• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: საქართველოს ეკონომიკა 2025-2026 წლებში

by Georgia Today
January 23, 2026
in GEO
Reading Time: 16 mins read

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების გამორიცხვით, მცირედით, თუმცა მაინც დადებითი იქნება. საყურადღებოა, რომ, ზედიზედ სამი კვარტალია, სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიში პროფიციტშია, მაშინ როდესაც ისტორიული მონაცემებით აქამდე აღნიშნული მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში წამყვან როლს მომსახურების ექსპორტის ზრდა ასრულებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორიდან. ასევე გამოსაყოფია, ერთი მხრივ, იმპორტის ზრდის ტემპის შენელება, ხოლო, მეორე მხრივ, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოსავლების მატება. რეინვესტიციების ჩათვლით, პროგნოზის თანახმად, მიმდინარე ანგარიშის ჯამური დეფიციტი 2025 წელს მშპ–ის 2.7%-ს მიაღწევს, რაც აგრეთვე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

გასული წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკური ზრდა შენელდა, რაც გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. რაც შეეხება 2026 წელს, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ–უკრაინის ომი რჩება. კონფლიქტის დასრულების სცენარში საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხრივ მრავალი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით – რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის – გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება. ამდენად, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა საბაზო სცენარში, დაახლოებით, 4.5%-ს შეადგენს.

 

ლარის კურსის კუთხით, 2025 წელს გამყარების მიმართულებით სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებდა: დოლარის გლობალური სისუსტე, გაზრდილი წმინდა სავალუტო შემოდინებები და ქვეყნის შიგნით უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის კლება, რაც დეპოზიტების ლარიზაციისა და სესხების დოლარიზაციის ზრდაში აისახა. ლარის მხარდამჭერი გარემოს ფონზე, სებ–მა გასულ წელს, ჩვენი შეფასებით, 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა. შედეგად, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 6.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა რეზერვებმა, ასევე ჩვენი შეფასებით – 3.2 მილიარდი აშშ დოლარი.

 

აღსანიშნავია, რომ, თიბისი კაპიტალის წონასწორობის მოდელების თანახმად, 2025 წელს ლარი როგორც დოლართან, ასევე სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით ზედმეტად არის გაუფასურებული, რაც, ცალკე აღებული, ლარის გამყარების არგუმენტია. თუმცა საყურადღებოა, რომ ომის დასრულების სცენარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალუტო ნაკადების გარკვეულ რეორიენტაციას მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ფაქტორია. ამ სცენარში მოსალოდნელია სავალუტო კონვერტაციებიც, თუმცა, სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია სებ–ის მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ლარის ჭარბი მერყეობის შეზღუდვას გულისხმობს. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2026 წელს ლარი მხოლოდ მცირედით გაუფასურდება.

 

ინფლაციის მხრივ, ნოემბრიდან, პროგნოზის შესაბამისად, შემცირება გამოიკვეთა და დეკემბერში ფასების წლიურმა ზრდამ 4% შეადგინა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაცია გაიზრდება, მარტიდან კი, ნაწილობრივ საბაზო ეფექტების გათვალისწინებით, შენელებას განაგრძობს და წლის ბოლოს 3.5%-ს მიაღწევს. ამ კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც, რა თქმა უნდა, ინფლაციის პროგნოზზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

 

და ბოლოს, გვსურს მზარდი ინტერესის ფონზე მადლობა გადავუხადოთ კომპანიებს, რომლებიც უკვე აქტიურად იყენებენ თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიას. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩარჩოს მხოლოდ ერთ–ერთი მდგენელის – გაცვლითი კურსის წონასწორული შეფასებების – გამოყენებით, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.

 

2025-2026 წლებში საქართველოს ეკონომიკის ძირითადი ტენდენციები და პროგნოზები უფრო დეტალურად პუბლიკაციის სრულ ვერსიაში არის განხილული.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

ადრიანა: 11 თვის ბავშვის ღვიძლის ტრანსპლანტაცია
GEO

ადრიანა: 11 თვის ბავშვის ღვიძლის ტრანსპლანტაცია

March 10, 2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
GEO

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

March 9, 2026
 თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
GEO

 თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

March 3, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

10 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

EU drops Georgia’s Kulevi Oil Terminal from 20th Russia sanctions package

Georgian PM Kobakhidze congratulates Mojtaba Khamenei on election as Iran’s supreme leader

New supreme leader named in Iran; strike in Saudi Arabia leaves two dead

30 arrested in anti-corruption operation across 12 criminal cases

OSCE PA President: Meeting with Georgian Parliament Speaker was fruitful and sincere

EU Integration Committee Chair, OSCE PA President visit occupation line in Khurvaleti

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today