• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება

by Georgia Today
April 8, 2026
in GEO
Reading Time: 1 min read

თიბისი კაპიტალი განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის უახლესი ინდიკატორებით შეფასებას. ამ მხრივ, ჯერჯერობით შესამჩნევი ცვლილება არ იკვეთება, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დღევანდელი შეთანხმების გათვალისწინებით, სურათი, შესაძლოა, სწრაფად შეიცვალოს, რასაც დეტალურად შემდგომ პუბლიკაციებში დავფარავთ. აღნიშნული ინდიკატორები პუბლიკაციისსრული ვერსიის დანართშია მოცემული.

უფრო სტრუქტურული განახლების კუთხით, 2025 წელს, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, 82 მილიონი აშშდოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 0.2%-ია. მართალია, მოცულობა უმნიშვნელოა, თუმცა ეს ფაქტი იმითაა აღსანიშნავი, რომ მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსი ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა.

პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი გახდა, ანუ გასულ წელს უცხოურ ვალუტაში რეზიდენტების შემოსავლებიხარჯებს აღემატებოდა. მიმდინარე ანგარიში სწორედ ამ ბალანსს ასახავს – ქვეყანა მეტ შემოსავალს იღებს თუ მეტს ხარჯავს დანარჩენ მსოფლიოსთან საგარეო ვაჭრობისა და ფულადი ნაკადების (მათ შორის, ფულადიგზავნილები, შრომის ანაზღაურება, დივიდენდები, რეინვესტიცია, საპროცენტო ხარჯები)  ჭრილში. სარკისებური პრინციპით, ფინანსური ანგარიში მიუთითებს, თუ როგორ დაიხარჯა პროფიციტი საზღვარგარეთ ან როგორდაფინანსდა დეფიციტი საზღვარგარეთიდან (მაგალითად, პირდაპირი ან პორტფელური ინვესტიციების გზით).

2025 წლამდე მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული პროფიციტი მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში ფიქსირდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე. 2025 წელს კი მიმდინარე ანგარიშისბალანსი მეორე კვარტლიდან ზედიზედ სამი კვარტლის განმავლობაში იყო დადებითი. აღნიშნული გასულ წელს ლარის გაცვლითი კურსის ერთ-ერთ ძირითად მხარდამჭერ ფაქტორს წარმოადგენდა, როგორც ეს არაერთხელიყო ხაზგასმული თიბისი კაპიტალის პუბლიკაციებში. გარდა ამისა, წლის დასაწყისში სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ლარის მიმდინარე სტაბილურობასაცმნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

რამ გამოიწვია საგარეო ბალანსის გაუმჯობესება? სავალუტო გადინებების მხრივ, ყველაზე მსხვილი კომპონენტები – საქონლისა და მომსახურების იმპორტი, დივიდენდები და საპროცენტო ხარჯები – მშპ-სთან მიმართებითშემცირდა 2024 წელს მშპ-ის 50.4%-დან 47.8%-მდე. შემოდინებების მხრივ, ICT სექტორის მომსახურების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა (მშპ-ის 1.8%-დან 2.8%-მდე), ხოლო ყველაზე მსხვილი ნაკადები – საქონლისექსპორტი, ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები – მხოლოდ მცირედით შენელდა (მშპ-ის 46.1%-დან 45.2%-მდე).

რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეინვესტირებული შემოსავლების გარეშე, 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, დაბალ ნიშნულზე დარჩა (მშპ-ის 0.8%). რეინვესტიციის ჩათვლით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი წყარო ევროკავშირი იყო (31%), რომელსაც გაერთიანებული სამეფო (20%) და თურქეთი (11%) მოსდევდა. სექტორულ ჭრილში, მაღალი ხვედრითი წილი საფინანსო და სადაზღვევოსაქმიანობებს (36%), უძრავ ქონებასა (11%) და ლოჯისტიკას (10%) ეკავა.

პორტფელური ინვესტიციების მხრივ, საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების შეძენის ბოლოდროინდელი ტენდენცია გრძელდება. დეკემბრის მდგომარეობით, რეზიდენტების მფლობელობაში 4.8 მილიარდი აშშდოლარის ღირებულების აქტივებია, რაც მშპ-ის 12.7%-ს შეადგენს. ამასთან, გარკვეულწილად შეცვლილია სტრუქტურა: თუ 2024 წელს ყველაზე დიდი წილი კომერციული ბანკების მიერ სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენაზემოდიოდა, 2025 წელს კერძო სექტორის (ბანკების გარეშე) შესყიდვები გააქტიურდა, როგორც კოტირებული, აგრეთვე საინვესტიციო ფონდების აქციების კუთხით.

ამავდროულად, 2025 წელს შემცირდა ჯამურად ქვეყნის მიერ აღებული წმინდა ვალის მოცულობა, პირველად 2013 წლის შემდეგ, რაც კერძო სექტორის დავალიანების კლებით იყო განპირობებული, ხოლო მთავრობის ვალიმცირედით გაიზარდა.

აღნიშნული ტენდენციების ფონზე, მთლიანი სავალუტო რეზერვები 2025 წელს 1.7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, საიდანაც 500 მილიონი აშშ დოლარი ოქროს ფასის მატებაზე მოდიოდა. ზრდა 2026 წლის საწყის ორ თვეშიცგაგრძელდა, დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, თუმცა მარტში რეზერვები 343 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, ნაწილობრივ ოქროს ფასის ამჯერად უკვე კლების გამო. მარტის ბოლოსთვის, წმინდასავალუტო რეზერვებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნასესხობის სპეციალური უფლების გარეშე (475 მილიონი აშშ დოლარი), ჩვენი შეფასებით, 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 204%-ით არისგაზრდილი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

Tags: TBCTBC capital
ShareShareTweet

Related Posts

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
GEO

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

April 16, 2026
Enhancing Surgical Precision and Improving Outcomes with Robotic Surgery at Acıbadem
GEO

რობოტული ქირურგიის საშუალებით ქირურგიული სიზუსტის გაუმჯობესება და შედეგების ოპტიმიზაცია Acıbadem-ში

April 6, 2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
GEO

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

April 6, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

11 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine Latest: Russia Presses the Front as Strikes Deepen and Diplomacy Fails to Hold

Traffic restrictions planned in Tbilisi’s Sololaki district from April 18

Abastumani airspace to be closed to flights from April 16

Russia advances bill allowing overseas military deployment to ‘protect citizens’

CoE Human Rights Commissioner meets Georgian Dream officials during visit to Georgia

New Egrisi National Park planned in Samegrelo

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today