• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?

by Georgia Today
July 27, 2026
in GEO
Reading Time: 2 mins read

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განახლებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. უკვე ჩანს, რომ ინფლაციური რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საპროცენტო განაკვეთის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნების არგუმენტს აძლიერებს. ამავედროს, უახლესი ინდიკატორები ტურიზმისა და ადგილობრივი ხარჯების შენელებაზე, ან სავალუტო შემოდინებებისა და ლარის კურსის გაუარესებაზე არ მიუთითებს. ამდენად, თიბისი კაპიტალი წლის ბოლოს ინფლაციის პროგნოზს ზრდის, ხოლოეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის საბაზო სცენარებს უცვლელად ტოვებს.

როგორც თიბისი კაპიტალი ივნისში მიუთითებდა, ბაზრებმა დეესკალაციის ნიშნები ოპტიმისტურად შეაფასა და სასაქონლო ფასები მკვეთრად შემცირდა. ამჟამად, განწყობა საპირისპირო მიმართულებითაა შეცვლილი. მარტის მსგავსად, თიბისიკაპიტალი აგრძელებს უახლეს ინდიკატორებზე დაკვირვებას, რაც ეკონომიკური გავლენის რეალურ დროში შეფასების საშუალებას იძლევა.

ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება საერთაშორისო სასაქონლო ფასებია. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 7 ივლისის 72 აშშ დოლარიდან 24 ივლისს დაახლოებით 100 აშშ დოლარამდე გაძვირდა. პარალელურად, გაიზარდა სოფლის მეურნეობისპროდუქციის, მაგალითად ხორბლისა და სოიოს, ფასებიც. მნიშვნელოვან რისკს ქმნის რეგიონულ საზღვაო მარშრუტებზე შესაძლო შეფერხება, რაც ნავთობის ფასებზე დამატებით ზეწოლას ნიშნავს.

როგორც თიბისი კაპიტალის პუბლიკაციებში იყო აღნიშნული, ინფლაციის ახლო პერიოდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები კვლავ ნავთობისა და სურსათის ფასებია, რომლებზეც ივნისის წლიური 5.8%-იანი ინფლაციიდანნახევარზე მეტი მოდიოდა (3.1 პროცენტული პუნქტი). ამ მხრივ, საერთაშორისო და ადგილობრივ ფასებს შორის კავშირი ისტორიულად მაღალია, განსაკუთრებით ნავთობის შემთხვევაში, სადაც ესკალაციის ეფექტი ადგილობრივ ბაზარზე უკვე შეიმჩნევა. ბენზინი, რომელიც თვის დასაწყისში მცირედით გაიაფდა, 20 ივლისიდან მსხვილ ქსელებში უკვე ისევ გაძვირდა. დამატებით ზეწოლაზე მიუთითებს საკვების ფასების გლობალური ზრდაც, თუმცა ამ არხიდან გადმოცემის მექანიზმი შედარებითგრძელვადიანია და ადგილობრივი მიწოდების ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.

მოცემული დინამიკის გათვალისწინებით, 2026 წლის ბოლოს თიბისი კაპიტალის ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან კვლავ 6%-მდე იზრდება. შესაბამისად, პროგნოზი, ფაქტობრივად, უბრუნდება წინა სცენარს, რომელიც კონფლიქტის შედარებით ხანგრძლივდონეზე შენარჩუნებისა და დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებებს ეყრდნობოდა. რადგან აღნიშნული წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის გარკვეულწილად გაიაფებასმოიაზრებს, იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს. მიმდინარე მდგომარეობით, ბირჟების მოლოდინებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მერყევია, ნავთობის მხრივ, დაახლოებით, მსგავს დინამიკას ითვალისწინებს.

სასაქონლო პროდუქციაზე მაღალი ფასები, ინფლაციასთან ერთად, ექსპორტიდან შემოსავალზეც ზრდის მიმართულებით მოქმედებს. საქონლის ექსპორტი იანვარ-ივნისში წლიურად 20%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ნავთობის, ოქროს, ფეროშენადნობებისა და სპილენძის ექსპორტს უკავშირდება.

