• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

რადიო სპექტაკლი „პირველი აქტი“ – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 103 წლის აღსანიშნავად

by Georgia Today
May 25, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
რადიო სპექტაკლი „პირველი აქტი“ – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 103 წლის აღსანიშნავად

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლის აღსანიშნავად თიბისიმ სპეციალურად მოწვეულ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად რადიო სპექტაკლი „პირველი აქტი“ მოამზადა.

მიხეილ ჩარკვიანის და დავით ხორბალაძის რადიო სპექტაკლში მსახიობები: მერაბ ნინიძე, ნინო კასრაძე და კახა კინწურაშვილი მონაწილეობენ.

რადიო სპექტაკლის მოსმენას მსურველები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 103 წლის შემდეგ,  26 მაისს, 17:10 საათზე თიბისის და საბას ფეისბუქ გვერდებზე შეძლებენ.

რადიო სპექტაკლის შესახებ:

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი აქტი არის ისტორიის ნიშნული, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცევისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო.  26 მაისს მიღებული დოკუმენტი მიიჩნევა დამოუკიდებლობის მოპოვების დღედ და მიუხედავად იმისა, რომ ეს თარიღი ნამდვილად უდიდესი მონაპოვარია, შემოქმედებითი ჯგუფი თვლის, რომ ეს არის შეთანხმება დამოუკიდებლობის სურვილზე და წარმოადგენს არა დასასრულს, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვების დასაწყისს, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაიწყო და დღემდე გრძელდება, სწორედ ეს სურვილი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ იდენტობას.

“პირველი აქტი” არის რადიო სპექტაკლი, რომელშიც  სამი ხმა ისტორიულ ფაქტებზე და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით დამოუკიდებლობის იდეაზე მსჯელობს, აანალიზებს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ აქტს, როგორც პირველ ქმედებას დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად და ცდილობს გაიაზროს როგორ აისახა ეს დღე თითოეული მათგანის ცხოვრებაზე და რა მოხდებოდა ეს დღე საერთოდ რომ არ ყოფილიყო. სამი მსახიობი საუბრობს დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლაზე, როგორც უწყვეტ პროცესზე, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრების მსურველისთვის ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს. ამ დადგმაში დამოუკიდებლობის პირველი აქტი, გულისხმობს თეატრალური დადგმის პირველ მოქმედებას, რომელიც თავისთავად გულისხმობს რომ პროცესი არ დასრულებულა, ეს მხოლოდ პირველი აქტია და ახლა მეორე ან მესამე აქტში ვიმყოფებით. ისტორიული წყაროების კვლევით, ჯგუფი ცდილობს ფოკუსირდეს დამოუკიდებლობის აქტის მიღების ისეთ დეტალებზე, რომელზეც   შესაძლოა საზოგადოებას აქამდე  ყურადღება არ გაუმახვილებია და შექმნას ამ დღის სრულიად ახალი პერსპექტივა.

ტექსტში გამოყენებულია დოკუმენტური მასალა გაზეთებიდან: “საქართველო” ,  ”სახალხო საქმე“,  ”ალიონი“, ”ერთობა“.

ასევე, გამოყენებულია ფრაგმენტები ქრისტინე (ბადუ) თოდუა – წულუკიძის წიგნიდან ”ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთი მოგონებანი“ და ფრაგმენტები შემოქმედებითი ჯგუფის პირადი გამოცდილებიდან.

ShareShareTweet

Related Posts

TBC Bank Expands TBC Tech School with New Free Programs for High School Students
GEO

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

February 25, 2026
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
GEO

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

February 25, 2026
გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“
GEO

გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“

February 23, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

10 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Kyiv slams Papuashvili over remarks

Kobakhidze calls UK sanctions on Imedi and POSTV “Absurd,” alleges coordination with “local agents”

Von der Leyen responds to Georgian opposition letter, says EU accession process “effectively suspended”

Ukraine Latest: Four Years In, Ukraine Marks the Anniversary Under Fire as Ceasefire Diplomacy Stalls

FM: No evidence seen to justify sanctioning of Imedi and POSTV

TI UK: Sanctions on Georgian propaganda channels “Only the beginning”

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today