• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

by Georgia Today
April 27, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო ყარაბულახში, ფრანგული მეხორცული ჯიშის – სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა – „GREEN ALLIANCE“ დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 6 მილიონი ლარია.

სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ტერიტორია ბევრი კვლევის შედეგად შეირჩა – კლიმატური და მეტეოროლოგიური მახასიათებლებით ის ძალიან ჰგავს ცენტრალურ მასივს და ამასთანავე, საძოვრებიც მაღალი ხარისხის რამდენიმე სახეობის ბალახითაა დაფარული.

ფერმა 820 ჰექტრამდე საძოვარ და სახნავ-სათეს მიწას ფლობს და აღჭურვილია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურით. კომპანია საქონლის 900 სულამდე გაზრდას, ყოველწლიურად კი 1000 ტონამდე ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას გეგმავს.

ფერმაში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ამასთანავე, კომპანია თანამშრომლობს ფრანგი კონსულტანტების ტექნიკურ ჯგუფთან, რომელიც აერთიანებს მეცხოველეობის სპეციალისტებს, ვეტერინარებს, ნუტრიციონისტებსა და მექანიკოსებს. ტექნიკური ჯგუფი ჩართულია ყოველდღიურ სამუშაო პროცესსა და ადგილობრივი კადრების პროფესიულ გადამზადებაში. ფერმის თანამშრომლები პერიოდულად გადიან სტაჟირებას საფრანგეთში, მსგავსი კონცეფციის ფერმაში.

„აღნიშნული პროექტი სრულად ავტონომიური ფერმის კონცეფციას ეფუძნება. ანალოგიური პროექტის განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ. საბოლოო მიზანი კი, ქვეყანაში მეცხოველეობის ევროპულ სტანდარტზე აყვანაა“, – ლევან ხუროძე, დამფუძნებელი პარტნიორი.

თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში, ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„სოფლის მეურენობა ქვეყნისთვის და ასევე თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პროგრამებთან იმისთვის, რომ სექტორის მონაწილეებს დაფინანსების საუკეთესო პირობები შევთავაზოთ.  ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიცია, ბაზარზე ჯანსაღი პროდუქტის შექმნა და ადგილობრივების დასაქმება, ჩვენთვის ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომელთა გამოც „GREEN ALLIANCE“–ის არაერთ პროექტს ვუჭერთ მხარს“, – ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

აგრო-ინდუსტრიული ჯგუფი „GREEN ALLIANCE“ 2019 წელს ქართველმა, ფრანგმა და ჰოლანდიელმა პარტნიორებმა – ჟაკ ფლურიმ, ლევან ხუროძემ, ზაზა კიკვაძემ, ლაშა ჯინჭარაძემ და კომპანიამ – „MG Law” დააფუძნეს.

აგრო-ინდუსტრიული ჯგუფი 4 კომპანიას აერთიანებს, რომელთაგან 3 – „დმანისის მეცხოველეობა“, „ჯეორეგი’’ და „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“, თიბისის მხარდაჭერით დაარსდა.

ShareShareTweet

Related Posts

 თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
GEO

 თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

March 3, 2026
GEO

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

March 3, 2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
GEO

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

March 1, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

10 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Georgia condemns drone attack in Nakhchivan that injured civilians

Irakli Kobakhidze speaks with Ilham Aliyev, expresses concern over drone attack in Nakhchivan

Ukraine Latest: Russia–Ukraine Front Lines Hold and Strikes Intensify as Global Conflicts Escalate

Congressman Wilson Says Georgia’s Infrastructure Has Been Handed to China, Warns of Strategic Risks

Aliyev accuses Iran of “terrorist act” against Azerbaijan after drone strike on Nakhchivan

Drones strike Azerbaijan’s Nakhchivan Airport, Baku accuses Iran

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today