• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

„გამარჯვებას რა უნდა“-  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

by Georgia Today
December 18, 2025
in GEO
Reading Time: 1 min read

ბოლო ორი კვირაა, სოციალური ქსელების კონტენტი სრულად მოიცვა „რკენას“ ორთაბრძოლებმა. სპორტის სასახლეში გამართულ ბრძოლას 7 500 ადამიანი დაესწრო.  ერთ-ერთი მთავარი მონაწილე  რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე იყო, რომელმაც MMA-ში სადებიუტო ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. თუმცა, ოქტაგონზე სხვა ბევრი ვარსკვლავიც გამოჩნდა და  მთავარ კითხვაზე: გამარჯვებას რა უნდა?- ჩვიდმეტივე მათგანს  განსხვავებული პასუხი ჰქონდა.

 

ქართველებს რომ ძალისმიერი სპორტისა და ორთაბრძოლების გულშემატკივრობა გვიყვარს,  ახალი ამბავი არაა. ლოგიკურია, რომ საქართველოში დაფუძნებული ახალი MMA ორგანიზაციისადმი დიდი ინტერესი იყო. „რკენას“ მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია. თუმცა, სანამ სრულად გაყიდულ ბილეთს და გულშემატკივრებით  გადაჭედილ სპორტის სასახლეს ნახავდნენ, ორგანიზატორებმა რამდენიმეთვიანი ინტენსიური სამუშაო გასწიეს.

 

რადგან კულუარული ამბები ყველას გვაინტერესებს, 10 დეკემბერს, დ ბლოკში, ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებმაც ოქტაგონზე არანაკლები ენერგია დახარჯეს, ვიდრე თავად მებრძოლებმა.

 

Setanta sports-ის კონტენტის კრეატიული ხელმძღვანელი, გივი ქემოკლიძე, ანანო დოდელია , მინდია  წიკლაური, კონტენტ კრეატორი, მურთაზ ჩიქოვანი და უკვე  MMA-ს მებრძოლი მერაბ შარიქაძე ცნობისმოყვარე ( არც თუ მცირე) აუდიტორიას ,,რკენას’’ ბრენდის შექმნაზე ესაუბრნენ.

 

კრეატიული გუნდისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, შეექმნათ ბრენდი, რომელზეც  გულშემატკივარს ემოციური ბმა ექნებოდა. თუ ერთხელ მაინც მოისმინეთ ქართული საჭიდაოს ნიკა ქოჩაროვის ვერსია, „ჭიდაობას რა უნდა“, შეუძლებელია არ აგკვიატებოდათ.

 

„გვინდოდა მაყურებელი მიგვეყვანა დარბაზში, სადაც არ ეცოდინებოდათ, რა ემოციას მიიღებდნენ. ვიზუალიც  არ უნდა ყოფილიყო ძალიან თანამედროვე, რადგან ქართულ თემატიკას უბრალო, მაგრამ ემოციური სტილი უხდება. საოცარი შედეგი მივიღეთ. ფაქტია, რომ ეს მუხტი და მოტივაცია ისეთ ადამიანებსაც გადაეცათ, ვისაც ჩხუბი საერთოდ არ აინტერესებს. სპორტზე მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღეთ, ყველაზე ემოციური სფეროა “, – თქვა ანანო დოდელიამ.

 

გივი ქემოკლიძემ სპორტის თავისებურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი აქტორი აქ სპორტსმენია.

 

„ამ სფეროს თავისი სპეციფიკა აქვს და მას ინფორმირებული მაყურებელი ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერ მოიტყუები და ვერ იტყვი კონკრეტულ მებრძოლზე, რომ ის საუკეთესოა. კრეატორის მისიაა, მიაგნოს  ათლეტის უნიკალურ მხარეს და წინ წამოსწიოს ის“, – აღნიშნა მან.  Setanta sports-ის კონტენტის კრეატიული ხელმძღვანელის თქმით, თავდაპირველად გათვლა 500 კაცზე იყო, თუმცა კამპანიის მსვლელობის დროს, გულშემატკივართა გამოხმაურებამ გეგმები სრულიად შეცვალა.

 

„თანამშრომლების კრიტიკა მიყვარს, თუმცა როდესაც პირველად ჩაეშვა რკენას კონტენტი,  ნაკლი ნამდვილად ვერ ვუპოვე“, – უთხრა აუდიტორიას მინდიამ.

 

„როდესაც კინოს იღებ, იცი ფინალი, როგორ მთავრდება. განსხვავებულია სპორტის შემთხვევა, სადაც რამდენიმე დასასრულისთვის უნდა მოემზადო და წინასწარ პარალელურ რეალობას ქმნი. რამდენიმე  წელია, UFC-ზე ვმუშაობთ და მხოლოდ მოგებისთვის ვემზადებით. ვამბობთ კიდეც: თუ წავაგებთ, კონტენტი თავისით მოვა. ფაქტია, ეს მიდგომა ამართლებს“,-  გვითხრა მურთაზ ჩიქოვანმა.

 

მერაბ შარიქაძე MMA ბრძოლისთვის მზადებას დიდხანს მალავდა, ჯერ ოჯახის წევრებისთვის, შემდეგ ფართო აუდიტორიისთვის. წელიწადნახევრიანი სპორტული პაუზის შემდეგ,  განსხვავებულ ამპლუაში დაბრუნება მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა.

 

„მსგავს ღონისძიებებზე ჩემს თავს ვერ ვხედავდი, ამიტომ შემოთავაზებაზე დიდხანს ვფიქრობდი. შემდგომ გავაანალიზე, რომ რადგან სეტანტაა ორგანიზატორი, ორგანიზების დონეც მაღალი იქნებოდა და სასაცილოდ არ გამოვჩნდებოდი. გულწრფელად ვიტყვი, შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ისეთი სითბო და სიყვარული მივიღე გულშემატკივრებისგან, სულ რომ წამეგო ბრძოლა ამ ემოციებად ღირდა. (თუმცა, წაგებას არც კი განვიხილავდი). ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტენტიც, რომელიც პროცესში იქმნებოდა. ეკიპირებაც დიდ როლს თამაშობს, სპორტსმენს  შენი თავი უნდა მოგწონდეს, განწყობას გმატებს. ახლა, კიდევ უფრო გავიაზრე, რას ნიშნავს ცნობილი გამონათქვამი-  Dream Big. ეს მართლა ასეა“, – უთხრა აუდიტორიას მერაბ შარიქაძემ.

 

პირველი  წარმატებული ღონისძიების შემდეგ, სამომავლო გეგმები უკვე საერთაშორისო აუდიტორიის მოზიდვას უკავშირდება.

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
GEO

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

December 24, 2025
„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
GEO

„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

December 24, 2025
Hotline Launched to Help Consumers Verify Authentic Jacobs and Carte Noire Coffee
GEO

Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია

December 23, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

8 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Trump says war in Ukraine must end, acknowledges deep hostility between Putin and Zelensky

Kaladze on Liluashvili’s arrest: We welcome the fight against corruption

Transparency International Georgia: 41 steps taken by Georgian Dream toward Russia

Salome Zurabishvili: Russian rule in Georgia as Former State Security Chief arrested

Zurab Japaridze granted GEL 30,000 bail, ordered to surrender passport and ID

Former State Security Service Head Grigol Liluashvili arrested on bribery charges

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today