• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თბილისში „მაკდონალდს საქართველოს“ ორი ახალი რესტორანი გაიხსნა

by Georgia Today
October 4, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read
თბილისში „მაკდონალდს საქართველოს“ ორი ახალი რესტორანი გაიხსნა

თბილისში „მაკდონალდს საქართველოს“ ორი ახალი რესტორანი გაიხსნა. ახალი რესტორნების ჩათვლით, თბილისში “მაკდონალდსის” ჯამში – 18, საქართველოს მასშტაბით კი 25 რესტორანია. ახალ პროექტებში კომპანიამ 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 110-მდე ადამიანი დაასაქმა.

გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე “მაკდონალდსის” რესტორანი უახლესი ეკოსტანდარტებით აშენდა და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურასა და 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელიც დასაჯდომ ღია და შიდა სივრცეებს, ტერასას, სარეკრეაციო ზონას, პარკინგს, დრაივის 24-საათიან მომსახურებასა და დაბადების დღის ცენტრს აერთიანებს.

რესტორნის ინტერიერი პრემიალურია და ამ სტილის „მაკდონალდსის“ რესტორანი პირველია ქართულ ბაზარზე. რივერსაიდის რესტორანი აერთიანებს თვითმომსახურების განახლებულ კიოსკებს, ბავშვთა გასართობ ფლეილენდსა და მაკკაფეს კუთხეს.

რესტორნის სახურავზე განთავსებული მზის პანელები ყოველდღიურად 46 კვ.ტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც რესტორნის ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს. საპარკინგე სივრცეში განთავსებულია ავტომობილის ელექტრო დამტენი სადგურები. რესტორნის ტერიტორიაზე კი განთავსებულია ცოცხალი მცენარეებით დამზადებული მწვანე კედელი, რომელიც, დეკორატიული დანიშნულების გარდა, ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ტენიანობის ბალანსს ინარჩუნებს.

უახლესი ეკო სტანდარტებით სტუმრებს უკვე ვაჟა-ფშაველას გამზირზე N71-ში გახსნილი ახალი “მაკდონალდსიც” მასპინძლობს. ორივე ახალ რესტორანში განთავსებულია მაკკაფე და ხელმისაწვდომია მაკსაუზმე.

„მაკდონალდს საქართველოს“ მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.

„ვულოცავ “მაკდონალდსს” კიდევ 2 ახალი რესტორნის გახსნას, რომლებიც ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი სტანდარტითაა მოწყობილი. „მაკდონალდს საქართველოსთან“ 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჯამში 7 რესტორანი გაიხსნა. 3 წლის წინ, თიბისის მხარდაჭერით, „მაკდონალდს საქართველოს“ კვების ხაზს, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს – „ბრედფილდის“ სახით, მსხვილი და მნიშვნელოვანი კომპონენტი – ეროვნული წარმოება დაემატა, რომელიც ქართული პროდუქტით „მაკდონალდსის“ მუდმივად მზარდ ადგილობრივ ქსელს ამარაგებს და ქვეყნის გარეთაც გადის. „მაკდონალდსთან“ პარტნიორობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ვუჭერთ მხარს: დასაქმებას, ხარისხის და სერვისის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას, ქართული პროდუქტის წარმოებასა და ექსპორტს“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით, რესტორნების ქსელში 2100-მდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი, „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

„მაკდონალდს საქართველოს“, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 185 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 216 მილიონ ლარს აღწევს. „მაკდონალდს საქართველო“ 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და დამატებითი მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

June 20, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
GEO

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

June 20, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

June 20, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

2 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Trump declares US airstrikes “obliterated” Iran’s key nuclear facilities

EU Delegation urges end to attacks on media and democracy

CoE: Six Georgian journalists facing fines over social media posts

Ukraine Latest: Massive Russian Attack Kills 28, Injures 134 in Kyiv

Georgian NGOs Decry ‘Russian-Style’ Data Demands from Gov’t

EU Condemns Georgia’s Media Crackdown, Demands Release of Journalist Mzia Amaglobeli

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today