ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან 270 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ...
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან 270 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ...
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების გამორიცხვით, მცირედით, თუმცა მაინც დადებითი იქნება. საყურადღებოა, რომ, ზედიზედ სამი კვარტალია, სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიში პროფიციტშია, მაშინ როდესაც ისტორიული მონაცემებით აქამდე აღნიშნული მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში წამყვან როლს მომსახურების ექსპორტის ზრდა ასრულებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორიდან. ასევე გამოსაყოფია, ერთი მხრივ, იმპორტის ზრდის ტემპის შენელება, ხოლო, მეორე მხრივ, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოსავლების მატება. რეინვესტიციების ჩათვლით, პროგნოზის თანახმად, მიმდინარე ანგარიშის ჯამური დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-ს მიაღწევს, რაც აგრეთვე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასული წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკური ზრდა შენელდა, რაც გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. რაც შეეხება 2026 წელს, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომი რჩება. კონფლიქტის დასრულების სცენარში საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხრივ მრავალი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით - რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის - გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება. ამდენად, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა საბაზო სცენარში, დაახლოებით, 4.5%-ს შეადგენს. ლარის კურსის კუთხით, 2025 წელს გამყარების მიმართულებით სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებდა: დოლარის გლობალური სისუსტე, გაზრდილი წმინდა სავალუტო შემოდინებები და ქვეყნის შიგნით უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის კლება, რაც დეპოზიტების ლარიზაციისა და სესხების დოლარიზაციის ზრდაში აისახა. ლარის მხარდამჭერი გარემოს ფონზე, სებ-მა გასულ წელს, ჩვენი შეფასებით, 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა. შედეგად, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 6.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა რეზერვებმა, ასევე ჩვენი შეფასებით - 3.2 მილიარდი აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ, თიბისი კაპიტალის წონასწორობის მოდელების თანახმად, 2025 წელს ლარი როგორც დოლართან, ასევე სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით ზედმეტად არის გაუფასურებული, რაც, ცალკე აღებული, ლარის გამყარების არგუმენტია. თუმცა საყურადღებოა, რომ ომის დასრულების სცენარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალუტო ნაკადების გარკვეულ რეორიენტაციას მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ფაქტორია. ამ სცენარში მოსალოდნელია სავალუტო კონვერტაციებიც, თუმცა, სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ლარის ჭარბი მერყეობის შეზღუდვას გულისხმობს. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2026 წელს ლარი მხოლოდ მცირედით გაუფასურდება. ინფლაციის მხრივ, ნოემბრიდან, პროგნოზის შესაბამისად, შემცირება გამოიკვეთა და დეკემბერში ფასების წლიურმა ზრდამ 4% შეადგინა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაცია გაიზრდება, მარტიდან კი, ნაწილობრივ საბაზო ეფექტების გათვალისწინებით, შენელებას განაგრძობს და წლის ბოლოს 3.5%-ს მიაღწევს. ამ კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც, რა თქმა უნდა, ინფლაციის პროგნოზზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. და ბოლოს, გვსურს მზარდი ინტერესის ფონზე მადლობა გადავუხადოთ კომპანიებს, რომლებიც უკვე აქტიურად იყენებენ თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიას. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩარჩოს მხოლოდ ერთ-ერთი მდგენელის - გაცვლითი კურსის წონასწორული შეფასებების - გამოყენებით, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა. ...
Driven by customer feedback, in-depth research, and the latest digital innovations, 2025 marked a new chapter in the development of ...
მომხმარებლის უკუკავშირის, კვლევისა და თანამედროვე ინოვაციების გათვალისწინებით, 2025 წელს, თიბისის მობაილბანკმა აპლიკაციის განვითარების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. მობაილბანკის განახლებით, მომხმარებლისთვის ...
As the New Year approaches, people hope for positive emotions—care, family warmth, and renewed optimism. For Giorgi Jalaghonia, who traveled ...
ახალ წელს ადამიანებს ბევრი დადებითი ემოციის მიღება გვინდა: ზრუნვის, ოჯახური სიმყუდროვის თუ იმედის. სამეგრელოში, მშობლებთან ჩასული გიორგი ჯალაღონიასთვის 2025 წლის ...
Georgia has many reasons for pride rooted in its history and culture, and one of its greatest distinctions is the ...
ქართველებს, ისტორიულად, ბევრი რამ გვაქვს რითაც ვამაყობთ და რაც გამოგვარჩევს სხვა ერების კულტურებისგან. მათ შორისაა ჩვენი ქართული ენა. როდესაც ქართულ ...
საერთაშორისო ავტორიტეტული სააგენტოს - S&P Global-ის მიხედვით, თიბისი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოწინავეა ევროპულ საბანკო სექტორში. ანალიტიკურ სტატიაში S&P Global-ი განიხილავს ...