მასტერშეფის, ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გასართობი შოუს, მეექვსე სეზონი დაასრულდა, გამარჯვებული კი – რუსო დაუშვილი გახდა. მასთან ერთად სეზონის ფინალურ გადაცემაში გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ – დიმიტრი რჩეულიშვილი და მარიკა კოპალიანი.
ამ სეზონმა, ისევე როგორც წინამ, პოზიტიური გამოხმაურება და მაღალი ჩართულობა დაიმსახურა აუდიტორიის მხრიდან, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის შოუს პარტნიორს და გენერალურ სპონსორს, „კარფურს,“ რომელიც უკვე მეორე სეზონია „მასტერშეფის“ მხარდამჭერია.
კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, მასტერშეფის მეექვსე სეზონის განმავლობაში კონკურსანტებს ყოველდღიურად ახალი, მაღალი ხარისხის, ჯანსაღი პროდუქტებით ამარაგებდა რაც კონკურსანტებს უნიკალური რეცეპტების შექმნაში ეხმარებოდა.
კარფურმა, ქართულ ბაზარზე დაარსებიდან მეცხრე იუბილეს აღსანიშნავად, გამარჯვებულს 9000 ლარის MyClub-ის ქულები, ხოლო ფინალისტებს კარფურის ექსკლუზიური ფრანგული პროდუქციის ნაკრები გადასცა.
მასტერშეფის თაყვანისმცემლებისა და კარფურის ერთგული მომხმარებლებისთვის, შოუს გამარჯვებულმა, კარფურის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში საახალწლო კერძების მასტერკლასი გამართა, სადაც მას კერძის მოსამზადებლად მაღალი ხარისხის, ჯანსაღ პროდუქტთან ერთად, ბრენდ Ninja-ს ინოვაციური ტექნიკა დახვდა, რისი მეშვეობითაც რუსომ ტრადიციული საახალწლო სუფრის ახლებური ინტერპრეტაციები შესთავაზა მასტერკლასის დამსწრეებს.
„მასტერშეფის“ და „კარფურის“ ბოლოდროინდელმა თანამშრომლობამ „მასტერშეფის“ ერთგულ ფანებს საშუალება მისცა, მიეღოთ მეტი ცოდნა სხვადასხვა ტიპის ინგრედიენტების და მათი გამოყენების შესახებ სხვადასხვა შთამაგონებელი რეცეპტების შესაქმნელად, ახალგაზრდა და ნიჭიერი პროფესიონალი მზარეულების მაგალითზე. გარდა ამისა, „მასტერშეფი“ და „კარფური“ ცდილობენ, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნონ და განავითარონ გამორჩეული და კარგად ცნობილი ქართული სამზარეულო როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე უცხოელ სტუმრებს შორის.
პარტნიორობა ასევე ხაზს უსვამს „კარფურის“ პასუხისმგებლობას, მხარი დაუჭიროს საზოგადოების კეთილდღეობას. „კარფურის“ მიერ „მასტერშეფის“ კონკურსანტებისთვის მიწოდებული ბევრი პროდუქტი ადგილობრივად, უშუალოდ პარტნიორი ფერმებიდან იყო მოპოვებული.