• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში

by Georgia Today
January 26, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read
გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში

თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“ გამარჯვებისთვის სამი კომპანია იბრძვის, ესენი არიან „ციმ.ციმ“,  „ენთები“ და „აუკი“ .

„ენთები“ საბუღალტრო-ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება. „ენთები“ 2015 წელს დაარსდა და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული და გამარტივებული სერვისი.

როდესაც „ენთები“ ბაზარზე გამოჩნდა, არსებული საბუღალტრო კომპანიები აქცენტს აკეთებდნენ მსხვილ ბიზნესზე. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი სერვისი. საბუღალტრო კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასი, პრაქტიკულად, მცირე და საშუალო ბიზნესს წვდომას უზღუდავდა. ეს იმ დროს, როცა დიდი ბიზნესების რაოდენობა საქართველოში რამდენიმე ასეულს არ აღემატება, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესების რაოდენობა 50 ათასს აჭარბებს.

„ენთებმა“ კი სწორედ ამ სეგმენტზე მორგებული სერვისი შექმნა, თანაც მარტივი მიდგომით: ტექნოლოგიების დახმარებით, ბუღალტერიისა და თანმდევი ტრანზაქციების ავტომატიზაციის გზით და მანუალური ინტერვენციის მინიმუმამდე დაყვანით.  კომპანიამ, ერთი მხრივ, შეამცირა ხარჯები და მცირე და საშუალო ბიზნესს მისაღებ ფასად შესთავაზა მომსახურება და მეორე მხრივ, მოახდინა ბუღალტრული მომსახურების უდიდესი ნაწილის გაციფრულება.

„ფიზიკური საბუთები პრაქტიკულად სრულად ჩავანაცვლეთ ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლით. მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ბუღალტერიის ავტომატიზაცია და დისტანციური ინფორმაციის მიმოცვლა ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში ეს სრულიად რეალურია და სწორედ ამ მიდგომით ვმუშაობთ ჩვენ“, – ამბობს ანი შენგელია, „ენთების“ ადმინისტარციული სამსახურის უფროსი.

გარდა იმისა, რომ 500-ზე მეტ კომპანიას თავიდან ააცილეს ქაღალდებთან ურთიერთობა, „ენთების“ გუნდი დიდ დროს და რესურსს უთმობს კლიენტების კმაყოფილებას. მომხმარებელთა კომფორტისთვის, „ენთებმა“ WhatsApp-ის ჩატი შექმნეს, სადაც კლიენტები პასუხი სწრაფად იღებენ და პრობლემის გადაჭრაც ეფექტურად ხდება.

„ჩვენ ვუსმენთ და ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების მოსაზრებებს, რისი გაუმჯობესება სურთ, რა მომსახურება მოსწონთ და რა არა. ამ მიზნით რეგულარულად ვიღებთ მათგან უკუკავშირს. მაგალითად, ყველა ახალ კლიენტს ყოველი თვის ბოლოს აუცილებლად გამოკითხვას ვუტარებთ, გენერალური გამოკითხვას კი 6 თვეში ერთხელ ვატარებთ. „ენთები“ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურად ვიზრდებით, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად მომსახურების ხარისხი რჩება და არა რაოდენობა“.

„ენთებისთვის“ თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტობა ნიშნავს აღიარებას და იმის დასტურს, რომ საქმეს კარგად აკეთებენ და სწორი გზით ვითარდებიან.

„ციმ.ციმ“-ი საბავშვო და საოჯახო ტექსტილის გალერეაა, სადაც გამორჩეული ხარისხითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ამზადებენ ეკო პროდუქციას. „ციმ.ციმის“ საწარმოში საბავშვო, საოჯახო, კომერციულ და გარე გამოყენების ტექსტილის ნაწარმი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილებით და ქარხნული სტილით იკერება.

„ციმ.ციმში“ ფერადი და გამორჩეულად ლამაზი ქსოვილისგან პროდუქციას უნარჩენო წარმოების პრინციპით ამზადებენ, ხოლო შესაფუთად მხოლოდ ქაღალდის ბაზისზე დამზადებულ ტარას იყენებენ.

თუმცა „ციმ.ციმის“ სოციალური პასუხისმგებლობა აქ არ მთავრდება, საწარმოში  უფასოდ ასწავლიან ჭრა-კერვას და წარმოების თანმდევ პროცესებს იმ ქალებს, რომელთაც პროფესია არ გააჩნიათ.

