Tag: TBC

გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგია: წარმატების მაგალითი საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორში

ბიზნეს სტრატეგიაში არსებობს წითელი და ლურჯი ოკეანეების ცნება. წითელი ოკეანე უკვე არსებულ, გაჯერებულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც კონკურენცია მაღალია, პოტენციურ მომხმარებელთა წრე კი - დიდწილად უცვლელი. საპირისპიროდ, ლურჯი ოკეანე ახალ სივრცეს მოიაზრებს, სადაც ინოვაციური პროდუქტი კონკურენტულ უპირატესობასა და, შესაბამისად, ახალ მოთხოვნას ქმნის. კომპანიათა აბსოლუტური უმრავლესობა წითელი ოკეანის გარემოში ოპერირებს, ლურჯი ოკეანე კი გაცილებით იშვიათია, თუმცა მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Netflix, IKEA ან სამგზავრო აპლიკაციები, რომელთაც ფუნდამენტურად ახალი პროდუქტი დანერგეს და მანამდე აუთვისებელ ბაზრებზე დამკვიდრდნენ.   საინტერესოა, რომ ლურჯი ოკეანის ერთგვარ მაგალითად საქართველოს კომერციული უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე არსებული ინოვაციური პროდუქტიც შეგვიძლია განვიხილოთ. დავიწყოთ იმით, თუ რა იქნებოდა ამ შემთხვევაში წითელი ოკეანის სტრატეგია. ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოში კომერციული (და საცხოვრებელი) უძრავი ქონების ბაზარზე ფასდადება ძირითადად აშშ დოლარშია. შესაბამისად, სტანდარტული მიდგომაც სწორედ გარიგების აშშ დოლარში დადებაა, როგორც ეს დღესდღეობით ხდება.   თუმცა არის თუ არა ფუნდამენტური ფასი მართლაც აშშ დოლარში? თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ პასუხი უარყოფითია. აშშ დოლარში გამოხატული ქირის ფასები მკვეთრი მერყეობით ხასიათდება - რაც გაცვლითი კურსის ეფექტით არის განპირობებული - ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ფუნდამენტური ფასი არა მხოლოდ აშშ დოლარში, არამედ ლარშიცაა, შესაძლოა უფრო მეტადაც კი. თუ ასეა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უძრავი ქონება ლარში უნდა გაქირავდეს? სწორედ აქ ერთვება საქმეში ახალი პროდუქტი.   პრაქტიკაში, გარიგების ვალუტასთან დაკავშირებით განსხვავებული პრეფერენცია არსებობს: დამქირავებელს, როგორც წესი, ლარი ურჩევნია, გამქირავებელს კი - აშშ დოლარი. შედეგად, გაცვლითი კურსის ცვლილების პარალელურად, ხშირად აუცილებელი ხდება აშშ დოლარში გამოხატული ქირის ფასი კორექტირება. ამის საპირისპიროდ, ინოვაციური პროდუქტი ფასდადების მოდელს სრულიად ცვლის, მოიაზრებს რა კომერციული უძრავი ქონების გაქირავებას ინფლაციასთან მიბმულ ლარში, რომელში გამოხატული ფასებიც, აშშ დოლარისგან განსხვავებით, ისტორიულად სტაბილურია.   ახალი პროდუქტი, ერთი მხრივ, დამქირავებლებს გაცვლითი კურსის ცვლილებისგან აზღვევს და პროგნოზირებადობას ზრდის, ხოლო, მეორე მხრივ, გამქირავებლებს მსყიდველობითი უნარის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, ფასის მრავალჯერადი ცვლილების გარეშე. ამავდროულად, პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა - რაც მას ლურჯი ოკეანის სტრატეგიად აქცევს - ისიცაა, რომ, ამ ყველაფერთან ერთად, ის უფრო მომგებიანიცაა. კონკრეტული მაჩვენებლები საანალიზო პერიოდზეა დამოკიდებული, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, 2005 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ინფლაციასთან მიბმულ ლარში გაქირავებით მიღებული შემოსავალი, აშშ დოლართან შედარებით, ჯამურად ორჯერ მეტი იქნებოდა.   კრიტიკულად განწყობილმა მკითხველმა, შესაძლოა, აღნიშნოს, რომ ინფლაციით ინდექსირებული ქირა ინოვაციას ნაკლებად წარმოადგენს, რადგან იგი, თუნდაც ევროპის მასშტაბით, უკვე ფართოდ გამოიყენება. ეს მართლაც ასეა, თუმცა ადგილობრივ კონტექსტში პროდუქტი ნამდვილად ინოვაციურია, რადგან დანარჩენი ბაზარი საქართველოში სრულად დოლარიზებულია. ამასთან, მართალია საუბარი სრულიად ახალ ბაზარზე არაა, არამედ პრინციპულად ახალ პროდუქტზე, დასკვნა უცვლელია: განსხვავებული სტრატეგია მრავალმხრივ უკეთესი შედეგისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ, რასაკვირველია, ბიზნეს გადაწყვეტილებებზე, ვალუტის გარდა, მრავალი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, თუმცა, მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების პოტენციალიდან გამომდინარე, ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.   თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. მკითხველისთვის ცნობილია, რომ თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა შემდგომ ნაბიჯებს აერთიანებს: •             კორპორატიული ფინანსების შესაბამისი მაჩვენებლების გამოყენებით, თუ რას ნიშნავს სავალუტო რისკისაგან დაზღვევა; •             როგორ უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის ციკლურობა და გაყიდვების ფასისმიერი ელასტიურობა; •             ასევე ხარჯები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები და ვალუტის კონვერტაციები; •             და გაცვლითი კურსების საპროგნოზო მაჩვენებლები.   ...

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

ბიზნესების საქმიანობის ხელშესაწყობად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2026 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, 5 ტრენინგი ...

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს და ანებივრებს მათზე მორგებული, მრავალფეროვანი შეთავაზებებით. თიბისის მომხმარებლებს მორიგი შეთავაზება 30 ...

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

მთავარია, გჯეროდეს - შენი მიზნების, საკუთარი შესაძლებლობების და იმისა, რომ განათლება სურვილებს რეალობად აქცევს. სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული თიბისი კამპუსი, ...

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და უკვე, 15 წელია ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია. წელს პირველად, 14 და 15 ...

Page 34 of 86 1 33 34 35 86

Don't Miss It

Popular News

Recommended