• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

by Georgia Today
May 21, 2025
in GEO
Reading Time: 2 mins read
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ:

 

ბოლო პერიოდში, ლარზე მოქმედი ცვლადების წმინდა ეფექტი გამყარების ზეწოლისკენ უფრო მეტად გამოიკვეთა. ამ კუთხით, წამყვან როლს საგარეო ფაქტორები ასრულებს, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება შიდა კომპონენტის მხრივაც.

 

გამოვყოფთ სამ ძირითად ფაქტორს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ლარის სასარგებლოდ მოქმედებს: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, დოლარის გლობალური სისუსტე და შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება.

 

დავიწყოთ სავალუტო შემოდინებებით. ამ მხრივ, პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტი საქონლით საგარეო ვაჭრობაა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, ექსპორტის მნიშვნელოვანი მატებისა და იმპორტის ზრდის ტემპის შენელების – ერთჯერადი ფაქტორების გარეშე – ფონზე, საქონლით ვაჭრობის დეფიციტის მშპ-სთან შეფარდებამ ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ექსპორტის ზრდის მთავარი კონტრიბუტორი კვლავ ავტომობილების რეექსპორტი იყო, თუმცა მცირედი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ ექსპორტშიც, დიდწილად ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ქვეჯგუფში. რაც შეეხება იმპორტს, წლიური ზრდის ტემპის შენელება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ცალკეული პროდუქტით არ არის განპირობებული, თუმცა აღსანიშნავია ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის კლება, რაც, რაოდენობრივთან ერთად, ფასების შემცირების ეფექტსაც ასახავს.

 

სავალუტო შემოდინებების მორიგი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფულადი გზავნილებია, რომლებიც ზრდას განაგრძობს. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში უფრო სტაბილური წყაროებიდან გზავნილები (რუსეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის გარეშე) წლიურად 11%-ით გაიზარდა და მთლიანი გზავნილების 83% შეადგინა. მათ შორის, ევროკავშირსა და აშშ-ზე 65% მოდიოდა. გარდა ამისა, მარტსა და აპრილში, პირველად 2023 წლის აპრილის შემდეგ, რუსეთიდან მიღებული გზავნილების მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც კი, ჯამურ გზავნილებში წლიურად დადებითი ზრდა დაფიქსირდა. 

 

მკითხველს ახსოვს ჩვენი თებერვლის პუბლიკაცია „რატომ მყარდება ლარი?“, სადაც მივუთითებდით, რომ მიმდინარე მოვლენები ეკონომიკური შინაარსით სავალუტო შოკს არ წარმოადგენდა და, ამდენად, ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილებოდა. აღნიშნული ეყრდნობოდა არგუმენტებს, ერთი მხრივ, იმპორტის მოსალოდნელ შემცირებაზე, ძირითადად გრძელვადიანი მოხმარების საქონლის კუთხით, და, მეორე მხრივ, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ნაკადების ნაკლებ სენსიტიურობაზე შიდა მოვლენების მიმართ, მათი გარე ბაზრებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ვინაიდან მოვლენები სწორედ ამ სცენარით ვითარდება, ჩვენი პოზიციაც უცვლელია. ამავდროულად, შენელება იკვეთება ტურიზმიდან შემოსავლებში, რომლებიც ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაკადი სავალუტო შემოდინებებიდან. პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად მხოლოდ 2.3%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისის არხებით არარეზიდენტების ხარჯები აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში შედარებით გააქტიურებულია.

