• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

„სილქ რიალ ისთეითმა” ადგილობრივ ბაზარზე პირველი 1-წლიანი, 7 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

by Georgia Today
August 5, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read
„სილქ რიალ ისთეითმა” ადგილობრივ ბაზარზე პირველი 1-წლიანი, 7 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

„სილქ რიალ ისთეითმა“, საქართველოში უძრავი ქონების  მართვის  და სტუმართმასპინძლობის ბიზნესის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ, საფონდო ბირჟაზე პირველი, ევროში დენომინირებული, 1-წლიანი ობლიგაციების ემისია თიბისი კაპიტალის, „გალტ & თაგარტისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით განახორციელა. ამჯერად, განთავსებული ობლიგაციების საერთო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს.

სილქ რიალ ისთეითმა 2023 წლის აპრილში გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი აშშ დოლარის პირველი ტრანში, წლიური ფიქსირებული 9.00%-იანი კუპონით.  მეორე ტრანში – 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, 9.25%-იანი კუპონით, წარმატებით განთავსდა 2023 წლის სექტემბერში. შეთავაზებებს მაღალი დაინტერესება მოჰყვა, ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს შორის.

ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი 7.0%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულ სახსრებს კომპანია არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს.

ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე მესამე განთავსება კომპანიიის თანმიმდევრული განვითარების, პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშომლობისა და წარმატების დასტურია.

მამუკა შურღაია – „სილქ რიალ ისთეითის“  აღმასრულებელი დირექტორი: „სილქ რიალ ისთეითმა“ საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების მორიგი ემისია განახორციელა. ეს კომპანიის პირველი, ევროში დენომინირებული 1-წლიანი ობლიგაციებია. გასულ წელს გამოშვებული ობლიგაციების ჯამურმა ოდენობამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა. მინდა გაწეული სამუშაოსთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წარმატების მიღწევაში.“

ალექსი ხოროშვილი – „სილქ ბანკის“ გენერალური დირექტორი: „მოხარულნი ვართ, რომ „გალტ & თაგარტთან“ და თიბისი კაპიტალთან ერთად კიდევ ერთხელ შევიტანეთ წვლილი „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. „სილქ ბანკი“ და „სილქ რიალ ისთეითი“ ერთი ჯგუფის წევრები არიან, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბანკის მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, შეეძინათ „სილქ რიალ ისთეითის“, ამჯერად ევროში დენომინირებული ობლიგაციები.“

ქეთევან თოიძე – „გალტ & თაგარტის“ დირექტორის მოადგილე: „მოხარულები ვართ, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას „სილქ რიალ ისთეითთან“ და ამჯერად რიგით მესამე წარმატებული ემისია განვათავსეთ. აღსანიშნავია, რომ მოცემული გარიგება წარმოადგენს პირველ, ერთ წლიანი ვადიანობის ობლიგაციების ემისიას საქართველის კაპიტალის ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც კომპანიებს, ასევე ინვესტორებს, მუდმივად ვთავაზობდეთ ინოვაციურ და მაქსიმალურად მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს. ვიმედოვნებთ, რომ „სილქ რიალ ისთეითთან“ ერთად კაპიტალის ბაზარზე კიდევ არაერთ წარმატებულ ემისიას განვახორციელებთ.“

მერი ჩაჩანიძე – თიბისი კაპიტალის მართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „სილქ რიალ ისთეითმა“ პირველი 1-წლიანი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა და მოკლევადიან პროდუქტებში ინვესტირებით დაინტერესებული, ახალი ტიპის ინვესტორები მოიზიდა. 2023 წელს „სილქ რიალ ისთეითის“ სადებიუტო ემისიის მხარდამჭერები ვიყავით და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში უწყვეტად ვუწყობთ ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების მართვისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი ბრენდი, რომლის წინსვლაც, არა მხოლოდ ჯგუფს, არამედ ქვეყანას ხდის კიდევ უფრო მიმზიდველს ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისათვის.“

ShareShareTweet

Related Posts

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა
GEO

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

July 24, 2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:  გაიცანით ქეთი ქუთათელაძე
GEO

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ქეთი ქუთათელაძე

July 24, 2025
EUROMONEY-ს მორიგი აღიარება – თიბისიმ საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
GEO

EUROMONEY-ს მორიგი აღიარება – თიბისიმ საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

July 23, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

3 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Former GD MP Luka Kurtanidze arrested after abusing his ex-wife

Multinational military exercise Agile Spirit 2025 officially launches in Georgia

UK Embassy: Georgian Dream distancing from West as Russian threat persists

Visa barriers for parents undermine Georgia’s international student boom

EP: No recognition of Georgian gov’t until free, fair elections held

MIA: 17 detained under administrative procedures on Tvalchrelidze Street

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today