სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის წამყვანს, მრავალფუნქციურ სასტუმროების ოპერატორს, Kerten Hospitality-ს სტუმართმასპინძლობის დარგში ინოვაციის, მდგრადი განვითარებისა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარების ჯილდო მიენიჭა. გაერთაინებული სამეფოს ჟურნალმა „ბრენდი“, მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემელმა, ორგანიზაცია დააჯილდოვა როგორც: ინოვაციური სასტუმროების ოპერატორი ჯგუფი – ახლო აღმოსავლეთში 2021. აღნიშნული ყოველწლიური ჯილდო, ინდუსტრიის ლიდერებს შორის ყველაზე გამორჩეული სერვისისა და უნიკალური ხედვის მქონე ორგანიზაციებს ენიჭებათ.
საქართველოში, ჯგუფი „ლაიფსთაილ“ კონცეპციის სასტუმროს ხსნის, რომლის მიზნია “The House Hotel Old Tbilisi “ აქციოს ქალაქის ხელოვნების და კულინარიულ ცენტრად, სასტუმრო გამორჩეული იქნება ადგილობრივი ისტორიებითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით.
Kerten Hospitality – ის ბრენდისა და მარკეტინგის დირექტორის და ჯგუფის საზოგადოებრივი განვითარების ხელმძღვანელის ენტონი დუცეტის ხელმძღვანელობით და სასტუმროს მფლობელის ჯემალ ინაიშვილთან მხარდაჭერით, რომელიც ასევე თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კოლექციონერია ქვეყანაში, ჯგუფმა ადგილობრივ საზოგადოებაში უკვე დაიმკვიდრა ადგილი და მჭიდრო ურთიერთობები განავითარა.
ჯგუფის ეთოსთან ერთად, მჭიდროდ ითანამშრომლოს და გააძლიეროს ადგილობრივი მეწარმეობა, მხარი დაუჭიროს სამეზობლო ღირებულებების ჯაჭვის შეაქმნა, რომელიც თავისმხრივ აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებებს, “Kerten Hospitality”-ს წარმატების საწინდარი სტუმრების, ისევე როგორც ადგილობრივების ერთმანეთთან დაკავშირება და მათთვის დაუვიწყარი შეგრძნებების შექმნაა.
გამჭრიახ მფლობელთან ერთად, Kerten Hospitality საქართველოში 3 უნიკალური მიზნობრივი დანიშნულების ადგილს ქმნის.
მაგალითად, „The House Hotel Old Tbilisi“ თითოეულ ოთახი მოხატულია თანამედროვე ქართველი ხელოვანის, მუსია ქებურიას მიერ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ თითოეულ კედელზე წარმოდგენილი განსხვავებული პერსონაჟი ისტორიას, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ. სასტუმროში ასევე შეხვდებით სრულიად თანამედროვე რესტორნის კონფეცფიას რომელიც, ქალაქის სტუმრებს თუ ადგილობრივებს საშუალებას მიცემს აღმოაჩინონ ახალი გემოები.
ეს არის პირველი მრავალფუნქციური პროექტი, რომელსაც მომავალში კიდევ 2 მნიშვენლოვანი პროექტი მოჰყვება:
“The House Hotel Kvareli” რომელიც მდებარებს კახეთში და “Ouspace Vake” მრავალფუნქციური პროექტი თბილისის ბიზნეს ცენტრ ვაკეში.
“The House Hotel Kvareli” კურორტი ყვარლის მამულის ნაწილია, რომელიც უნიკალურ დესტინაციას წარმოადგენს. ჯგუფი მიზნად ისახავს ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული შემოქმედებითი საზოგადოების მოზიდვასა, მის გაძლიერებას, შემოქმედებითი თანამშრომლობის შთაგონებას, განმეორებითი ვიზიტების წახალისებას.
გამორჩეული მახასიათებლები: მიმდებარე ვენახი, ეკო-ფერმა და მთელი წლის განმავლობაში ხელოვნებაზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც სტუმრებს შორის ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს. „ყვარლის მამულების“ ტერიტოიაზე ასევე შეხვდებით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს და გალერეას, რომლის დაგეგმარებასა და კონცეპციის ჩამოყალიბებაშო მონაწილებას იღებენ “Louvre”-აბუ დაბის შემქნელები.
