• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

by Georgia Today
February 13, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read
გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ ფინალისტები არიან  „პეტიტ ბაზარი“, „ბაბალე“ და „ტენე“.

კომპანია „პეტიტ ბაზარი“, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი სივრცე ეზოთი, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ წარმოებასა და ინკლუზიურ გარემოზე. დღეს მაღაზიაში იყიდება ადგილობრივი მეწარმეების ნარჩევი საბავშვო პროდუქცია ავეჯით, დეკორით და სათამაშოებით დაწყებული, აქსესუარებითა და წიგნებით დამთავრებული.

„პეტიტ ბაზარს“ აქვს შემოქმედებითი და შემეცნებითი წრეები, სადაც გაკვეთილებს იგივე მეწარმეები ატარებენ, წრეები ბავშვების თავისუფალი წარმოსახვის უნარის განვითარებას, სხვადასხვა ხელობების სწავლებას, ბუნებისა და ეკოლოგიის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას ემსახურება.

„სულ წელიწადნახევრის წინ გაიხსნა „პეტიტ ბაზარი“ და ძალიან გვიხარია რომ უკვე შეგვამჩნია თიბისიმ. პირველ რიგში იმიტომ ვმონაწილეობთ ბიზნეს დაჯილდოებაში, რომ ჩვენი კომპანიის ხილვადობა გავზარდოთ.

ჩვენი დევიზია „მეტი ვიდრე მაღაზია“, დაარსების დღიდან ვცდილობთ ეს დევიზი ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედად ვაქციოთ. კომპანია ცდილობს იყოს მეტი ვიდრე მაღაზია სოციალური განზომილებით, მეტი ვიდრე მაღაზია გარემოს დაცვითი ინიციატივებით, მეტი ვიდრე მაღაზია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით, ქალთა გაძლიერებით,“  – ქეთი მესხი „პეტიტ ბაზარის“ დამფუძნებელი.

„პეტიტ ბაზარი“ უკვე აერთიანებს 150-ზე მეტ ადგილობრივ მეწარმეს, რომელთა 80 პროცენტს ქალები წარმოადგენენ და რომელთათვისაც კომპანია დამატებით შემოსავალს ქმნის.

მეორე ფინალისტი კომპანია სოციალური საწარმო „ბაბალეა“, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებმა 9 წლის წინ სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებისთვის დაარსეს.  კომპანია „ბაბალე“ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნდა. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასაქმებამდე ახალგაზრდებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი და რუტინული მხარდაჭერა უნარების განვითარებაში, რათა მომავალში შეძლონ სრულფასოვანი დასაქმება.

„გარდა იმისა რომ ბიზნესის მიმართულებას ვავითარებთ და ადამიანების დასაქმებას ვუწყობთ ხელს, ამ საქმიანობამ დაგვანახა, რომ ადვილი არ არის ისეთი ადამიანების დასაქმება, ვისაც ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, ამიტომ შევქმენით პროგრამა, რომელიც იწყება 12 წლიდან. ვიწყებთ პირველი საფეხურიდან, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ბავშვმა გამოიმუშაოს ნატიფი მოტორიკა, რაც შემდეგ საქმიანობაში გამოადგება. ვეხმარებით პროფესიული ორიენტაციაშიც და ამ საფეხურზე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საწარმოებთან.  ჩვენი მიზანი არ არის, რომ ისინი მარტო „ბაბალეში“ დავასაქმოთ, ჩვენ მათ არჩევანის გაკეთებაში და უნარების გამომუშავებაში ვეხმარებით.

დაუნის სინდრომის მქონე ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ჩაერთოს ჩვენს პროგრამაში, თუმცა რაოდენობა შეზღუდული გვაქვს, რადგან „ბაბალე“ თავისი შემოსავლებიდან აფინანსებს ამ ბავშვების განათლებასა და განვითარების ხელშეწყობას,“ –  ლია ტაბატაძე „ბაბალეს“ დამფუძნებელი.

ამ ეტაპზე „ბაბალეში“ სრულფასოვნად დასაქმებულია 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ხოლო 16 მოზარდი გადის წინა პროფესიულ მომზადებას.

მესამე ფინალისტი კომპანია „ტენეც“ გამორჩეულია თავისი სოციალური პასუხისმგებლობით.

