• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

McDonald’s დადიანზე – თბილისში კიდევ ერთი რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა

by Mariam Razmadze
January 15, 2026
in Business & Economy, GEO
Reading Time: 1 min read
McDonald’s დადიანზე  – თბილისში კიდევ ერთი რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა

McDonald’s საქართველო ქსელის გაფართოებას აგრძელებს და თბილისში, დადიანზე, ახალი რესტორანი გახსნა. თბილისის მასშტაბით 21-ე, ხოლო საქართველოში რიგით 28-ე რესტორანი, ცოტნე დადიანის #100-ში მდებარეობს.

ყოველი ახალი McDonald’s-ის რესტორნის გახსნა ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტერიტორიული ხელმისაწვდომობის ზრდას, მომსახურების დროის ოპტიმიზაციასა და მომხმარებლებისთვის უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილების შეთავაზებას. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების, ასევე ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის მიმართულებით.

ახალი რესტორნის გახსნის ღონისძიება ტრადიციულად პოზიტიური ემოციებით აღინიშნა. სივრცეში მკაფიოდ იგრძნობოდა ის ღირებულებები, რომლებიც McDonald’s-ის ბრენდთან ასოცირდება — სიხარული, მეტი ღიმილი და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომა. სწორედ McDonald’s საქართველოს მიზანია შექმნას გარემო, სადაც თითოეულ სტუმარს თანაბრად ხვდება კომფორტი, მეგობრული ატმოსფერო და მომსახურების მაღალი სტანდარტი — ის გამოცდილება, რომელიც McDonald’s-ის რესტორნებს ყოველთვის ახასიათებს.

“ 1996 წელს, როდესაც საქართველოში პირველი McDonald’s-ის შემოყვანაზე მოლაპარაკებებს ვმართავდი გლობალურ მაკდონალდსთან, ვერც კი წარმოვიდგენდი, რა შედეგებს მივაღწევდით, რამდენი რესტორანი იქნებოდა და რა მასშტაბის როლს შეასრულებდა ეს ბრენდი ქვეყნის ეკონომიკაში, ბიზნესში, ტექნოლოგიებში და განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმებასა და განათლებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალი. ჩვენი სისტემა უბრალოდ მორგებული კი არ არის ადამიანის საჭიროებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გაუმჯობესებულია იმ სტანდარტებთან შედარებით, რაც მსოფლიოში არსებობს. McDonald’s საქართველო დღეს McDonald’s-ის გლობალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბაზრად ითვლება. ორი წლის წინ, ორლანდოში, მსოფლიოს საუკეთესო 1%-ში მოვხვდით მომსახურებისა და ხარისხის მიხედვით, ეს უკვე მეტყველებს ჩვენს ხარისხზე.” აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია. 

რესტორანში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია McCafe, ასევე MOP – მობილურის შეკვეთის სერვისი, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს შეკვეთა წინასწარ დაგეგმონ და სწრაფად მიიღონ. აღნიშნული სერვისები ხაზს უსვამს, რომ ახალი რესტორანი სრულად არის ორიენტირებული ოპერაციულ ეფექტიანობაზე, მომსახურების სისწრაფესა და ხარისხის უწყვეტ უზრუნველყოფაზე. ის, რაც უნდა იცოდეს McDonald’s-ის ერთგულმა მომხმარებლებმა, აპლიკაციაში 18 იანვრამდე, მხოლოდ დადიანის რესტორანში ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური შეთავაზებები.

რესტორნის გახსნის ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდა. გახსნის დღეს McDonald’s-მა უმასპინძლა ორგანიზაცია „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს,  რომელთა სურვილებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა გაზიარებული. ბავშვებისთვის ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა, მათ სურვილები სწორედ რესტორნის სივრცეში, უშუალოდ გახსნის ღონისძიების ფარგლებში აუსრულდათ და საჩუქრები პირადად გადაეცათ. ბავშვებზე ზრუნვა და მათი სიხარულის გაზიარება McDonald’s-ის გუნდისგან, ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია. მსგავსი ინიციატივები კომპანიისთვის მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა არ არის. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვა, რომლის მიზანიც არის ბავშვებისთვის პოზიტიური ემოციების შექმნა, მათზე ზრუნვა და იმ მცირე სურვილების რეალობად ქცევა, რომლებიც მათთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს.

Tags: McCafeMcDonald’s საქართველო
ShareShareTweet

Related Posts

Hunnewell Cement to invest USD 70 mln in production expansion in Georgia
Business & Economy

Hunnewell Cement to invest USD 70 mln in production expansion in Georgia

May 15, 2026
Georgia moves to increase fees for fast-track recognition of construction violations
Business & Economy

Georgia to tighten construction procurement rules, boost price indexation

May 15, 2026
Georgia apple exports up 32% in value in first four months of 2026
Business & Economy

Georgia apple exports up 32% in value in first four months of 2026

May 15, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Guria to host EU-supported ‘GREEN Guria’ festival

Council of Europe backs next step toward special tribunal to try Russian leadership over war in Ukraine

Bochorishvili at Council of Europe: ‘Support for Georgians, rejection of elected government is hypocrisy’

More than 43,000 register for Unified National Exams in Georgia

Food Agency fines Libre, suspends operations after violations in Tbilisi store

Georgia to tighten construction procurement rules, boost price indexation

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today