• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისიმ EBRD-ისგან, ფაქტორინგის პროდუქტით მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო

by Georgia Today
February 13, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისიმ EBRD-ისგან, ფაქტორინგის პროდუქტით მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო

თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან – EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო.

ეს პირველი შემთხვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-იმ ფაქტორინგის დაფინანსების რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა.

ფინანსური რესურსი თიბისის საშუალებას მისცემს, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხრიდან, ფაქტორინგის პროდუქტზე გაზარდოს წვდომა.

მოზიდული რესურსით დაფინანსდება შემდეგი სექტორები: სამომხმარებლო საქონლის დისტრიბუცია, სატრანსპორტო მომსახურება, სამშენებლო მასალების წარმოება და ვაჭრობა.

„ჩვენთვის, როგორც საქართველოში ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიებისთვის უწყვეტად შევქმნათ განვითარების ახალი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი შესაძლებლობაა ფაქტორინგის დაფინანსებისთვის EBRD-ისგან მოზიდული ფინანსური რესურსიც. ფაქტორინგით საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ  კომპანიებს ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში წარმატებით ვეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ქართული საბანკო სექტორისთვის შედარებით ახალია, 68%-იანი წილით, ბაზარზე ლიდერები ვართ. ის ფაქტი, რომ თიბისი პირველი ბანკია რეგიონში, რომელმაც EBRD-ისგან ამ მიმართულების დაფინანსებისთვის რესურსი ეროვნულ ვალუტაში მიიღო, კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც ჩვენს მოწინავე პოზიციას პროდუქტისა და ზოგადად ვაჭრობის დაფინანსების განვითარებაში, ისე EBRD-ის ნდობას ჩვენს მიმართ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 თიბისი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში, თიბისიმ, პროგრამის ფარგლებში, ჯამში 850 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის, 1000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია დააფინანსა, მათ შორის: ბათუმის გარე განათების ჩასანაცვლებლად, LED განათებისა იმპორტი და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების საქართველოდან სომხეთში ექსპორტი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის მთავარი მიზანი მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა და მათთვის, სხვადასხვა პროდუქტით, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებაა. პროგრამა აძლიერებს ადგილობრივ ბანკებს იმისთვის, რომ მათ კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი ვაჭრობის დაფინანსებას და რაც შეიძლება მეტ პარტნიორ ბიზნესს მისცენ ექსპორტსა და იმპორტში ჩართვის შესაძლებლობა.  EBRD-ის დღემდე საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ჯამში 289 პროექტი დაფინანსებული. EBRD-ის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ფინანსური და კერძო სექტორები, მდგრადი განვითარება და მომსახურების სფერო.

ShareShareTweet

Related Posts

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
GEO

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

July 24, 2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
GEO

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

July 24, 2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
GEO

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე

July 23, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Georgia regrets EU decision to sanction Kulevi oil terminal, seeks review

Chakhnashvili: EU measures on Kulevi are preventive, not sanctions

Russia bans dairy imports from Armenia

US imposes new tariffs on imports from 60 countries

EU sanctions Georgia-registered crypto firms in Russia package

EU gives Kulevi refinery six months before sanctions

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today