„ციმ.ციმი არ არის მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული საწარმო, კომპანიისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანური ღირებულებები და ურთიერთობები, კმაყოფილი თანამშრომლები და ბედნიერი მომხმარებლები არიან. სამი წელია რაც ბაზარზე შემოვედით და არც ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყოლია. მაქსიმალური სიზუსტით ვასრულებთ ყველა შეკვეთას და ყველანაირად ვერგებით მომხმარებელს. თუ რაიმე მიზეზით შეფერხება შეექმნა შეკვეთის მიწოდებას, ვცდილობთ, რომ ეს დისკომფორტი მომხმარებელს სხვანაირად დავუკომპენსიროთ. ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად ვუდგებით. იგივე მიდგომა გვაქვს თანამშრომლების მიმართაც – შევუქმნათ მათ მაქსიმალური კომფორტი და ოჯახური გარემო. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატების საფუძველს ბედნიერი თანამშრომელი და მომხმარებელი ქმნიან“, –   ამბობს ანა აბაშიძე, „ციმ.ციმის“ დამფუძნებელი.

ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობამ კომპანიის ცნობადობა აამაღლა და მათ საქმიანობას სოლიდური იერი მისცა.  პროექტში გამარჯვების შემთხვევაში „ციმ.ციმის“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ სასურველ პრიზს აიღებს და კომპანიის ახალ ვებგვერდს დაამზადებს.

მესამე კომპანია, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ბიზნეს მოდელიც ამაზე დაფუძნებით აქვს შერჩეული, სივრცითი მოწყობის სერვის კომპანია „აუკია“.

„აუკი“ ადამიანებს სთავაზობს სრულ სპექტრს, დიზაინ კონცეფციიდან დაწყებული გასაღების ჩაბარებამდე. კომპანია უკვე 5 წელია ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო პროცესს იმგვარად გარდაქმნის, რომ მომხმარებელმა, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საუკეთესო სახლში იცხოვრონ და თან ეს პერიოდი პოზიტიურ გამოცდილებად დაამახსოვრდეთ.

„მომხმარებლები წინასწარ განწყობილი არიან, რომ თავი იგრძნონ მოტყუებულად, უყურადღებოდ და საბოლოო პროდუქტით უკმაყოფილოც დარჩნენ. „აუკმა“ ამ პარადიგმის გადასატეხად ინდუსტრიაში სრული გამჭვირვალობის შემოტანა  დაისახა მიზნად და იმ სივრცეში, სადაც ადამიანები ურთულეს კომუნიკაციის გამოცდილებას ელოდებიან, ინტეგრირება გაუკეთა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული პროექტების მენეჯმენტ ინსტრუმენტებს. ამ ინსტრუმენტების გამოყენებით კი მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ ცოცხალ რეჟიმში მიიღოს განახლებადი ინფორმაცია მიმდინარე პროგრესის შესახებ, ცვლილების საჭიროების შემთხვევაში კი ციფრულად ვთავაზობთ ალტერნატიულ ვერსიებს“, – ამბობს ანანო კახიანი, „აუკის“ თანადამფუძნებელი.

კომპანია აპლიკაცია Trello -ს დახმარებით მუშაობს, რომელიც მსოფლიოში 50 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ მომხმარებელს ეხმარება პროექტების მენეჯმენტსა და სამუშაოს უკეთ ორგანიზებაში.

Trello -ში „აუკის“ მომხმარებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ მათ კუთვნილ სახლსა თუ ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, ნახონ შესრულებული სამუშაოს პროგრესი და ე.წ. რენდერები, თუ როგორი იქნება საბოლოო ჯამში მათი სივრცე. ამ ყველაფრის ნახვა მათ დისტანციურად, ონლაინ შეუძლიათ, ხოლო თუ ციფრულ სივრცეში არჩევანის გაკეთება გართულდება, ასეთ შემთხვევაში, „აუკის“ თანამშრომლებს მომხმარებელთან მასალა თუ პროდუქტის ვარიაციები ადგილზე მიაქვთ.

ShareShareTweet

Related Posts

თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს
GEO

თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს

May 12, 2025
GEO

თიბისიში, ბიზნესსესხის აღება 2 წუთში, ყველანაირი დოკუმენტაციის გარეშეა შესაძლებელი

May 12, 2025
GEO

თიბისი აგრობიზნესისთვის – მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე

May 12, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

4 days ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Latvia to ban visa-free travel for Georgian diplomats

New Pope, Leo XIV: God loves us all, unconditionally

Habemus Papam…Bishop Robert Prevost Named Pope

Conclave elects a new pope as white smoke rises from the Sistine Chapel

Ukraine Latest: Limited Ceasefire Marred by Ongoing Strikes and Drone Activity

“Georgia is now where Belarus was in 2020… It’s crucial you don’t repeat our mistakes”

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today