• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ბოლო ოთხ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების გარეშე, დადებითია

by Georgia Today
July 15, 2026
in GEO
Reading Time: 2 mins read

პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მშპ-ის 0.1% შეადგინა (სეზონურად შესწორებამდე მშპ-ის 3.2%-ის დეფიციტი). ერთი მხრივ, დადებითი ბალანსი წინასამ კვარტალთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ პროფიციტი შენარჩუნდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, რაც, მათ შორის, მარტში ექსპორტის მხრიდან ტურიზმის დანაკლისისა და ნავთობის გაძვირებული იმპორტის დაბალანსებას უკავშირდება.

პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი იყო, ანუ უცხოურ ვალუტაში რეზიდენტების შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა. მიმდინარე ანგარიშისწორედ ამ ბალანსს ასახავს – ქვეყანა მეტ შემოსავალს იღებს თუ მეტს ხარჯავს დანარჩენ მსოფლიოსთან საგარეო ვაჭრობისა და ფულადი ნაკადების (მათ შორის, ფულადი გზავნილები, შრომის ანაზღაურება, დივიდენდები, რეინვესტიცია, საპროცენტოხარჯები)  ჭრილში. სარკისებური პრინციპით, ფინანსური ანგარიში მიუთითებს, თუ როგორ დაიხარჯა პროფიციტი საზღვარგარეთ ან როგორ დაფინანსდა დეფიციტი საზღვარგარეთიდან (მაგალითად, პირდაპირი ან პორტფელური ინვესტიციების გზით).

2025 წლამდე მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული პროფიციტი მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში ფიქსირდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე. 2025 წლის მეორე კვარტლიდან კი ეს ბალანსი, ზედიზედ ოთხიკვარტალია, დადებითია და ამ პერიოდში მშპ-ის 1%-ს შეადგენს, რაც ისტორიული მონაცემების ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული გასული ერთ წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსისა და სავალუტო რეზერვების ზრდისერთ-ერთ ძირითად მხარდამჭერ ფაქტორს წარმოადგენს.

რა განსაზღვრავს საგარეო ბალანსს? ბოლო ოთხ კვარტალში, სავალუტო შემოდინებების მხრივ, ყველაზე მსხვილი კომპონენტები საქონლის ექსპორტი (მშპ-ის 26.4%), ტურიზმიდან შემოსავლები (12.3%), წმინდა ფულადი გზავნილები (10.9%) დაინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტი (3.8%) იყო. გასავლების კუთხით, ყველაზე მსხვილი ნაკადი კვლავ საქონლის იმპორტია (44.1%), ხოლო დივიდენდებსა და საპროცენტო ხარჯებზე ერთობლივად მშპ-ის 4.5% მოდიოდა. საერთო ჯამში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიმდინარე ანგარიში რეინვესტირებული შემოსავლების გამოკლებით პროფიციტშია, მისი ჩათვლით (მშპ-ის 2.9%) კი დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ 2026 წლის პირველ კვარტალს, სეზონური ფაქტორების გამორიცხვამდე, მიმდინარე ანგარიშის ბალანსში 298 მილიონი აშშ დოლარის დეფიციტი ფიქსირდებოდა. ამასთან, დეფიციტი გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით271 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 48%-ით არის შემცირებული. საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას, ისევე როგორც 2025 წელს, მეტწილად ICT სექტორის მომსახურების ექსპორტი განაპირობებდა, რომელიც წლიურად 167 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. დამატებით 190 მილიონი აშშ დოლარის ზრდა მოდიოდა ფულადი გზავნილების მატებაზე, გადახდილი დივიდენდების შემცირებაზე, საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებასა და უცხოეთში დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე. საპირისპიროდ, 84 მილიონი აშშ დოლარით გაუარესდა ტრანსპორტირების მომსახურების წმინდა ექსპორტი, სატვირთო გადაზიდვების მომსახურების როგორც ექსპორტის კლების, ასევე იმპორტის ზრდის ფონზე.

ფინანსური ანგარიშის მხრივ, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, პირველ კვარტალში 110 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და, წინა წლების დინამიკის მსგავსად, შედარებით დაბალ ნიშნულზე რჩება.

პორტფელური ინვესტიციებიდან წმინდა შემოდინებებმა 452 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, საიდანაც 265 მილიონი აშშ დოლარი რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების რეალიზაციაზე მოდიოდა – ძირითადად, სავალო ფასიანი ქაღალდების გაყიდვისშედეგად – ხოლო 187 მილიონი აშშ დოლარი – საზღვარგარეთიდან მოზიდულ ახალ სახსრებზე. ამ ფონზე, საქართველოს რეზიდენტების მფლობელობაში არსებული უცხოური პორტფელური აქტივების მოცულობა, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნადგაიზარდა, მარტის მდგომარეობით, 2025 წლის ბოლოსთან შედარებით, 4.5%-ით შემცირდა 4.6 მილიარდ აშშ დოლარამდე, რაც მშპ-ის 11.7%-ია.

ამავდროულად, ქვეყანამ 137 მილიონი აშშ დოლარით მეტი საგარეო ვალი დაფარა, ვიდრე აიღო, რაც გასული წლის დინამიკასთან თანხვედრაშია. მათ შორის, მთავრობის ვალის წმინდა კლებაზე 73 მილიონი აშშ დოლარი მოდიოდა.

ჯამურად, ვინაიდან ერთობლივი შემოდინებები გასავლებს აღემატებოდა, მთლიანი სავალუტო რეზერვები პირველ კვარტალში 148 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. უახლესი მონაცემებით, ზრდა მეორე კვარტალში კიდევ უფრო დაჩქარდა, რაცსავალუტო ბაზარზე ბოლო თვეებში არსებულ სიჭარბეს უკავშირდება. ივნისის მდგომარეობით, მთლიანმა რეზერვებმა 7.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 800 მილიონი აშშ დოლარით მეტია. ამავე პერიოდში წმინდასავალუტო რეზერვებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნასესხობის სპეციალური უფლების გარეშე (469 მილიონი აშშ დოლარი), ჩვენი შეფასებით, 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გაზრდილი წმინდა სავალუტო შემოდინებების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მეორე კვარტალში დამატებით გაუმჯობესდა. წლის მეორე ნახევარში საბაზო სცენარი კვლავ სავალუტო შემოდინებებისშედარებით ნორმალიზებას მოიაზრებს, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ხელახალი ესკალაციის ფონზე გაურკვევლობის დონე კვლავ გაზრდილია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.5% იქნება, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით კი პროფიციტი, დაახლოებით, 1%-ს მიაღწევს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007587-macro-update-georgia

Tags: TBCTBC capitalTBC Capital report
ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

July 16, 2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
GEO

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

July 15, 2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
GEO

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

July 14, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Kobakhidze: Five revolution attempts in four years amount to political terror

Georgia, Turkmenistan discuss TRACECA corridor cooperation

Tbilisi City Hall: Attempt to occupy 40 hectares of land prevented

Bochorishvili: Georgia has faced coordinated campaigns against state institutions

Armenian court places opposition leader Tsarukyan’s cement company under state management

Italian architects urge Tbilisi to save Rike Tubes

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today