• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი ბიზნესი კომპანია „ნინეას“ ონლაინ ვაჭრობის გაფართოებაში დაეხმარა

by Georgia Today
April 2, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი ბიზნესი კომპანია „ნინეას“ ონლაინ ვაჭრობის გაფართოებაში დაეხმარა

პანდემიით გამოწვეულმა იძულებითმა შინ ყოფნამ ადამიანებს საკუთარ თავთან კომუნიკაციისთვის მეტი დრო გაუჩინა.  ემოციების და განწყობების გარეთ გამოტანა საკუთარ თავთან საუბრის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გახდა. ამ სიტუაციამ ბუნებრივად გაზარდა მოთხოვნა „სანებივრო სამოსზე“, როგორც ამას კომპანია „ნინეას“ დამფუძნებლები თავის შექმნილ კოლექციას უწოდებენ.

2017 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მანამდე არარსებულ ქართული წარმოების ღამის სამოსს სთავაზობს მომხმარებელს, პანდემიის პერიოდში გამოწვევის წინაშე დადგა. სამი ქალის მიერ დაარსებული საწარმოს პროდუქციამ თავიდანვე დიდი  დაინტერესება გამოიწვია. როგორც „ნინეას“ ერთერთი დამფუძნებელი ნელიკო თორდია აღნიშნავს, დღეს უკვე აქვთ საწარმო, სადაც კოლექცია თავიდან ბოლომე ხელით იქმნება, რომ პროდუქტი მაქსიმალურად დახვეწილი და ხარისხიანიიყოს.

„ნინეას“ სანებივრო სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, რომელიც ნატურალური და სინთეზური ქსოვილების კოლექციას აერთიანებს. ფერი, ქსოვილი და მოდელი ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს. ამჟამად კომპანია მუშაობს ახალ კოლექციაზე, რომელიც 100 პროცენტით ნატურალური აბრეშუმისგან შედგება.

პანდემიამდე „ნინეას“ ორი სავაჭრო ობიექტი ჰქონდა, მაგრამ 2020 წელს შეცვლილმა სიტუაციამ დამფუძნებლები ონლაინ ვაჭრობის აუცილებლობაში დაარწმუნა და ვებგვერდი www.ninea.ge უფრო აქტიური გახდა.

„ონლაინ მაღაზიის შექმნა დღის წესრიგში იდგა. ამ პერიოდში ძალიან დროული აღმოჩნდა თიბისის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი პროექტი, რომელიც გულისხმობდა მზა პლატფორმაზე ონლაინ მაღაზიის შექმნას და მისი მომსახურების დაფინანსებას 1 წლის ვადით, რაც ძალიან დაგვეხმარა ამ პროცესის დაჩქარებასა და განხორციელებაში“, – ამბობს ნელიკო თორდია.

ონლაინ პლატფორმაზე გადასვლამ კომპანიას არა მხოლოდ ვაჭრობის შენარჩუნების, არამედ წინსვლისა და განვითარების საშუალებაც მისცა, კომპანიამ ელექტრონული კომერციის მეშვეობით გაყიდვები გააორმაგა.

„თიბისი ბიზნესმა ბიზნესების მხარდაჭერის ეს პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო, რადგან შექმნილმა რეალობამ ძალიან მალე დაგვანახა, რომ ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა დღითი დღე უფო იზრდებოდა. ბიზნესს გაყიდვების ახალი არხი სჭირდებოდა, რომ მომხმარებელი არ დაეკარგა და ჩვენ შევთავაზეთ მათ, ამის გაკეთებაში დავხმარებოდით. გვიხარია, რომ ბევრმა ბიზნესმა წარმოება გაზარდა და მთლიანად ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა“, – ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას გულისხმობს.

ShareShareTweet

Related Posts

ადამიანების მენეჯმენტი | 360° – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის
GEO

ადამიანების მენეჯმენტი | 360° – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის

May 24, 2023
სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო
GEO

სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო

May 24, 2023
თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია
GEO

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია

May 24, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

8 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

1 year ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine dam: Thousands flee floods after dam collapse near Nova Kakhovka

Kakhovka Dam in the Russian-controlled area of southern Ukraine destroyed

Ben Hodges: Georgian PM doesn’t want the country to join NATO, as he’s afraid of a Russian attack

Government plans construction of new, modern airport in Tbilisi

Gov’t report: The US positively evaluates Georgia’s compliance with the sanctions regime

3 activists detained near parliament on June 2 released

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today