• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბუტრანა“ ევროპული სტანდარტების წარმოებაზე გადადის

by Georgia Today
May 19, 2021
in GEO
Reading Time: 1min read
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბუტრანა“ ევროპული სტანდარტების წარმოებაზე გადადის

ბუტრანა კახეთში, სოფელ ტიბაანთან მდებარე მიკრო-ზონაა, რომელიც კახეთის ტერიტორიაზე არსებულთაგან ერთ-ერთი უძველესია. იქ მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა, ღვინო კი – ხასიათით. სულ რამდენიმე წლის წინ ბუტრანას შესახებ ცოტა ვინმეს თუ სმენოდა –  კახეთს გარეთ მცხოვრებთათვის ეს სახასიათო სიტყვა და გამორჩეული ადგილი ან სრულიად უცნობი, ან კიდევ მივიწყებული იყო –  მის ხსენებას და მასზე ინფორმაციას ძველ წიგნებში თუ წააწყდებოდით. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა წარმოშობით ტიბაანელმა ჯემალ ხატიაშვილმა საკუთარი ბიზნესისა და წარმოების ბუტრანასთან დაკავშირება.

“ჩვენი ოჯახი 10 ჰექტარ მიწას ფლობს ტიბაანთან, სწორედ მათ –  პირველ რიგიში კი პაპამ – ჩამინერგეს ადრეული ბავშვობიდან ამ საქმის სიყვარული. ჩვენ სამი სახის პროდუქციას ვაწარმოებთ – ღვინოს, ყველსა და სუფრის ყურძენს. ჩვენი ყველა პროდუქტი დაკავშირებულია ბუტრანაში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებულ ღვინოსთან – მაგალითად, ჩვენს მიერ წარმოებული ყველი ჩვენივე საფერავშია დავარგებული”.

საქართველოში ნატურალური რძე მუდამ დეფიციტური იყო, მაგრამ “ბუტრანას” აქვს ამბიცია, რომ მის მიერ წარმოებული ყველი მხოლოდ ნატურალურ რძეზე იყოს დამზადებული. სწორედ ამის გამო გადაწყდა მერძეული ფერმის აშენება. ძროხების ექსპორტს ესტონეთიდან აპირებენ – მათი გამორჩეული გენეტიკისა და იშვიათი პროდუქტიულობის გამო. მანამდე კი, საკუთარ პატარა ფერმაში წარმოებული და სხვა ადგილობრივი ფერმერებისაგან შეძენილი რძით, “ბუტრანა” ოცამდე სახეობის ყველს სთავაზობს მომხმარებელს – საფერავში, თათარაში, აჯიკაში, თაფლში,  პიტნაში, კენკრაში თუ სხვა მეთოდებით დავარგებულს.

ფერმის გაფართოება და ევროპულ სტანდარტზე სრული გადასვლა, ცხადია, წარმოების მასშტაბსაც გაზრდის და ახალი ჩანაფიქრების თამამად განხორციელების საწინდარიც იქნება. ევროპული ყველეულიდან “ბუტრანა” უკვე აწარმოებს მოცარელას, ახლო მომავალში კი კამემბერისა და ლურჯი ყველის დამატებაც იგეგმება.

“ახალი ფერმა წარმოების მასშტაბის გაზრდაში ძალიან დაგვეხმარება. თავდაპირველად “ბუტრანაში” 5 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს 20-მდე თანამშრომელი გვყავს, ფერმის ამუშავების შემდეგ კი მინიმუმ 7 ახალი თანამშრომელი დაგვემატება”.

ექვს ჰექტარზე გაშენებული ვენახების ყურძნისაგან “ბუტრანა” ორი სახეობის ღვინოს აწარმოებს – საფერავსა და ქვევრის რქაწითელს.

“ჯერჯერობით მხოლოდ 5000 ბოთლს ვასხამთ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გადის, მაგრამ გვაქვს შატოს აშენების გეგმა და გვინდა წლიური წარმოება 100 000 ბოთლამდე გავზარდოთ. ცხადია, ღვინის ექსპორტიც გეგმაშია. ვაპირებთ, ღვინო ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ”.

“ბუტრანას” ვენახებში 50-მდე ჯიშის ყურძენია. საღვინე ჯიშებიდან ღვინო იწარმოება, დანარჩენი კი ხილად  იყიდება – აქაური ვენახების დაფასოებული და ეტიკეტირებული ყურძნით “აგროჰაბი” მარაგდება. ეს ყურძენი სამაცივრე მეურნეობაში ინახება, რომელიც საქართველოში სიახლეს წარმოადგენს. ყურძნის ევროკავშირის ბაზარზე გატანაც გეგმაშია.

“ბუტრანა” ევროპული სტანდარტისა და ნოვაციების დამკვიდრებისთვის ზრუნავს, რაც შრომატევადი და ხარჯიანი საქმეა. თიბისისთან თანამშრომლობის 7 წლიანი ისტორია აქვს, სწორედ თიბისის მხარდაჭერით შეიძინეს სამაცივრე მეურნეობის გასამართად საჭირო დანადგარები, ახლა კი  ევროპული სტანდარტის ფერმის ასაშენებლადაც მოიპოვეს დაფინანსება. ჯემალ ხატიაშვილი ამბობს, რომ „გეგმაში კიდევ ბევრი სიახლეა და მათ შესახებ მეტ-ნაკლები სითამამით ლაპარაკის საშუალებას სწორედ ამგვარი მხარდაჭერა იძლევა”.

ShareShareTweet

Related Posts

თიბისიმ ფორუმს „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“ უმასპინძლა
GEO

თიბისიმ ფორუმს „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“ უმასპინძლა

July 1, 2022
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა
GEO

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

May 19, 2022
აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად
GEO

აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

May 19, 2022

Recommended

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 months ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 months ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 months ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Georgia, Ukraine and European Security in the Spotlight at the NATO Madrid Summit

PM: Our Government is Mobilized to Meet All Conditions Set by EU in a Timely Manner

Businessman Shalva Breus to Build Museum of Contemporary Art in Tbilisi

Ambassadors Respond to Tbilisi Pride Events, Urging Support for Freedom of Expression

Joint Statement by 3 Former GD MPs: We Must Equip Society with the Truth

Degnan: Work Done to Promote EU Candidacy will also Benefit Georgia’s NATO Membership

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today