• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟურნალში – „დეკანტერი“ ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა

by Georgia Today
September 28, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟურნალში – „დეკანტერი“ ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა

თიბისის ინიციატივითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟურნალ „დეკანტერში“ თიბისის პარტნიორი ღვინის 7 კომპანიის პროდუქციის შესახებ დაიბეჭდა.

ღვინის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალის ოქტომბრის ნომერში საქართველოზე, ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე მომზადდა სტატია სათაურით – „ტრადიცია ხვდება ინოვაციას. ქართული ღვინის აღმოჩენა“.

https://fb.watch/8dnR05bux2/

სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოები: „ასკანელი ძმების“ მუზა,  „თბილღვინოს“ ქვევრის რქაწითელი, „ბადაგონის“ ალავერდის ტრადიციები, „ქართველის“ საფერავი ქვევრი,  „შატო მუხრანის“ ქვევრის საფერავი 2017, „მარნისკარის“ შატო ნეკრესი-სანავარდო და „კორპორაცია ქართული ღვინოს“ აკიდო – წინანდალი.

სტატიაში საუბარია ქართული ღვინის კულტურის რვაათასწლიან ისტორიაზე, საქართველოს ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, „იუნესკოს“ მიერ  ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის აღიარებასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებზე.

„პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებაში, მაშინ როდესაც ფიზიკური გამოფენები და ღონისძიებები შეჩერებულია და შესაბამისად, მეღვინეების წვდომა საერთაშორისო აუდიტორიაზე – შეფერხებული, თიბისისთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა მეღვინე პარტნიორებისათვის მხარდაჭერა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია არ შეჩერდეს იმ ქვეყნებში, სადაც ქართულ ღვინოს გაყიდვების დიდი პოტენციალი აქვს – დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ჩინეთში. ჟურნალ „დეკანტერში“ მომზადებული სტატია, რომელსაც საერთაშორისო აუდიტორია გაეცნობა, ვფიქრობთ დროული და სწორი გადაწყვეტა იყო. ზოგადად, სხვადასხვა ინიციატივის პარალელურად, მეღვინეებს წარმოების მთელი პროცესის განმავლობაში ვუჭერთ მხარს – ვენახის მოვლიდან დაწყებული, პროდუქტის ექსპორტზე გატანით დამთავრებული. თიბისიში, სხვა სექტორების მსგავსად, ღვინის სექტორსაც პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ემუშავება, რომლის წევრებიც  სფეროს ექსპერტები არიან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. სფეროს განვითარებისთვის და მისთვის დამატებითი რესურების მოძიების მიზნით, სახელმწიფო პროგრამებთან არაერთი ინიციატივის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. ჩვენი მიზანია, რომ კომპანიები, თანამედროვე ტექნიკითა და დანადგარებით იყვნენ აღჭურვილები და საბოლოოდ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია შექმნან, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მეღვინეობის პროექტებში თიბისის განხორციელებული ინვესტიცია 450 მილიონ ლარამდეა“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

“ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისა და  ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს “ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის” ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  ქართული ღვინის დეგუსტაციები და პრეზენტაციები ეწყობა. სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღვინის კონკურსებში, გამოფენებსა და ფესტივალებში. ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე 3 ძირითადი გზავნილით წარსდგება: „საქართველო ღვინის სამშობლო“, რაც დაფუძნებულია მეცნიერულად დასაბუთებულ კვლევებზე. მნიშვნელოვანი გზავნილია  „8 ათასი უწყვეტი რთველი“ – საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 8 ათასი წლის წინ დაიწყეს ღვინის წარმოება და დღემდე უწყვეტად გრძელდება ეს ტრადიცია. მესამე ძირითადი გზავნილია – 525 უნიკალური ადგილობრივი ჯიში, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით საქართველო მართლაც გამორჩეული და უნიკალურია მსოფლიოს მეღვინეობით განთქმულ ქვეყნებს შორის. ცალკე სეგმენტად გამოიყოფა ქართული ქვევრის ღვინო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგია, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე ითვალისწინებს სტატიების განთავსებას მსოფლიოს პრესტიჟულ გამოცემებში, მათ შორის, ისეთში, როგორიცაა ჟურნალი “დეკანტერი”. ამ გზით ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება პროფესიონალებისა და მოყვარულების წინაშე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის. პანდემიის პირობებშიც, ჩვენ ვაგრძლებთ ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც სახელმწიფომ მეღვინეობის დარგის   განვითრების ხელშეწყობისთვის შეიმუშავა“, – ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

ჟურნალი “დეკანტერი” 100-მდე ქვეყანაში ვრცელდება და მას ღვინის სექტორის პროფესიონალი წარმომადგენლები, კოლექციონერები თუ მოყვარულები ეცნობიან. „დეკანტერის“ ექსპერტები და დეგუსტატორები ყოველწლიურად ათასობით ღვინოს უწევენ რეკომენდაციას.

ჟურნალ „დეკანტერის“ სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: Decanter.com

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

June 20, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
GEO

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

June 20, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

June 20, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 month ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Georgian NGOs Decry ‘Russian-Style’ Data Demands from Gov’t

EU Condemns Georgia’s Media Crackdown, Demands Release of Journalist Mzia Amaglobeli

MEP Kols: I strongly demanded strict sanctions against the regime suffocating democracy in Georgia

EU Parliament urges immediate release of Amaglobeli, Devdze, Japaridze, Melia, Gvaramia & Saakashvili

Economist Khishtovani: Business climate in Georgia continues to deteriorate

Anti-Corruption Bureau denies unlawful data requests

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today