• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისის მხარდაჭერით პაბი  „კრეატორია“  სტუმრებს დამატებით სივრცეს შესთავაზებს

by Georgia Today
December 19, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისის მხარდაჭერით პაბი  „კრეატორია“  სტუმრებს დამატებით სივრცეს შესთავაზებს

სპორტის, კარგი ლუდისა და მეგობრულ გარემოში გართობის მოყვარული ბათუმის მაცხოვრებლები თუ მისი სტუმრები უკვე კარგად იცნობენ პაბს „კერატორია“, რომელიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური და პოპულარულია მათთვის, ვინც თავის საყვარელ სპორტსმენებს ტელევიზიით გულშემატკივრობს.

ლუდის უამრავი სახეობის, ლუდთან შეთავსებული კრეატიული მენიუს, უნიკალური დიზაინის და ცოცხალი მუსიკის გარდა, რაც აქაურობას მართლაც გამორჩეულ სივრცედ აქცევს, პაბის მფლობელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეგობრული, შინაურული, მყუდრო და ამავდროულად ცოცხალი, მხიარული განწყობის შექმნას, რომელიც მომხმარებელსა და მომსახურე პერსონალს შორის ურთიერთობით, კეთილგანწყობით და იმ ყველაფრის სიყვარულით მიიღწევა, რისთვისაც ეს სივრცე თავის დროზე დაარსდა.

„თავდაპირველად ეს სივრცე ბიზნესის მიზნით არ შექმნილა. რაგბის და ზოგადად სპორტის მოყვარულმა რამდენიმე ადამიანმა გადავწყვიტეთ, ვიწრო წრისთვის მოგვეწყო ადგილი, სადაც შევიკრიბებოდით და ლუდის თანხლებით ვუყურებდით ხოლმე თამაშებს. შემდეგ, დროთა განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გარდა კიდევ უამრავ ადამიანს ჰქონდა ასეთი სივრცის მოთხოვნილება. ასე გადაიქცა აქაურობა ბარად, რომელიც უდიდესი სისწრაფით დაიხვეწა, გაფართოვდა და ახლა კიდევ უფრო გაფართოებასაც ვგეგმავთ, რადგან მოთხოვნა და სტუმრების რიცხვი იზრდება და არსებულ სივრცეში ვეღარ ვეტევით,“ – ამბობს  „კრეატორიას“ დამფუძნებელი.

ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელის მრავალფეროვან არჩევანთან საგულდაგულოდაა მისადაგებული ქართული თუ უცხოური კერძების მენიუ. სნექი, პიცა, ბურგერი,  სენდვიჩი და განსაკუთრებული, საფირმო ხორცის დაფები ის პროდუქტებია, რომელიც „კრეატორიაში“ მისული ნებისმიერი გემოვნების სტუმრის გულს ადვილად დაიპყრობს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „კანჭის“ მენიუ  – ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით  შექმნილი ახლებური, ექსკლუზიური კერძი – შებოლილი ხორცის, ბეკონის, მოცარელას, ჩედარისა და სხვადასხვა სანელებლების კომბინაციით შექმნილი კანჭის გუდა, რომლის ჭამაც მხოლოდ „კრეატორიაში“ შეგიძლიათ. ასევე – ქათმის კოტლეტი ბარდის პიურეთი თუ სოსისი ყველითა და ლობიოს მუსით, მჟავე სოუსთან ერთად, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ სპეციალურად  და მხოლოდ „კრეატორიისთვის“ დამზადებულ, ჩამოსასხმელ შავ ლუდთან ერთად.

„ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად შეიქმნა. მთავარი ჩვენთვის იყო და არის ურთიერთობებზე დაფუძნებული საქმე. ადამიანი არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება და ვცდილობთ, ყველა გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მივიღოთ. ვცდილობთ, ადამიანებთან გავუშვათ მთავარი მესიჯი – ეს სივრცე ეკუთვნის ყველას თანაბრად, როგორც ჩვენ, დამფუძნებლებს, ასევე გუნდს და ასევე ყველა სტუმარს; რომ მთავარი ყველა საქმეში კეთილსინდისიერებაა და რომ ბიზნესის კეთებაშიც სწორედ ესაა მთავარი ამოსავალი წერტილი – კეთილსინდისიერად აკეთო საქმე. ამით მიიღწევა წარმატება.“

სულ მალე კი „კრეატორიას“ გუნდი საყვარელ სტუმრებს დიდი სიახლით გაახარებს – თიბისის მხარდაჭერით ბარის სივრცე გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტ სტუმარს დაიტევს. ერთ ჭერქვეშ მოქცეულ ორ განსხვავებულ სივრცეში თავის მოყრა შეეძლებათ როგორც სასადილოდ თუ სავახშმოდ მისულ სტუმრებს, ასევე ბარის სივრცეში, ურთიერთობისთვისა თუ გასართობად მისულ ადამიანებს, რომელთათვისაც „კრეატორია“ კვირაში ორჯერ, ტრადიციულად, ცოცხალ მუსიკა დაუკრავს.

ShareShareTweet

Related Posts

Visa: Georgia Ranks 1st in Contactless Payments Penetration Globally
GEO

Visa: საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით

February 1, 2023
Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ
GEO

Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ

February 1, 2023
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადი იწყება
GEO

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადი იწყება

January 18, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

10 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

11 months ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

11 months ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

11 months ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine Latest: Kyiv Signals Reforms ahead of EU Summit

NDI: 69% of Respondents Believe that Georgia should Introduce Visa Regime for Russians

Zelensky: I urge the world to help save Mikheil Saakashvili’s life and prevent his execution

‘Vivamedi’ Denies Reports about Transfer of Saakashvili to Intensive Care

EC Says Future of Ukraine, Moldova, Georgia Lies within EU

Levan Khabeishvili: Misha, We Won’t Stop until Your Life and Health Are Secured

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today