზაციაც იგეგმება.

Tags: Crystal
ShareShareTweet

Related Posts

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი
GEO

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

January 12, 2026
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
GEO

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

December 25, 2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
GEO

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

December 24, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

8 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

CNN: Access to Elon Musk’s Starlink internet service becomes free in Iran

January 14 marks National Flag Day of Georgia

Iran says ready for war with US after Trump signals possible military action

Papuashvili: Sandu skeptical of Moldova’s independent EU accession, Georgia’s European path lies in sovereignty

Irakli Garibashvili placed in Rustavi prison

Garibashvili’s lawyer: $6.5 million confiscated, no testimony against others

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today