ამავდროულად, მარტისა და აპრილისგან განსხვავებით, ტურიზმის სექტორში შენელება ჯერჯერობით არ იკვეთება. მეორე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 3.8%-ით შემცირდა, რაც, ფაქტობრივად, მთლიანად აპრილის ეფექტით იყოგანპირობებული, ვინაიდან ფრენებისა და უნაღდო დანახარჯების მონაცემები მაისსა და ივნისში უკვე აღდგენაზე მიუთითებს. რაც შეეხება ივლისს, 13 ივლისის შემდგომ საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა გაზრდილია, ხოლოარარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება, 19 ივლისის მდგომარეობით, როგორც თვიურად, ასევე წლიურად აჩქარებულია.

ერთობლივად, ტურიზმიდან შემოსავლების, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდის ფონზე, იმპორტის შედარებით დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებასთან ერთად, წმინდა სავალუტო შემოდინებები პირველ კვარტალთან შედარებითგაზრდილია. მკითხველისთვის ცნობილია, რომ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მიუხედავად, პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული ბალანსი, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, პროფიციტში დარჩა. ამდენად, თუ კონფლიქტის დამატებით მნიშვნელოვანი ესკალაცია არ მოხდა, სავალუტო შემოდინებების მხრივ შესამჩნევი დანაკლისი მოსალოდნელი არ არის.

შენელება არ იკვეთება ადგილობრივი აქტივობის კუთხითაც. რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, 19 ივლისის მდგომარეობით, როგორც წინა თვესთან, ასევე 2025 წლის ივლისთან შედარებით გაზრდილია. შესაბამისად, მთლიანი უნაღდო ხარჯები, რომლებიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზისთვის გამოიყენება, ასევე იზრდება. საერთო ჯამში, 2026 წელს ეკონომიკური ზრდის 7.4%-იანი პროგნოზი უცვლელი რჩება.

ინფლაციის უფრო მაღალი პროგნოზი განაკვეთის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნების არგუმენტს აძლიერებს. ამავე დროს, ინფლაციის უფრო ხისტი მაჩვენებლები მეტწილად ზომიერ წნეხზე მიუთითებს, ხოლო პოლიტიკისგადაწყვეტილებისთვის უფრო მნიშვნელოვანი საშუალოვადიანი პროგნოზია, ვიდრე მიმდინარე ტენდენციები. შესაბამისად, საბაზო სცენარად წლის ბოლომდე 8.25%-იანი განაკვეთი რჩება, თუმცა გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა, ვინაიდან სებ-მა 6 მაისს განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით სწორედ მსგავსი გარემოს საპასუხოდ გაზარდა. სებ-ის შემდეგი გადაწყვეტილება 29 ივლისს გახდება ცნობილი. გლობალური საპროცენტო გარემოც შედარებით მკაცრია, თუმცა მთავარგანმსაზღვრელ ფაქტორად მაინც ადგილობრივი ინფლაციის პერსპექტივა რჩება.

უცვლელია ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზიც: წლის ბოლოს ერთი დოლარი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება. სავალუტო შემოდინებებიმყარია, ხოლო პოლიტიკის განაკვეთის შემცირების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა. ამავდროულად, მარტისგან განსხვავებით, მიმდინარე ეპიზოდს დეპოზიტების კონვერტაცია არ მოჰყოლია და ამ არხიდან ლარზე წნეხი არ შექმნილა. 21 ივლისისმდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია ესკალაციამდე პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007619-macro-update-georgia

 

Tags: TBCTBC capital
ShareShareTweet

Related Posts

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
GEO

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

July 27, 2026
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
GEO

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

July 27, 2026
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
GEO

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

July 25, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Former Parliament building becomes Kutaisi technology hub

State to auction Shekvetili land for hostel and apartment project

State Security Service probes nationwide power outages as suspected sabotage

EU sanctions Russian energy giant Inter RAO, owner of 75% of Telasi

10 detained near Tbilisi City Assembly over “offensive banners”

Worker dies after fall at Tbilisi construction site

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today