• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

by Georgia Today
August 23, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read

ივლისში სავალუტო შემოდინებების დინამიკა კვლავ ძლიერი იყო. უფრო მეტიც, საერთო გაუმჯობესებასთან ერთად, წინა თვის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, მცირედით, მაგრამ მაინც აღდგა ექსპორტის რეალური და არა მხოლოდ ფასების მატებით გამოწვეული ზრდა. ასევე საყურადღებოა, რომ ამჯერად, რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა, რაც ძირითადად  ალკოჰოლური სასმელების, მსუბუქი ავტომობილებისა და ხილის ექსპორტის შედეგს წარმოადგენდა. ამავდროულად, პირველად, პანდემიის შემდეგ, აშშ დოლარში გამოსახვით, ტურისტულმა შემოდინებებმა მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 2019 წლის დონეს გადააჭარბა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის ივლისში, რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო, პოტენციურ დონესთან შედარებით, მასპინძლობის სექტორში აქტივობა ნაკლები იყო. ამ მხრივ, უფრო მეტად ინფორმატიული, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, პანდემიამდელი, 2020 წლის იანვრის დონეა, რომლის მიმართებაშიც, 2022 წლის ივლისში, აღდგენა ასევე ძლიერი – 115.9% იყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ივლისში, გზავნილების დინამიკა უფრო სუსტი იყო, თუმცა მხოლოდ წინა თვეებთან შედარებით და ასევე, ეს მხოლოდ რუსეთის ფაქტორით იყო გამოწვეული რა მხრივაც, ორმაგი აღრიცხვის პრობლემისა და სხვა მიზეზების გამო, შესაბამის შესწორებას წინა თვეებში უკვე ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ ივლისში იმპორტიც ძლიერი იყო, საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების წმინდა შემოდებამ, სეზონური ფაქტორის გამორიცხვითაც კი, დადებითი მაჩვენებელი შეადგინა. ჩვენი მოლოდინია, რომ შემოდინებები კვლავ ძლიერი დარჩება და, შესაბამისად, წინა კვირაში, სებ-ის მიერ 20 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვას, უფრო ბაზრის სენტიმენტების განეიტრალების ნაბიჯად აღვიქვამთ, ვიდრე ვალუტის შესყიდვების დინამიკის შემობრუნებად. უფრო მეტიც, ლარის საშუალო (რეალური ეფექტური) კურსის კუთხით, საქართველოსა და ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მწარმოებელთა ფასების ინდექსის განახლებული მონაცემები და ლარის მიმდინარე კურსი ბოლო პერიოდში ლარის შედარებით ნაკლებ გამყარებაზე მიუთითებს, ვიდრე ეს უფრო ადრინდელ მაჩვენებლებში ფიქსირდებოდა. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი შეფასებით, ინფლაციის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც ცალკე აღებული ფაქტორი, ლარის კურსის პროგნოზის კუთხით ნეგატიურია.

წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა 2022 წლის მე-2 კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები. მაშინ, როდესაც წინა წლის იმავე პერიოდთან აღდგენა მნიშვნელოვანია, სამუშაო ადგილების ოდენობა ჯერ კიდევ ჩამოუვარდება 2019 წლის შესაბამის დონეს, თუმცა ამ გაანგარიშებაში მიგრაციის ეფექტი არ არის გათვალისწინებული.

ShareShareTweet

Related Posts

GEO

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

August 20, 2026
GEO

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

August 20, 2026
GEO

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს 

August 19, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Teachers given an extra year to meet new salary requirements

Suspect arrested after robbing two foreign citizens at knifepoint in Tbilisi park

Movement for Cultural Heritage issues urgent appeal over Rustaveli Avenue works

EuroNews: Russians pull billions from banks fearing Kremlin will seize savings for war

Two arrested after stealing cash from terminal and swapping neighbor’s license plate

Shio III congratulates Metropolitan Onufriy on 12th anniversary of enthronement

Trending

Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today