 

ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი შეფასება, რომელიც აერთიანებს საქონლით წმინდა საგარეო ვაჭრობას, წმინდა ფულად გზავნილებსა და ტურიზმიდან წმინდა შემოსავლებს, 2025 წელს უმჯობესდება, რაც ლარის მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

 

მეორე ძირითადი ფაქტორი, რომელიც ლარის გამყარებას უწყობს ხელს, მსოფლიო ბაზარზე დოლარის ამჟამინდელი სისუსტეა. წლის დასაწყისთან შედარებით, დოლარის სავაჭრო პარტნიორებთან შეწონილი ეფექტური ინდექსი 7.5%-ით არის გაუფასურებული. დოლარის გაუფასურება აშშ-ის ეკონომიკის შესახებ მნიშვნელოვნად გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება, რაზეც დეტალურად ჩვენს წინა პუბლიკაციაში ვისაუბრეთ. დამატებით, გამოვყოფთ, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის ეკონომიკა ერთდროულად საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და გაცვლითი კურსის გაუფასურების კომბინირებული შოკით ხასიათდება, რაც, როგორც წესი, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი სცენარია და, ამდენად, ამერიკისათვის საკმაოდ იშვიათ და საყურადღებო მოვლენას წარმოადგენს. მომატებული გაურკვევლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებისას მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება,  მათ შორის ჩვენ მიერ შემუშავებული ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგიის კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანია.

 

დავუბრუნდეთ ლარს და მესამე მთავარ ფაქტორს, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში ლარის სასარგებლოდ მოქმედებს – შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება. ამ მიმართულებით, გამოვყოფთ, ერთი მხრივ, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის წინა თვეებთან შედარებით შენელებას და, მეორე მხრივ, გარკვეულ პირველად ნიშნებს წინასაარჩევნო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირებული დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციის კუთხით. შესაბამისად, ისევ რელევანტურია ე.წ. „კარგი დროის ბუფერი“, რომელიც, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია, თუმცა სენტიმენტებში რაიმე სტრუქტურული ცვლილების შესახებ საუბარი ჯერჯერობით კვლავ ძალზე ნაადრევია.

 

ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ  ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების მოცულობითი შევსების საშუალება მისცა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ნაშთმა აპრილის ბოლოს 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თებერვლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 300 მილიონი დოლარით აღემატება. ცნობილია, რომ მარტში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 102 მილიონი დოლარი შეიძინა. ჩვენი შეფასებით, როგორც აპრილში, ასევე მაისში ინტერვენციები კიდევ უფრო მასშტაბურია.

 

მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების მიუხედავად, ლარის შედარებით ზომიერი გამყარება თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, რისი არგუმენტებიც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში წარმოვადგინეთ. კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ამ არგუმენტებს. პირველი, სებ-ისთვის რეზერვების შევსება, წინასაარჩევნო პერიოდში ვალუტის საკმაო ოდენობით გაყიდვის შემდეგ, პრიორიტეტულია. მეორე, საბაზო სცენარში ინფლაციის პროგნოზი, წლის განმავლობაში მცირედით ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვან აჩქარებას არ მოიაზრებს, ამიტომ ინფლაციის შესამცირებლად გაცვლითი კურსის გამყარების აუცილებლობა ერთი შეხედვით დღის წესრიგში არ დგას.

 

ამავდროულად, საყურადღებოა, რომ, დოლართან ლარის მცირედი გამყარების ფონზე, კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა. როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან წონასწორულ შეფასებებზე დაკვირვებით, ლარი მიმდინარე პერიოდში წონასწორულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს, ეს კი უკვე ლარის მეტი გამყარების არგუმენტია. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

 

პუბლიკაციის სრული ვერსია იხილეთ  ბმულზე.

ShareShareTweet

Related Posts

Idram and Alipay+ Facilitate Cross-Border QR Payments in Armenia, Connecting Local Merchants with Global Digital Wallet Users
GEO

Idram და Alipay+ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდების პლატფორმას ნერგავენ და აკავშირებენ ადგილობრივ ბიზნესებს გლობალურ ციფრულ საფულეებთან

July 14, 2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
GEO

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

July 11, 2025
GEO

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

July 9, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

2 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ex-president Zurabishvili urges EU to act on Georgia’s democratic crisis and Russian interference

Kaja Kallas: Visa-free suspension among options for Georgia

Work ongoing at Station Square collapse site – area sealed off

Tbilisi Police Chief confirms second victim found in Station Square building collapse

Collapse of residential building in Station Square claims life of one person

Unconfirmed reports of casualties after cornice collapse near Tbilisi’s Station Square

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today