• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი – „კარიერული განვითარების ბანაკი 2026“ იწყება

by Georgia Today
May 1, 2026
in GEO
Reading Time: 1 min read
ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი – „კარიერული განვითარების ბანაკი 2026“ იწყება

მომავალი პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც აბიტურიენტებს უწევთ. სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად, ალტე უნივერსიტეტი იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს – „კარიერული განვითარების ბანაკს“, რომელიც 8-10 მაისს ბაქსვუდის სკოლის წყნეთის კამპუსში ჩატარდება.

პროექტი განკუთვნილია XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს მათთვის თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიების გაცნობას, კარიერული დაგეგმვის უნარების განვითარებას და საკუთარი ინტერესების უკეთ გააზრებას.

კარიერული განვითარების ბანაკი არის სამდღიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს არა მხოლოდ სხვადასხვა პროფესიის შესახებ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას – გარემოში, სადაც პროფესიული ორიენტაცია, თვითშემეცნება და განვითარება ერთიან პროცესად იქცევა.

 

რას სთავაზობს წლევანდელი ბანაკი მონაწილეებს

კარიერული განვითარების ბანაკი მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან და დინამიკურ პროგრამას, რომელიც აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო, ისე – სახალისო და ინტერაქციულ გამოცდილებებს:

  • პროფესიული ორიენტაციის ვორკშოპები;
  • შეხვედრები უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, დეკანებთან და პროგრამების ხელმძღვანელებთან;
  • კარიერული განვითარების ტრენინგები;
  • ინტერაქციული აქტივობები და სახალისო თამაშები;
  • პიროვნული განვითარების სესიები – კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლები, გუნდური მუშაობა;
  • ახალი მეგობრები, კავშირები და გამოცდილებები, რომლებიც მონაწილეებს დიდხანს გაჰყვებათ.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ 1000-ლარიანი სასწავლო გრანტი ალტე უნივერსიტეტისგან.

ბანაკი ტრადიციულად ბაქსვუდის სკოლის წყნეთის კამპუსში გაიმართება – გარემოში, რომელიც აერთიანებს სწავლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, ბუნებას და აქტიურ საგანმანათლებლო ატმოსფეროს.

ეს არის სივრცე, სადაც სწავლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექციებით – აქ იქმნება გამოცდილება, ემოცია და ადამიანური კავშირები, რომლებიც მონაწილეებს დიდი ხნით რჩებათ.

რატომ არის ეს ბანაკი მნიშვნელოვანი

ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ბანაკი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა – ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები პირველად იწყებენ საკუთარ მომავალზე გაცნობიერებულად ფიქრს.

როგორც ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილი აღნიშნავს:

„დღეს ახალგაზრდებისთვის პროფესიის არჩევა ბევრად უფრო რთულია, რადგან შესაძლებლობებიც და არჩევანიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. კარიერული განვითარების ბანაკი სწორედ ის სივრცეა, სადაც აბიტურიენტებს შეუძლიათ, საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე დაფიქრება, სხვადასხვა სფეროს გაცნობა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ისინი მარტო არ იყვნენ და ჰქონდეთ მხარდაჭერა, რომელიც მათ სწორი კარიერული გზების პოვნაში დაეხმარებათ“.

ვისთვის არის კარიერული განვითარების ბანაკი

ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, რომლებიც ინტერესდებიან:

  • პროფესიული გზის გააზრებით;
  • საკუთარი ინტერესებისა და უნარების აღმოჩენით;
  • სხვადასხვა სფეროში არსებული შესაძლებლობების გაცნობით.

 

როგორ მიიღებ მონაწილეობას

ბანაკზე რეგისტრაცია 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ბმულს: https://shorturl.at/OYDhM

ShareShareTweet

Related Posts

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
GEO

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

July 28, 2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
GEO

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

July 27, 2026
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
GEO

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

July 27, 2026

Recommended

Nauru ends diplomatic relations with Abkhazia, Tskhinvali region

Nauru ends diplomatic relations with Abkhazia, Tskhinvali region

3 hours ago
Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Russia destroys 39,200 Armenian roses seized at Belarus border

Russia charges Telegram founder Durov with facilitating terrorism

Culture Minister Tinatin Rukhadze resigns citing health reasons

Duchenne patient Beka Shonia appeals for vital services in court

Georgia’s vodka exports to Russia hit record high in H1 2026

Government transfers Tskaltubo land to Orthodox Church for 1 GEL

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today