• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები

by Georgia Today
September 26, 2025
in GEO
Reading Time: 17 mins read

ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია, რომ აგვისტოში წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, ამავდროულად, შეინიშნება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდაც, მათ შორის დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის კუთხით. ეს, შარშანდელი პერიოდის მსგავსად, შესაძლოა, სენტიმენტების ფაქტორის გააქტიურებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, უფრო ნაკლები მასშტაბით. ამასთან, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის ჩარჩოს თანახმად, ლარი მცირედით, თუმცა კვლავ წონასწორულ დონეზე სუსტი რჩება, რაც ლარის გამყარების არგუმენტია. აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობით, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ლარი წლის განმავლობაში, დაახლოებით, არსებული დონის ფარგლებში შენარჩუნდება.

 

უფრო დეტალურად, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება, რომელიც ტურიზმიდან შემოსავლებს, საქონლით ვაჭრობასა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, აგვისტოში, სეზონურად შესწორების შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა. ამავდროულად, საქსტატის მიერ იმპორტის წარსული მონაცემების ზრდის მიმართულებით გადახედვის შედეგად, გარკვეულწილად შემცირდა მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასებაც, თუმცა ტენდენცია უცვლელია და შემოდინებები ლარის მხარდამჭერ ერთ–ერთ წამყვან ფაქტორად რჩება.

 

განმსაზღვრელი ფაქტორების კუთხით, აღსანიშნავია საქონლით ვაჭრობის დეფიციტის კლება. შემცირდა როგორც ექსპორტი (წლიურად 5.9%-ით), ასევე – იმპორტი (6.9%-ით). წინა თვეების მსგავსად, საქონლით ვაჭრობის დინამიკას დიდწილად ავტომანქანები განაპირობებდა. საყურადღებოა, რომ, მაისიდან გაუმჯობესების შემდეგ, აგვისტოში ავტომანქანებით ვაჭრობა კვლავ შენელდა, მათ შორის, უარყოფითი იყო ექსპორტის წლიური ზრდა, რაზედაც გასული წლის საბაზო ეფექტიც მოქმედებს.

 

რე–ექსპორტის შემცირების პარალელურად, მცირედით გაუმჯობესდა ადგილობრივი ექსპორტი, ძირითადად ფეროშენადნობების, სპილენძისა და ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტის შედეგად. ძვირფასი ლითონის მადნები მიმდინარე წელს ადგილობრივი ექსპორტის ზრდის წამყვანი კომპონენტია, რაც, მათ შორის, ოქროსა და სხვა ძვირფას ლითონებზე მსოფლიო ფასის მატებას უკავშირდება. საპირისპიროდ, ექსპორტის ზრდა უარყოფითი რჩება სხვა ტრადიციული პროდუქტების შემთხვევაში, როგორებიცაა ღვინო და, აგვისტოს გაუმჯობესების მიუხედავად, ფეროშენადნობები.

 

წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი კომპონენტია ფულადი გზავნილებიც, რომლებიც აგვისტოში წლიურად 12.5%-ით გაიზარდა. ამასთან, მართალია, ზრდა ძლიერი რჩება, თუმცა გასულ ორ თვეში ევროკავშირიდან და აშშ–დან გზავნილების ზრდის ტემპი შედარებით შენელებულია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ქვეყნების წვლილი გზავნილების ზრდაში კვლავ ყველაზე დიდია.

 

უახლესი ინდიკატორების თანახმად, აგვისტოს შემდეგ სექტემბერშიც ზრდას განაგრძობს არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზირებისთვის გამოიყენება. ამავდროულად, მიგრანტების კუთხით სურათი დიდწილად უცვლელია, ხოლო ჯამურად რეზიდენტებისა და არარეზიდენტების ხარჯვა, აგვისტოსთან შედარებით მცირედი შენელების მიუხედავად, სექტემბერშიც საკმაოდ ძლიერი რჩება.

 

დეპოზიტების კონვერტაციების კუთხით, დღიური მონაცემები სექტემბრის მეორე ნახევრიდან უცხოური ვალუტის დეპოზიტების, ლართან შედარებით, უფრო სწრაფ ზრდაზე მიუთითებს. როგორც თიბისი კაპიტალის ბოლო პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები, რომლებიც მიმდინარე წელს ლარის მხარდამჭერ ერთ–ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, სტრუქტურულ ჭრილში დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა სენტიმენტების ცვლილების მიმართ ძალზე მგრძნობიარეა. სენტიმენტების ფაქტორის შესაძლო გააქტიურებაზე მიუთითებს ივლისსა და, სავარაუდოდ, აგვისტოშიც შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მატებაც. ამავდროულად, გასული წლისგან განსხვავებით, ლარის დეპოზიტები არ შემცირებულა, უცხოური ვალუტის დეპოზიტების ჭარბი ზრდა კი შედარებით შეზღუდული მასშტაბისაა, რაც ლარის კურსის კუთხით მნიშვნელოვანი სხვაობაა. მთლიანობაში, მოსალოდნელია, რომ სებ–ის მხრიდან დოლარის შესყიდვის კუთხით სავალუტო ინტერვენციები სექტემბერში უკვე შედარებით მცირე მოცულობის, თუმცა მაინც დადებითი იქნება, უფრო მეტად თვის პირველი ნახევრის ხარჯზე. არსებული შეფასებით, წლის დასაწყისიდან სექტემბრის ჩათვლით სებ–მა დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი შეისყიდა.

 

სხვა უახლესი მონაცემების მხრივ, საქსტატმა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-დან 7.3%-მდე გაზარდა. შედეგად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა 8.4%-ია.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციების დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა
GEO

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციების დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა

September 26, 2025
დაბა ბედიანში ცოცვის პირველი ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
GEO

დაბა ბედიანში ცოცვის პირველი ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

September 26, 2025
Euromoney-მ თიბისი ბიზნესისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად  დაასახელა
GEO

Euromoney-მ თიბისი ბიზნესისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად  დაასახელა

September 25, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

5 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Kavelashvili at UNGA: global uncertainty demands pragmatic and results-oriented dialogue

Diplomatic Tensions Escalate Between Georgia and Western Allies Over Accusations and Ambassador Summons

Ukraine Latest: Trump Shifts Stance as Ukraine Resists Intensified Russian Strikes

Zelensky: Europe has already lost Georgia — it cannot afford to lose Moldova

Kobakhidze accuses EU, UK and German ambassadors of overstepping diplomatic boundaries

Tensions with western diplomats grow as UK and German ambassadors summoned by Georgia’s MFA

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today