თვალწარმტაცმა ადგილმდებარეობამ და ტერიტორიაზე რამდენიმე პროფილის შენობების არსებობამ, თავისი გავლენა იქონოა, როგორც შენობების არქიტექტურაზე ასევე მის ინტერიერის დიზაინზე. მინუმალისტური მაგრამ ამავდროულად დახვეწილი დიზაინის შერწყმით, საერთო გამოყენების სივრეცცების მრავალფუნქციურობით, ბუნებრივი მასალების სიმრავლით, სიფრთხილით შერჩეული დეტალებით და ავეჯით სადაც განათება აქცენტირებულია სივრცის შეგრძნებაზე – ყვარლის მამულები იქნება ერთ-ერთი გამორჩეული დესტინაცია რეგიონში.
ხელოვნების, მეწარმეობისა და იმერსიული ღონისძიებების ირგვლივ შექმნილი ეკოსისტემა, რომელიც ყველა პროექტში ადაპტირებულია ადგილობრივ გარემოსთან წარმოდგენილია „Ouspace Vake“-ში – Kerten Hospitality-ის სოციალური ჰაბის კონცეფცში, გახსნის შემდეგ ( 2023 წელი) ქალქში საერთო გამოყენების საოფისე სივრცის ბაზარი შეიცვლება.
„The Global Brand Awards“-ის ღონისძიებაზე, Kerten Hospitality-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარლოეს კნიპენბერგმა განაცხადა: „მოხარულები ვართ, რომ სტუმართმოყვარეობის დარგში წამყვან მოთამაშედ გვაღიარეს.
ამ მომენტისთვის 35-ზე მეტ დესცტინაციას ვაშენებთ, რომლებიც ორიენტირებულია: მდგრად განვითარებაზე, ადგილობრივ საზოგადოებაზე, ადგილობრივი მეწარმეობის გაძლიერებაზე, საიმედო სტუმართმასპინძლობაზე, ESG-ზე სტანდარტების დანერგვაზე, გართობაზე, ადგილობრივი-საერთაშორისო მოგზაურების და ჩვენი მესაკუთრეების ერთმანეთთან დაკავშირებაზე. ჩვენი პარტნიორი ბიზნესმენები, კარგად იცნობენ ადგილობრივ ბაზარს, აქვთ მოგზაურობის დიდი გამოცდილება, არიან წარმატებულები თავიანთ სფეროში. მათი მათვარი მიზანია მუდმივად ცვალებად სამყაროში, მაღალ შემოსავლიანი გრძელვადიანი ინვესტიციებით, დიდი ცვლილების ნაწილი გახდნენ და აალპარაკონ თავიანთი ქალაქები.
კნიპენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ „ახლახანს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე ხელშეკრულებას და დავიწყეთ ჩვენთვის ახალი ბაზრის ათვისება, როგორებიც არის: არაბთა გაერთიანებული საემიროები, იტალია, მაროკო. ეგვიპტე, ქუვეითი, საქართველო. ჩვენი შემდეგი პროექტი 2022 წელს გაიხსნება რასაც მოყვება 2023 წელს კიდევ 10 პროექტი დასრულება! ჩვენი განსაკუთრებული ზრდისთვის, მადლობას ვუხდით გამჭრიახ მფლობელებს, რომლებმაც ხელგაშლით მიგვიღეს და ეს საერთაშორისო გამარჯვება გვსურს მათთან ერთად გავიზიაროთ.“
Kerten Hospitality -ს გამარჯვების შესახებ, საერთაშორისო ჟურნალმა „ბრენდსმა„ დაწერა: “თქვენი კომპანია ძალიან კონკურენტუნარიან კანდიდატებს შორის შეირჩა, თითოეულმა მათგანმა განვითარებადი სტუმართმასპინძლობის სექტორის მიმართ, უნიკალური და გამორჩეული მომსახურების დონე აჩვენა. Kerten Hospitality -ს აღნიშნული ჯილდო ინოვაციების, მდგრადი განვითარებისა და მომსახურების უმაღლესი დონის წარმოჩენისთვის მიენიჭა.”
„The Global Brand Awards“-ი შეიქმანა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების წახალისების და მათ მიერ შექმნილი მაღალი ხარისხის პროდუქტის თუ სერვისების დაფასების, მიზნით.