• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

by Georgia Today
April 2, 2026
in GEO
Reading Time: 1 min read

ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში

გაცვლითი კურსის ანალიზისას, როგორც წესი, ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, პირველ რიგში, ლარის აშშ დოლართან შედარებაა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ბევრი თავდაპირველად გაკვირვებითა დამცირედი სკეპტიციზმითაც კი ხვდება იმ ფაქტს, რომ, სინამდვილეში, ლარი ევროს მიმართ გაცილებით სტაბილურია. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი – ლარის მერყეობა აშშ დოლარისმიმართ მხოლოდ მოკლევადიან პერიოდშია უფრო დაბალი, ერთი წლისა და უფრო ხანგრძლივი პერიოდის ჭრილში კი – პირიქით. იმავე დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა რეგიონის სხვა ვალუტების ანალიზიც.

ამის მიზეზი რამდენიმეა:

  • საქართველოს ეკონომიკის ციკლები ევროკავშირის ეკონომიკის ციკლებთან გაცილებით მჭიდრო კავშირშია. ამდენად, ეკონომიკური ზრდაც, როგორც წესი, უფრო მაღალია, როდესაც ევრო შედარებით მყარია;
  • მართალია, აშშ დოლარი საქართველოსთვის მთავარი ტრანზაქციული ვალუტაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ცვლადებთან უფრო ახლო კავშირშია. ევროკავშირი სავალუტოშემოდინებების მთავარ წყაროდ რჩება, ხოლო სხვა ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების დიდი ნაწილი (ნავთობის ექსპორტიორები, მეზობელი ქვეყნები) აგრეთვე ევროკავშირის ეკონომიკურ ციკლებთან მეტადთანხვედრაში არიან. ისტორიულად ამის მიზეზს, მათ შორის, აშშ დოლარსა და ნავთობის ფასებს შორის უარყოფითი კორელაცია წარმოადგენდა, თუმცა 2022 წლის შემდეგ ეს კავშირი დასუსტებულია;
  • აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსი წარსულში გლობალური რეცესიის ან/და მომატებული რისკის დროს მის გამყარებას მოიაზრებდა, რაც დოლარში გამოსახული შემოსავლების  ვარდნის დამატებითგაუარესებას იწვევდა. ბოლო პერიოდში, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, ეს სტატუსი გარკვეულწილად შეცვლილია.

საერთო ჯამში, ლარის შედარებითი სტაბილურობა ევროს მიმართ თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს. სხვა თანაბარ პირობებში, ესნიშნავს, რომ ევროში შედარებით მეტი სესხის აღებაა ოპტიმალური. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, კვლავ დღის წესრიგში დადგა ერთ-ერთი ზემოხსენებული ფაქტორის – აშშ დოლარისუსაფრთხო აქტივის სტატუსის – პოტენციური გადააზრება. მართალია, ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აქცენტის საშუალო და გრძელვადიან ინდიკატორებზე გაკეთებაა რეკომენდირებული, თუმცა, შესაძლებელია, მოკლევადიანი ინდიკატორები გრძელვადიანი პროგნოზების ცვლილების საჭიროებაზეც მიუთითებდეს. ამდენად, აუცილებელია გავაანალიზოთ, თუ რით არის განპირობებული მსოფლიო ბაზრების რეაქციამიმდინარე მოვლენების მიმართ და, შესაბამისად, არის თუ არა საჭირო ჩვენი რეკომენდაციების კორექტირება – ერთადერთი ღია კითხვა, რომელიც გასული კვირის ერთგვერდიან შეჯამებაში გვქონდა დატოვებული.