კომპანიამ, რომლის მიზანსაც გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს, უარი თქვა პირველადი პლასტმასის მასიურ გამოყენებაზე და მის ნაცვლად წარმოების პროცესში დანერგა მეორადი ბოთლის თავსახურების გამოყენება. მოსახლეობაში ნარჩენების შეგროვება-დანაწევრების კულტურის გასავითარებლად წამოიწყო აქციები, რომლის ფარგლებშიც ყველა, ვინც 50 ბოთლის თავსახურს შეაგროვებდა, სანაცვლოდ მიიღებდა 1 USB სადენს.

ელექტრონული ნარჩენის მზარდი პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და მის შესამცირებლად ტენემ მეორე აქციაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აბარებენ დაზიანებულ USB სადენს და სანაცვლოდ ახალს იღებენ. დაზიანებულს კი კომპანია  მეორე სიცოცხლეს ჩუქნის,  შეაკეთებს და  მიმოქცევაში აბრუნებს, როგორც მეორადი მოხმარების ნივთს.

პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად ბოთლის თავსახურებთან ერთად ტენემ დაიწყო ბოთლის ტარის ჩაბარებაც, რომელსაც მართალია წარმოებაში თავად არ იყენებს, ამიტომ გადაეცემა სხვა გადამამუშავებელ კომპანიებს, ასევე ბოთლების ჩაბარების გასამარტივებლად შეიქმნა „ბოთლიყლაპია“ აპარატი და მისი აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ქართული ვარიანტი.

„ტენემ“ ხმარებიდან ამოიღო კაბელის ლამინირებული შეფუთვა, რისი გადამუშავებაც შეუძლებელია საქართველოში და მის ნაცვლად შემოიღო მეორადი მუყაოსგან დამზადებული კრაფტ შეფუთვები.

„თიბისის ბიზნეს დაჯილდოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბიზნესისთვის, რომც ვერ გავიმარჯვოთ, ეს უკვე დიდი აღიარებაა. თიბისი ძალიან დაგვეხმარება ცნობადობის ამაღლებაში და ინფორმაციის გავრცელებაში. ჩვენს სფეროში კონკურენცია დიდია, მართალია არ გვყავს პირდაპირი კონკურენტები ანუ საქართველოში, „ტენეს“ გარდა, USB კაბელებს, არავინ აწარმოებს, მაგრამ არსებობს ბევრი კომპანია, რომელსაც შემოაქვს მზა კაბელები უცხოეთიდან. ჩვენი საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის შექმნით  მოვახერხეთ და 3500 მაღაზიაში შევიტანეთ ჩვენი პროდუქცია, მიუხედავად ამისა, არიან  მომხმარებლები რომლებიც არჩევანს ქართული წარმოების პროდუქტზე არ აკეთებენ, გარკვეული სტიგმა არსებობს, რომლის მიხედვითაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ხარისხით ჩამოუვარდება შემოტანილს. ეს სტიგმა აფერხებს ჩვენი ბიზნესის განვითარებას, იმედი გვაქვს, თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა დაგვეხმარება ამ სტიგმის დაძლევაში,“ – სანდრო ლილუაშვილი „ტენეს“ დამფუძნებელი.

გარემოში სასათბურე აირების გამოფრქვევის შესამცირებლად „ტენეს“ წარმოება სრულად განახლებად ენერგიაზე – მზის პანელებზე გადავიდა.

საწარმო კი წეროვანის დევნილთა დასახლებაში გადაიტანეს, სადაც პირველ რიგში 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებს ასაქმებენ.

ShareShareTweet

Related Posts

თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს
GEO

თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს

May 12, 2025
GEO

თიბისიში, ბიზნესსესხის აღება 2 წუთში, ყველანაირი დოკუმენტაციის გარეშეა შესაძლებელი

May 12, 2025
GEO

თიბისი აგრობიზნესისთვის – მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე

May 12, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

5 days ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Missing British Teen Bella Culley, 18, Faces Life Sentence in Georgia Over Major Drug Smuggling Charges

Court replaces bail with pre-trial detention for former defense minister Irakli Okruashvili

MIA issues warning of water level drop in Mtkvari River amid ongoing rescue operations

Zurabishvili: Open letter shows GD’s anxiety, doubts US president will read it soon

Parliament data reveals 188K GEL in MP travel spending in Q1 2025

Speaker: Unfortunately, Georgia-Brussels relationship is prisoner of regional political context

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today