T-POS-ი არის გადახდის აპლიკაცია ანდროიდ მოწყობილობებისთვის, რომელიც ბიზნესებისთვის პოსტერმინალის ფუნქციას შეასრულებს.
T-POS-ი ბიზნესებს საშუალებას მისცემს უნაღდო გადახდები მობილური ტელეფონით მიიღონ.
პროდუქტი შექმნილია მცირე მეწარმეებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ სივრცეში ვაჭრობენ ან სთავაზობენ მომსახურებას მომხმარებლებს, და ტერმინალის ფლობა მათთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ აღნიშნულმა მეწარმეებმა ბარათით გადახდების მიღება და შემოსავლის გაზრდა შეძლონ, თიბისიმ მათ ტერმინალის ალტერნატივა შესთავაზა.
აპლიკაიციის გამოყენება ასევე შეუძლიათ მსხვილ და საკურიერო კომპანიებს.
თიბისი ბანკში დარეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს, შეუძლია ონლიან შეავსოს განაცხადი, Google Play Store-იდან უფასოდ გადმოწეროს აპლიკაცია T-POS და მარტივად მიიღოს გადახდები.
აპლიკაციაში გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის VISA და Mastercard ბარათით ან ელექტრონული საფულის საშაულებით.
“თიბისის აპლიკაცია T-POS-ი ბიზნესების ცხოვრების გამარტივებისთვის შეიქმნა. პროდუქტი Mastercard-ის მხარადაჭერით განვავითარეთ და მას აქვს სტანდარტული პოს ტერმინალის ფუნქციონალი. ვთვლით, რომ ასეთი გადაწყვეტა ბიზნესებს მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაშიც დაეხმარება, რადგან დღეს მათი უდიდესი ნაწილი, უნაღდო ანგარისშწორებას ანიჭებს უპირატესობას,“ – განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოეადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა.
თიბისი და Mastercard-ი ბიზნესებს T-POS-ით საბარათე გადახდების მიღებაზე, სპეციალურ საშეღავათო პირობას სთავაზობენ, რაც აპლიკაციიაში Mastercard-ის ბარათებით გადახდის მიღებისას ნულოვან საკომისიოს გულისხმობს. აღნიშნული შეღავათი ძალაშია 2023 წლის 31 მაისამდე. უფრო მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ვებგვერდს:
https://tbcpayments.ge/details/pos/tpos