უფრო კონკრეტულად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აშშ დოლარი გლობალურად გამყარების ტენდენციით ხასიათდება, როგორც ევროს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ. კითხვაზე საპასუხოდ, ესგამყარება მოკლევადიანია თუ ისევ უსაფრთხო აქტივის სტატუსის გაძლიერებას უკავშირდება, კვლავ ოქროს ფასის ანალიზი დაგვეხმარება. მკითხველისთვის ცნობილია ჩვენი ნოემბრის პუბლიკაცია, სადაც მივუთითებდით, რომ ფასების მაშინდელი ზრდა დიდწილად სტრუქტურულ ფაქტორებს ასახავდა, რომლებიც, საერთო ჯამში, აშშ დოლარისთვის ნეგატიურია; შესაბამისად – ევროსთვის პოზიტიური. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ხომ არმიუთითებს ფასების მიმდინარე კლება უკვე საპირისპირო ტენდენციაზე, რაც აშშ დოლარში შედარებით ნაკლები სესხის რეკომენდაციის წინაპირობა იქნებოდა. ჩვენი პასუხი უარყოფითია, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • ფასები მცირდება არა მხოლოდ ოქროზე, არამედ უსაფრთხო აქტივის მქონე ყველა აქტივზე. ეს ეხება როგორც სხვა ძვირფას მეტალებს, ასევე, მაგალითად, შვეიცარიულ ფრანკს, რომელიც, როგორც წესი, კრიზისებისდროს მუდმივად მყარდება, მათ შორის, გასული წლის ივნისში ახლო აღმოსავლეთში წინა ესკალაციისას. გარდა ამისა, აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განწყობების მნიშვნელოვანი გაუარესება არ შეინიშნება. ამდენად, როგორც ჩანს, ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივების ძიება ამჟამად პრიორიტეტს ნაკლებად წარმოადგენს;
  • საპირისპიროდ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, რაც მიმდინარე მოვლენების ფონზე მომატებულ ინფლაციურ რისკებთან და, შესაბამისად, ცენტრალური ბანკების მხრიდან მკაცრიმონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების ან/და დამატებით გამკაცრების მოლოდინებთან არის დაკავშირებული. ეს ოქროზე, როგორც არაშემოსავლიან აქტივზე, უარყოფითად მოქმედებს;
  • კონფლიქტის დეესკალაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაქცია ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბაზრის მონაწილეებისთვის მთავარ საფრთხეს ინფლაციის ზრდა წარმოადგენს. ბოლო დღეებისგანმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც კონფლიქტის დასრულების ალბათობის ზრდას, იქნებოდა ეს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები თუ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ სიახლეები, ოქროსფასის მყისიერი ზრდა მოჰყვა. რა თქმა უნდა, თუ ბაზარი უსაფრთხო აქტივების ძიებაზეა ორიენტირებული, ამ მხრივ ცვლილების მიმართულება საპირისპირო იქნებოდა;
  • გარდა ამისა, აშშ დოლარის, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობისა და ოქროს ფასების მიმდინარე დინამიკა დიდწილად იმეორებს 2022 წლის ტენდენციებს, როდესაც უკრაინაში ომის დაწყებას ოქროსფასის მყისიერი ზრდა მოჰყვა, თუმცა მალევე, ინფლაციური მოლოდინების ზრდასთან ერთად, საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა და აშშ დოლარი გამყარდა, ოქროს ფასი კი შემცირდა. 2022 წლის ბოლოს, როდესაცაშშ-ში ინფლაცია შენელდა, დოლარი კვლავ გაუფასურდა, ოქროს ფასი კი გაიზარდა.

პუბლიკაციის სრულ ვერსიაში ასევე მოყვანილია რამდენიმე მოკლევადიანი ფაქტორი, რომლებიც, შესაძლოა, ოქროს ფასების მიმდინარე დინამიკაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას, მათ შორის, სპეკულაციური აქტივობა, კომპიუტერული ალგორითმები და ინვესტორების მხრიდან – ცენტრალური ბანკების ჩათვლით – გასულ წელს ფასების ზრდის შედეგად მიღებული მოგების რეალიზაცია.

ამდენად, თუ აშშ დოლარის გამყარება უსაფრთხო აქტივის სტატუსის კვლავ გაძლიერებით არ არის განპირობებული, რა შეგვიძლია ვთქვათ სხვა საშუალო და გრძელვადიან ფაქტორებზე? ფისკალური პოლიტიკა, ოქროზეინსტიტუციური მოთხოვნის ზრდა, ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაცია, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის დამოუკიდებლობის დასუსტება – ყველა ეს სტრუქტურული ფაქტორი, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარისთვის უარყოფითი რჩება. დამატებით აღსანიშნავია, რომ დოლარის წამყვანი პოზიცია, გარკვეულწილად, იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ ნავთობის ფასები სწორედ დოლარშია დენომინირებული. ცვალებადიგეოპოლიტიკური გარემოს პირობებში საყურადღებოა ამ ფაქტორის შესაძლო დასუსტებაც.

რას ნიშნავს ეს ყოველივე პრაქტიკული თვალსაზრისით? ჩვენი პროგნოზით, ომის დასრულების შემდგომ, ევრო გამყარდება, მით უფრო რომ მიმდინარე მოვლენებამდეც აშშ დოლარის მიმართ ჯერ კიდევ ზედმეტადგაუფასურებული რჩებოდა. ამდენად, აშშ დოლარის პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შედარებით სუსტია, რაც დოლარში მეტი სესხის მხარდამჭერი ფაქტორია. რასაკვირველია, ზემოთ მოცემული მსჯელობისფონზე, მოკლევადიანი მიზნებისთვის მეტი სიფრთხილის გამოჩენაა მიზანშეწონილი. ლარის კუთხით, ჩვენი პოზიცია კვლავ დიდწილად ნეიტრალურია. კონკრეტულად როგორ გამოიყურება სასესხო კალათის ოპტიმალურისტრუქტურა? რასაკვირველია, ინდივიდუალური შეფასება ყოველთვის უფრო ზუსტია, თუმცა სარეკომენდაციო სტრუქტურა გასული კვირის ერთგვერდიან შეჯამებაშია მოცემული.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

 

Tags: TBCTBC capital
ShareShareTweet

Related Posts

GEO

2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება

April 8, 2026
Enhancing Surgical Precision and Improving Outcomes with Robotic Surgery at Acıbadem
GEO

რობოტული ქირურგიის საშუალებით ქირურგიული სიზუსტის გაუმჯობესება და შედეგების ოპტიმიზაცია Acıbadem-ში

April 6, 2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
GEO

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

April 6, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

11 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

World Bank chief: Middle East war to slow global growth, raise inflation

Aviation fuel prices rise 130% over past year

37 years since the April 9 tragedy

Gov’t announces full restoration of Borjomi–Bakuriani railway, expansion of national rail network

Lelo calls to name Anaklia Port after Trump, links project to “Trump Route”

Government updates residence permit rules for foreigners

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today