• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

QooQy Bakery – წარმატება უმოკლეს დროში!

by Georgia Today
September 29, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
QooQy Bakery – წარმატება უმოკლეს დროში!

საოცნებო იდეის რეალობად ქცევა წლებია, პროგრამა სტარტაპერის მთავარ ფუნქციად იქცა, რისი დასტურიც დღეისათვის უკვე წარმატებული უამრავი კომპანიაა, რომლებმაც საქმიანობა თიბისის ხელშეწყობით დაიწყეს და დღეს ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე წარმატებით განაგრძობს განვითარებას.

„ქუქი ბეიქერი“ წარმატების სწორედ ის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც სტარტაპერის მხარდაჭერით სულ ახლახანს, 2021 წლის ივლისში დაფუძნდა და მალე უკვე მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს.

რა არის ის, რითაც მიზანსწრაფული, მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული გუნდი რამდენიმე თვის თავზე  ბიზნესის წარმატებას ზომავს?

რა თქმა უნდა, უმოკლეს დროში შეძენილი ერთგული მომხმარებელი და უკუკავშირი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, გემრიელი და სურნელოვანი საკონდიტრომომხმარებლისგან  ყოველდღიურად იღებს. ეს ყველაფერი კი მკაფიოდ დასახული მიზნით, დეტალებში გაწერილი ბიზნეს-იდეით და სტარტაპერის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

„ქუქი ბეიქერს“ თბილისში არსებული სხვა საკონდიტრო-სახაბაზოებისგან, ხარისხთან ერთად, მრავალფეროვნება და სრულიად ახალი, ქართული რეალობისთვის აქამდე უცხო – ქუქის და ორცხობილების შერეული, არომატული, ჯანსაღი გემოები განასხვავებს. სამ ძირითად ხაზს შორის ქუქი-ორცხობილები საკონდიტროს მთავარი ხაზია.

„40-ზე მეტი სახეობის პროდუქციას პურ-ფუნთუშეულის, ნამცხვრეულ-ნუგბარის და ქუქი-ორცხობილების ხაზები აერთიანებს. ჩვენი მთავარი ნიშანი ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პროდუქციაა. ის, რითაც ჩვენ ბაზარზე არსებული ნიშა შევავსეთ, ქუქი-ორცხობილებია, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულით მზადდება. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი იტალია და საფრანგეთია, რომელთანაც პირდაპირი კონტაქტი გვაქვს. ის გვამარაგებს იმ ინგრედიენტებით, რომლებიც ჩვენს ქუქებს სრულიად განუმეორებელ არომატს სძენს“ – ამბობს „ქუქი ბეიქერის“ თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ ღვაბერიძე.

„ქუქი ბეიქერის“ ბესტსელერი –  მაგიური ქოქოსის ორცხობილა, ბრაუნი, საბავშვო ორცხობილები თხილის და ნუშის ფქვილით, ამერიკული ორცხობილები ფორთოხლით და შოკოლადით, ქუქი ბროდვეი, ქუქი ცეხვილი თაფლით, ნიგვზის ბარეტი, პიკოლო, ქუქი ქეიქი კარამელით, თხილის ამარეტი, ქუქი ცეხვილით  – ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც აღმასრულებელი შეფის – ნატა წერუაშვილის საავტორო და ტრადიციული რეცეპტებით  მზადდება და ტკბილეულის მოყვარულებს პირველივე გასინჯვით აჯადოებს.

განსაკუთრებულია პურ-ფუნთუშეულის ხაზიც. ცეხვილი ფქვილი პურეულშიც დომინირებს. ბუნებრივი საფუარზე გამომცხვარ პურ-ფუნთუშეულში გაწაფული მცხობელის, ბექა ჯაჭვაძის ხელწერა იცნობა. მრგვალი თუ აგურის პური; დიდი, ტოსტის, ჭვავის, დიაბეტური პურები; ბატონი, ბაგეტი, რუხი მარცვლოვანი პურები თუ პულიესე; ნაირგვარი კულიჩი თუ ტრადიციული და ქართული საკმაზით შეზავებული ბრეცელები – ის პროდუქტია, რომელშიც უმაღლესი ხარისხის ქართული ხორბლის ჯიშებია გადათამაშებული.

რა არის მთავარი ბიზნეს-წარმატებისთვის?

ნიკოლოზ ღვაბერიძისთვის ეს არის მიზანი და ამ მიზნისკენ სავალი გზა, რომელიც „ქუქი ბეიქერისთვის“ მომხმარებლის გულებზე გადის. სწორედ ამიტომ, გუნდი აპირებს, ნელნელა მოიცვას თბილისის ყველა უბანი, შემდეგ კი მთელი საქართველო და აქციოს ქუქი-ორცხობილების ჯანსაღი, ჰაეროვანი გემოები ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილად.

რეცეპტებს და პროდუქციის ჩამონათვალს ქუქი ბეიქერის საგანგებოდ შერჩეულ გუნდი ყოველდღიურად აფართოებს. მათთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზით საკონდიტროში მისვლას ვერ ახერხებს, „ქუქი ბეიქერი“ სულ მალე ადგილზე მიტანის მომსახურებას გეგმავს, მანამდე კი ამ მომსახურებას Glovo ითავსებს. მალე ამუშავდება ვებგვერდიც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ნაირგვარი სასუსნავის შერჩევას  და შეკვეთას შეძლებს. დაახლოებით ორ წელიწადში კი „ქუქი ბეიქერი“  თიბისის მხარდაჭერით თბილისში უკე ხუთ, ბათუმში კი ერთ ფილიალს გახსნის.

ShareShareTweet

Related Posts

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი
GEO

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი

March 13, 2023
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება
GEO

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება

March 13, 2023
თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო
GEO

თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

March 13, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

5 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

11 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

German FM: Some actors aren’t happy that some countries want to join EU, reforms are necessary

MP Khatia Dekanoidze names several reasons for leaving UNM

Extended meeting underway between FMs of Germany and Georgia

Minister of Foreign Affairs of Germany arrives in Georgia

Ukraine Latest: Ukraine Hit with Deadly Strikes; Zelensky Visits Troops on Bakhmut Frontline

Tbilisi Mayor: If this decision is made, we’ll welcome direct flights to Russia & visa-free travel

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today