• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

“კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

by Georgia Today
December 6, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
“კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. საბჭოს 3 ახალი წევრი – გიორგი არველაძე, მატანგი გოვრიშანკარი და რობერტ სკოტ კოსმანი შემოუერთდა.

გიორგი არველაძეს საბანკო სფეროში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი წამყვან ბანკებში მუშაობდა და მათ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ამას გარდა, გიორგი არველაძის კარიერა უძრავი ქონების, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სექტორებში საქმიანობებსაც აერთიანებს. იგი მუშაობდა ლონდონში, BNP Paribas-ის სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში. საგულისხმოა, რომ გიორგი არველაძე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭომ უფროს დამოუკიდებელ წევრად (Senior Independent Director) აირჩია.

მატანგი გოვრიშანკარი 40 წელია, ბიზნესისა და ადამიანური რესურსების მიმართულებებით, ინდოეთსა თუ მის ფარგლებს გარეთ, მმართველ პოზიციებზე საქმიანობს, აქვს სხვადასხვა დარგში მოქმედ წამყვან კორპორაციებთან, მათ შორის Standard Chartered Bank-თან, Reebok-თან, GE-სა და Cummins Inc-თან თანამშრომლობის, აღმასრულებელი რგოლის ქოუჩინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და ეფექტიანის გუნდების ფორმირების მრავალწლიანი გამოცდილება. ბოლო დროს ის დასაქმებული იყო BP plc-ში, სადაც გლობალური შესაძლებლობების განვითარების ხელმძღვანელისა და გლობალური ლიდერობის აკადემიის დირექტორის პოზიცია ეკავა.

რობერტ კოსმანი 33 წელია, საცალო, მცირე და საშუალო საბანკო მომსახურების სფეროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. 2004-2020 წლებში იგი Raiffeisen Bank International-ში, უკრაინის ოფისში საცალო/SME ბანკინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ხელმძღვანელობდა SME რისკებს ავსტრიაში, ეკავა CIO-სა და COO-ს თანამდებობები. Raiffeisen-ამდე რობერტ კოსმანი განვითარების უფროსი ბანკირის რანგში EBRD-თან, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და USAID-თან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციის კუთხით თანამშრომლობდა. ამჟამად, ის აქტიურად საქმიანობს როგორც „Fintech Angel“ ინვესტორი, ასევე, მრჩეველი/მენტორი მრავალი სტარტაპისთვის უკრაინაში.

ამ ეტაპზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს 7 წევრი ჰყავს. თითოეულს ბიზნესის განვითარების, კორპორაციული მართვის, საბანკო საქმისა და მიკროფინანსების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2017 წლიდან საბჭოს არჩილ ბაკურაძე ხელმძღვანელობს.

„სამეთვალყურეო საბჭოს ახალ შემადგენლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კრისტალის ბანკად წარმატებული ტრანსფორმაციისა და კომპანიის შემდგომი განვითარებისათვის. საბჭოში დამოუკიდებელი წევრების უმრავლესობაში ყოფნა და კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დაწესება ჩვენი გააზრებული არჩევანია. ის ემსახურება მდგრადი, ინოვაციური და ფინანსურ ჩართულობაზე ორიენტირებული მოწინვე ბანკის შექმნის მიზანს. “, – აღნიშნავს კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.

ShareShareTweet

Related Posts

Visa: Georgia Ranks 1st in Contactless Payments Penetration Globally
GEO

Visa: საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით

February 1, 2023
Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ
GEO

Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ

February 1, 2023
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადი იწყება
GEO

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადი იწყება

January 18, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

10 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

11 months ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

11 months ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

11 months ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine Latest: Kyiv Signals Reforms ahead of EU Summit

NDI: 69% of Respondents Believe that Georgia should Introduce Visa Regime for Russians

Zelensky: I urge the world to help save Mikheil Saakashvili’s life and prevent his execution

‘Vivamedi’ Denies Reports about Transfer of Saakashvili to Intensive Care

EC Says Future of Ukraine, Moldova, Georgia Lies within EU

Levan Khabeishvili: Misha, We Won’t Stop until Your Life and Health Are Secured

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today